საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე პო­ლი­ცი­ის მხრი­დან შე­საძ­ლოა, ად­გი­ლი ჰქონ­და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას თუ ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებს, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცვე­ლი ფაქ­ტე­ბის ჩა­დე­ნა“,- ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლის ფაქ­ტებს და მო­უ­წო­დებს სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს, მოხ­დეს დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი თვალს ადევ­ნებს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას.

პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით, 29 ნო­ემ­ბრის 02:00 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას ჰქონ­და მშვი­დო­ბი­ა­ნი ხა­სი­ა­თი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აქ­ცი­ის დაშ­ლის და­წყე­ბით და­ირ­ღვა შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ გან­მარ­ტავ­და, რომ აქ­ცი­ის ცალ­კე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის ფარ­გლე­ბის გაც­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მათ მი­მართ უნდა გა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი - აუ­ცი­ლე­ბე­ლი და პრო­პორ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, მათ შო­რის, მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბის მი­მართ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყეს, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა უფ­ლე­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი და პრო­პორ­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის სტან­დარტს.

მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე პო­ლი­ცი­ის მხრი­დან შე­საძ­ლოა, ად­გი­ლი ჰქონ­და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას თუ ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებს, შე­სა­ბა­მი­სად სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცვე­ლი ფაქ­ტე­ბის ჩა­დე­ნა.

და­მა­ტე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლა, რა­საც მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზეც ჰქონ­და ად­გი­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ფაქ­ტზეც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ მოხ­დეს დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა.

და­მა­ტე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი მი­ე­მარ­თე­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, რის თა­ო­ბა­ზეც ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით ვაც­ნო­ბებთ“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს, შესაბამისად, სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა“,- ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.

სახალხო დამცველი ეხმიანება აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოხდეს დროული რეაგირება.

“საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისში მიმდინარე აქციას.

პირველადი შეფასებით, 29 ნოემბრის 02:00 საათზე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება.

ვრცელდება კადრები სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე. სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ განმარტავდა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.

მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს, შესაბამისად სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა.

დამატებით, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, რასაც მიმდინარე აქციაზეც ჰქონდა ადგილი. მნიშვნელოვანია ამ ფაქტზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდეს დროული რეაგირება.

დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები მიემართებიან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად, რის თაობაზეც ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.