მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდიდრული ქორწილი ბოლნისში და დოლარებში "ჩაფლული" აზერბაიჯანელი მომღერალი - ვინ არის ქალი, რომლის კადრებმა ორი ქვეყანა მოიცვა
მდიდრული ქორწილი ბოლნისში და დოლარებში "ჩაფლული" აზერბაიჯანელი მომღერალი - ვინ არის ქალი, რომლის კადრებმა ორი ქვეყანა მოიცვა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ქე­მა­ლე გი­უ­ნეშ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდა მას შემ­დეგ, რაც ის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქორ­წილ­ში მღე­რო­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "დო­ლა­რე­ბის წვი­მა­შიც" კი მოხ­ვდა.

  • ქორ­წი­ლის კად­რე­ბი ბოლ­ნის­ში ერთ-ერთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ქორ­წი­ნო დარ­ბაზ­შია გა­და­ღე­ბუ­ლია. კად­რებ­ში ჩანს, რომ სიმ­ღე­რის დროს ქალს, უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი ას­დო­ლა­რი­ან კუ­პი­უ­რებს სა­თი­თა­ოდ აძ­ლევს.

გი­უ­ნეშ­ლის კი­დევ ერთი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბის დროს კი მას თავ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფული და­ა­ყა­რეს. ამ მო­მენ­ტის ვი­დე­ო­მა­სა­ლაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

"ვი­დე­ო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის ქორ­წილ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

ქე­მა­ლე გი­უ­ნეშ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში წერს, რომ მას "ოლი­გარ­ქის ქორ­წილ­ში" დო­ლა­რე­ბის წვი­მა და­ა­ტყდა თავს. ის ხაზს უს­ვამს, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და და წერს, რომ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს.

მომ­ღე­რა­ლი სთხოვს გა­მომ­წე­რებს გა­მო­იც­ნონ, თუ რამ­დე­ნი თან­ხა გა­დას­ცეს მას ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ეს პოს­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში ფარ­თოდ გავ­რცელ­და და დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო

"ნე­ტავ იმ კაცს, ვინც შენ­ზე ეს თან­ხა და­ხარ­ჯა, თა­ვის ცო­ლის­თვი­საც ასე გუ­ლუხ­ვად აქვს ფული მი­ცე­მუ­ლი?“ "ეს ალ­ბათ ქორ­წი­ლის თან­ხაა და წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ექ­ნე­ბო­დათ". "30 წლის ვარ და ერთხე­ლაც არ მი­ნა­ხავს ამ­დე­ნი დო­ლა­რი ერ­თად" - წე­რენ ტიკ-ტოკ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში, რო­მელ­საც მი­ლი­ონ ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ნახ­ვა აქვს.

ქე­მა­ლე გი­უ­ნეშ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ქორ­წი­ლებ­ში მღე­რის. თავ­და­პირ­ვე­ლად ის ცნო­ბი­ლი გახ­და სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბით, სა­დაც სიმ­ღე­რის დროს მას დო­ლა­რებს აყ­რი­ან, რაც ხში­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ტრა­დი­ცი­ის ნა­წი­ლი.

მისი მუ­სი­კა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­ი­ცავს რო­გორც "ლაივ: გა­მოს­ვლებს, ასე­ვე სტუ­დი­უ­რი ჩა­ნა­წე­რებს. მისი ჰი­ტე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია „Tamara“, რო­მე­ლიც ხალ­ხურ-როკ სტილ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. მისი მუ­სი­კა ხში­რად ტრა­დი­ცი­უ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე რიტ­მებ­თან შერ­წყმას აერ­თი­ა­ნებს​

ქე­მა­ლე გი­უ­ნეშ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში მდი­და­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ქორ­წი­ლებ­ში იწ­ვე­ვენ. ის ყო­ველ­თვის აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებს სა­ქარ­თვე­ლო­დან და წერს, რო­გორ აყ­რი­ან "დო­ლა­რე­ბის წვი­მას" თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი. ის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემ­ში.

ქე­მა­ლე გი­უ­ნეშ­ლის გა­მოს­ვლე­ბის სა­ფა­სუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქორ­წი­ლებ­ში, სე­რი­ო­ზუ­ლად მა­ღა­ლია. ცნო­ბი­ლია, რომ ზოგ­ჯერ ის ერთ წუთ­ში 2200 აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მა­ნა­თის (და­ახ­ლო­ე­ბით 1300 დო­ლა­რის) შე­მო­სა­ვალს იღებს. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა და უნი­კა­ლუ­რი სტი­ლი მას აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რად აქ­ცევს, რაც ასე­ვე აი­სა­ხე­ბა მისი კონ­ცერ­ტე­ბი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­ფა­სურ­ში​.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
0

ქორწილსა და დღესასწაულებში ქალისათვის ფულის ხელში მიცემა და მერე ამ ფულით ქალის ცეკვა არის აზერების, სომხების და ბევრი სხვა ეროვნების ხალხის კულტურის ნაწილი, რომელსაც მათივე კულტურაში აქვს ახსნა.

საქართველოში ქალის უფლებრივი მდგომარეობა და ჩვენს კულტურაში ქალის ადგილი არის განსხვავებული. ამიტომ აუცილებელ ტრადიციად ვერ დამკვიდრდა ეს წესი, თუმცა ქართულ ქორწილებშიც გვინახავს გამონაკლისები: ფულით ხელში მოცეკვავე პატარძლები. საქართველოში პატივს ვცემთ ამ კულტურათა მრავალფეროვნებას, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გადმოვიღოთ.ამ ვიდეოში ჩანს პატარა გოგონები როგორი თვალებით და ინტერესით უყურებენ ამ ყველაფერს, ეს ადასტურებს რომ მათი ეს ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება და მხარდაჭერილი იქნება მათ საზოგადოებაში. რამდენად გადმოვა ეს ჩვენს ტრადიციებში, ეს არის ჩვენი კულტურის მდგრადობაზე და სიძლიერეზე დამოკიდებული. 

გიორგი 11
0

შური და ბოღმა ჯანმრთელობას აზიანებს!!! :)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მდიდრული ქორწილი ბოლნისში და დოლარებში "ჩაფლული" აზერბაიჯანელი მომღერალი - ვინ არის ქალი, რომლის კადრებმა ორი ქვეყანა მოიცვა

მდიდრული ქორწილი ბოლნისში და დოლარებში "ჩაფლული" აზერბაიჯანელი მომღერალი - ვინ არის ქალი, რომლის კადრებმა ორი ქვეყანა მოიცვა

აზერბაიჯანელი მომღერალი ქემალე გიუნეშლი ყურადღების ცენტრში მოხვდა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში, ქორწილში მღეროდა და შეიძლება ითქვას, რომ "დოლარების წვიმაშიც" კი მოხვდა.

  • ქორწილის კადრები ბოლნისში ერთ-ერთ ძვირადღირებულ საქორწინო დარბაზშია გადაღებულია. კადრებში ჩანს, რომ სიმღერის დროს ქალს, უცნობი მამაკაცი ასდოლარიან კუპიურებს სათითაოდ აძლევს.

გიუნეშლის კიდევ ერთი სიმღერის შესრულების დროს კი მას თავზე დიდი რაოდენობით ფული დააყარეს. ამ მომენტის ვიდეომასალაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

"ვიდეოები საქართველოში, ჩვენი თანამემამულეების ქორწილშია გადაღებული" - წერს ადგილობრივი მედია.

ქემალე გიუნეშლი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში წერს, რომ მას "ოლიგარქის ქორწილში" დოლარების წვიმა დაატყდა თავს. ის ხაზს უსვამს, რომ ეს საქართველოში მოხდა და წერს, რომ ქართველი საზოგადოება ძალიან უყვარს.

მომღერალი სთხოვს გამომწერებს გამოიცნონ, თუ რამდენი თანხა გადასცეს მას ამ ღონისძიებაზე. ეს პოსტი სოციალური ქსელებში ფართოდ გავრცელდა და დიდი ყურადღება მიიპყრო

"ნეტავ იმ კაცს, ვინც შენზე ეს თანხა დახარჯა, თავის ცოლისთვისაც ასე გულუხვად აქვს ფული მიცემული?“ "ეს ალბათ ქორწილის თანხაა და წინასწარ შეთანხმებული ექნებოდათ". "30 წლის ვარ და ერთხელაც არ მინახავს ამდენი დოლარი ერთად" - წერენ ტიკ-ტოკზე გავრცელებული ვიდეოს კომენტარებში, რომელსაც მილიონ ნახევარზე მეტი ნახვა აქვს.

ქემალე გიუნეშლი აზერბაიჯანელი მომღერალია, რომელიც ძირითადად ქორწილებში მღერის. თავდაპირველად ის ცნობილი გახდა სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებით, სადაც სიმღერის დროს მას დოლარებს აყრიან, რაც ხშირად განიხილება როგორც ადგილობრივი ტრადიციის ნაწილი.

მისი მუსიკალური საქმიანობა მოიცავს როგორც "ლაივ: გამოსვლებს, ასევე სტუდიური ჩანაწერებს. მისი ჰიტებიდან განსაკუთრებულად პოპულარულია „Tamara“, რომელიც ხალხურ-როკ სტილშია შესრულებული. მისი მუსიკა ხშირად ტრადიციული აზერბაიჯანული ელემენტების თანამედროვე რიტმებთან შერწყმას აერთიანებს​

ქემალე გიუნეშლის საქართველოში მდიდარი აზერბაიჯანელები ქორწილებში იწვევენ. ის ყოველთვის აქვეყნებს ვიდეოებს საქართველოდან და წერს, როგორ აყრიან "დოლარების წვიმას" თანამემამულეები. ის ძალიან პოპულარულია საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემში.

ქემალე გიუნეშლის გამოსვლების საფასური, განსაკუთრებით ქორწილებში, სერიოზულად მაღალია. ცნობილია, რომ ზოგჯერ ის ერთ წუთში 2200 აზერბაიჯანული მანათის (დაახლოებით 1300 დოლარის) შემოსავალს იღებს. მისი პოპულარობა და უნიკალური სტილი მას აზერბაიჯანულ შოუბიზნესში მნიშვნელოვან ფიგურად აქცევს, რაც ასევე აისახება მისი კონცერტებისა და ღონისძიებების საფასურში​.