კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკიდურესად დაძაბულია ვითარება ჭიჭინაძის ქუჩაზე: პოლიციამ გამოიყენა "წიწაკის სპრეი" - ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას
უკიდურესად დაძაბულია ვითარება ჭიჭინაძის ქუჩაზე: პოლიციამ გამოიყენა "წიწაკის სპრეი" - ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას

ამ წუ­თებ­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა პარ­ლა­მენ­ტთან, ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გა­დად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, რის გა­მოც მათ შო­რის რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა.

  • ად­გილ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ყე­ნეს "წი­წა­კის სპრეი". აქ­ცი­ა­ზე მყო­ფი პი­რე­ბი პო­ლი­ცი­ამ სა­ვა­რა­უ­დოდ რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეც და­ა­კა­ვა.

ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­მარ­თა­ვენ პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ "მო­იხ­სნან ნიღ­ბე­ბი და გა­და­ვიდ­ნენ ხალ­ხის მხა­რეს". აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ლა­ზე­რებს ანა­თე­ბენ ად­გილ­ზე მყოფ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს.

მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის გამო რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი გა­და­კე­ტი­ლია ამ დრო­ის­თვის. ცოტა ხნის წინ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს და მო­ნა­წი­ლე­ებს, პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში.

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, აქ­ცი­ის წევ­რე­ბის მხრი­დან პო­ლი­ცი­ის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად, და­შავ­და შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და იცა­ვენ მარ­თლწეს­რიგს.

პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, ად­გილ­ზე მყო­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ, გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა, რომ პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ მშვი­დო­ბი­ან ფორ­მებ­ში და არ გას­ცდნენ შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ნორ­მებს, შეკ­რე­ბილ­თა ნა­წი­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უპი­რის­პირ­დე­ბა და მათ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს.

ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ აქ­ცი­ის წევ­რე­ბის მხრი­დან, პო­ლი­ცი­ის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად, და­შავ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ აქ­ცი­ის წევ­რებს, თავი შე­ი­კა­ვონ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­გან და პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ფო­ტო­ე­ბი: ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

უკიდურესად დაძაბულია ვითარება ჭიჭინაძის ქუჩაზე: პოლიციამ გამოიყენა "წიწაკის სპრეი" - ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას

უკიდურესად დაძაბულია ვითარება ჭიჭინაძის ქუჩაზე: პოლიციამ გამოიყენა "წიწაკის სპრეი" - ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას

ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები გადადგილების საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც მათ შორის რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება.

  • ადგილზე რამდენჯერმე გამოიყენეს "წიწაკის სპრეი". აქციაზე მყოფი პირები პოლიციამ სავარაუდოდ რამდენიმე მოქალაქეც დააკავა.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მიმართავენ პოლიციელებს, რომ "მოიხსნან ნიღბები და გადავიდნენ ხალხის მხარეს". აქციის მონაწილეების ლაზერებს ანათებენ ადგილზე მყოფ სამართალდამცავებს.

მიმდინარე აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია ამ დროისთვის. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

ამავე განცხადების თანახმად, აქციის წევრების მხრიდან პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შსს-ს თანამშრომელი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ მართლწესრიგს.

პოლიციის მხრიდან, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების მიმართ, გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფოტოები: ინტერპრესნიუსი