საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“აქციის წევრები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, დაზიანება მიიღო სამინისტროს სამმა თანამშრომელმა“ - შსს განცხადებას ავრცელებს
“აქციის წევრები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, დაზიანება მიიღო სამინისტროს სამმა თანამშრომელმა“ - შსს განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის მი­მარ­თვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცია გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ნორ­მებს. შსს აცხა­დებს, რომ პო­ლი­ცი­ამ ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.

“სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მხრი­დან ად­გილ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, აქ­ცი­ის წევ­რე­ბი ფი­ზი­კუ­რად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. ასე­ვე, მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­ვრი­ან სხვა­დას­ხვა სა­ხის საგ­ნებს, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სამ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა. აქე­დან ორი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით, პო­ლი­ცი­ამ მი­მარ­თა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და გა­მო­ი­ყე­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა.

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ აქ­ცი­ის თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს, არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი და და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მი­თი­თე­ბებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კა­ნო­ნით მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დებს და გა­მო­ი­ყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იძუ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მათ შო­რის, “პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“აქციის წევრები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, დაზიანება მიიღო სამინისტროს სამმა თანამშრომელმა“ - შსს განცხადებას ავრცელებს

“აქციის წევრები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, დაზიანება მიიღო სამინისტროს სამმა თანამშრომელმა“ - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიმართვაშია აღნიშნული, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. შსს აცხადებს, რომ პოლიციამ ვითარების განმუხტვის მიზნით, სპეციალური საშუალება გამოიყენა.

“სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, “პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.