სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარა კრიზისი რომ შეიქმნას, ვინ მისცემს მთავრობას 1 დოლარს მაინც? ორბანი მისცემს, ეს უნგრელი ქაჯი, პუტინი თუ ჩინეთი?" - გოცირიძე
"პატარა კრიზისი რომ შეიქმნას, ვინ მისცემს მთავრობას 1 დოლარს მაინც? ორბანი მისცემს, ეს უნგრელი ქაჯი, პუტინი თუ ჩინეთი?" - გოცირიძე

ეს არის ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი , - ასე აფა­სებს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მან გო­ცი­რი­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ დად­გე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი.

  • რო­გორც რო­მან გო­ცი­რი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „რე­ზი­უ­მე“ გა­ნა­ცხა­და, პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვაა და ის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს­თან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად „და­ის­ჯე­ბა“.

"ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის დროს გა­კე­თე­ბუ­ლი მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა მთავ­რო­ბის მიერ. ეს არის ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი. ფაქ­ტობ­რი­ვად უარი გა­ნა­ცხა­დეს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. კონ­სტი­ტუ­ცი­ით ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პირ­ველ რიგ­ში მთავ­რო­ბას. კონ­სტი­ტუ­ცია ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ბობს, რომ ყვე­ლა ღონე უნდა იხ­მა­როს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ნატო-ში და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის. თუ გა­და­იდ­გა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­ბი­ჯე­ბი ეს არის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა. ეს არის პირ­და­პირ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, რომ­ლის გა­მოც ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თა­მა­დო­ბით და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად, და­ის­ჯე­ბა. პირ­და­პირ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

რო­მან გო­ცი­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­სავ­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ელის.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას, გან­სა­კუთ­რე­ბით მის ფი­ნან­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ლარს, რომ­ლის სტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი­დან, მსოფ­ლიო ბან­კი­დან თუ და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი რე­ზერ­ვე­ბი იყო ისე­ვე რო­გორც ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ძი­რი­თა­დად და­სავ­ლუ­რი ხა­სი­ა­თის იყო, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ოდეს­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში აშე­ნე­ბუ­ლა, ესეც და­სავ­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბით და იაფი სეს­ხე­ბით კეთ­დე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან დღემ­დე ერთი სა­ა­თიც კი არ უარ­სე­ბია სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. ამ დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე და ამ ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სე­ბით ქვე­ყა­ნას ელის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. რა­ღაც პა­ტა­რა კრი­ზი­სი რომ შე­იქ­მნას, ვინ მის­ცემს მთავ­რო­ბას კურ­სის თუ ლა­რის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად 1 დო­ლარს მა­ინც? ორ­ბა­ნი მის­ცემს, ეს უნ­გრე­ლი ქაჯი, პუ­ტი­ნი მის­ცემს, თუ ჩი­ნე­თი გად­მო­უ­რი­ცხავს?“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

კერ­ძოდ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კითხს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"პატარა კრიზისი რომ შეიქმნას, ვინ მისცემს მთავრობას 1 დოლარს მაინც? ორბანი მისცემს, ეს უნგრელი ქაჯი, პუტინი თუ ჩინეთი?" - გოცირიძე

"პატარა კრიზისი რომ შეიქმნას, ვინ მისცემს მთავრობას 1 დოლარს მაინც? ორბანი მისცემს, ეს უნგრელი ქაჯი, პუტინი თუ ჩინეთი?" - გოცირიძე

ეს არის ქვეყნის ღალატი , - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

  • როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება კონსტიტუციის დარღვევაა და ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად „დაისჯება“.

"ეს არის ივანიშვილის მიერ საარჩევნო პროგრამის დროს გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადების ოფიციალური გაფორმება მთავრობის მიერ. ეს არის ქვეყნის ღალატი. ფაქტობრივად უარი განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. კონსტიტუციით ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლებას და პირველ რიგში მთავრობას. კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ყველა ღონე უნდა იხმაროს ხელისუფლებამ ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუ გადაიდგა საწინააღმდეგო ნაბიჯები ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა, რომლის გამოც ეს ხელისუფლება, ირაკლი კობახიძის თამადობით და ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დაისჯება. პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ამ ადამიანების მიმართ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განცხადებით, დასავლური დახმარების გარეშე საქართველოს კატასტროფული მდგომარეობა ელის.

"საქართველოს ეკონომიკას, განსაკუთრებით მის ფინანსებს, განსაკუთრებით ლარს, რომლის სტაბილურობის საფუძველი სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან თუ დასავლეთის სახელმწიფოებიდან მიღებული რეზერვები იყო ისევე როგორც ინვესტიციები ძირითადად დასავლური ხასიათის იყო, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ოდესმე საქართველოში აშენებულა, ესეც დასავლური დახმარებებით და იაფი სესხებით კეთდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ერთი საათიც კი არ უარსებია საერთაშორისო დახმარების გარეშე. ამ დახმარების გარეშე და ამ ეკონომიკური რესურსებით ქვეყანას ელის კატასტროფული მდგომარეობა. რაღაც პატარა კრიზისი რომ შეიქმნას, ვინ მისცემს მთავრობას კურსის თუ ლარის შესანარჩუნებლად 1 დოლარს მაინც? ორბანი მისცემს, ეს უნგრელი ქაჯი, პუტინი მისცემს, თუ ჩინეთი გადმოურიცხავს?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

წაიკითხეთ ასევე: