კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები  295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ
სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები  295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის - შპს „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“, სს „სა­ჩხე­რე­გა­ზის“, სს „ენერ­გო­კავ­ში­რის“ შპს „სო­კარ ჯორ­ჯია გა­ზის“, სს „სა­ქორგგა­ზი­სა“ და შპს „თე­ლავ­გა­ზის “ მიერ 2025-2029 წლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მე­ბი შე­ი­თან­ხმა. ჯამ­ში, კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 295,174,942 ლარს შე­ად­გენს.

კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ სე­მეკ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის მი­ზა­ნია მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ქსე­ლის სა­ი­მე­დო­ო­ბის/მდგრა­დო­ბი­სა და ეფექ­ტი­ა­ნი ოპე­რი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, უსაფრ­თხო და უწყვე­ტი გაზ­მო­მა­რა­გე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა და და­ნა­კარ­გე­ბის შემ­ცი­რე­ბა.

შპს „თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ 2025-2029 წლებ­ში 173,085,793 ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. კო­მი­სი­ას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს ქ. თბი­ლის­ში გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლის სა­ი­მე­დო­ო­ბას­თან, მდგრა­დო­ბა­სა და ეფექ­ტი­ან ოპე­რი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

სს „სა­ჩხე­რე­გა­ზის“ მიერ 2025-2029 წლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო მო­ცუ­ლო­ბა 396,572 ლარს შე­ად­გენს, ხოლო სს „ენერ­გო­კავ­ში­რი“ 2025-2029 წლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს 279,690 ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას. კო­მი­სი­ას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი მრი­ცხვე­ლე­ბის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა.

შპს „სო­კარ ჯორ­ჯია გაზი“ 2025-2029 წლებ­ში 52,289,681 ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, სს „სა­ქორგგა­ზი“ – 65,549,206 ლა­რის, ხოლო შპს „თე­ლავ­გა­ზი“ – 3,574,500 ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას. სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი მო­ი­ცავს ქსე­ლის სა­ი­მე­დო­ო­ბას­თან, მდგრა­დო­ბა­სა და ეფექ­ტი­ან ოპე­რი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები  295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები  295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების - შპს „თბილისი ენერჯის“, სს „საჩხერეგაზის“, სს „ენერგოკავშირის“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „თელავგაზის “ მიერ 2025-2029 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 295,174,942 ლარს შეადგენს.

კომპანიების მიერ სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ქსელის საიმედოობის/მდგრადობისა და ეფექტიანი ოპერირების ხელშეწყობა, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფა, ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და დანაკარგების შემცირება.

შპს „თბილისი ენერჯი“ 2025-2029 წლებში 173,085,793 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ქ. თბილისში გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას.

სს „საჩხერეგაზის“ მიერ 2025-2029 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა 396,572 ლარს შეადგენს, ხოლო სს „ენერგოკავშირი“ 2025-2029 წლებში განახორციელებს 279,690 ლარის ინვესტიციას. კომისიასთან შეთანხმებული პროექტების შესაბამისად, კომპანიების მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამორტიზებული მრიცხველების ახლით ჩანაცვლება.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2025-2029 წლებში 52,289,681 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ – 65,549,206 ლარის, ხოლო შპს „თელავგაზი“ – 3,574,500 ლარის ინვესტიციას. საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

NS