მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2024 წელს ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის 140 შემთხვევა დაფიქსირდა - გამოწვევა, რომელიც დამატებითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს
2024 წელს ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის 140 შემთხვევა დაფიქსირდა - გამოწვევა, რომელიც დამატებითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს

შსს-ის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2024 წლის იან­ვრი­დან სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 692 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­ი­ცა. ამას­თან, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 140, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის - 38, ხოლო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რის - 646 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო წლებ­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა გამ­კაცრ­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო მიდ­გო­მებს უფრო და­უ­ახ­ლოვ­და, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინც ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. ექ­სპერტთა ნა­წი­ლი ამის მი­ზე­ზად ერთი მხრივ, მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის და მე­ო­რე მხრივ, აღ­სრუ­ლე­ბის პრობ­ლე­მას ასა­ხე­ლებს. ამას­თან, გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ძა­ლა­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მია ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კვლავ გა­მოწ­ვე­ვაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი პრობ­ლე­მაა მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სა­კი­თხი კი­დევ უფრო მწვა­ვედ დგას. წელი არ გავა, რომ ფე­მი­ცი­დის სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ არ შე­ვი­ტყოთ. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, მო­ძა­ლა­დე­ე­ბი არ ერი­დე­ბი­ან არც სა­ჯა­რო სივ­რცე­ებს და არც არას­წრულ­წლო­ვან შვი­ლებს, ისე სჩა­დი­ან და­ნა­შა­ულს.

USAID სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში „ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ნათ­ქვა­მია, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებ­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა რომ „დღის წეს­რიგ­ში კი­დევ კი­დევ დგას ისე­თი სა­ბა­ზი­სო გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა, ერთი მხრივ, ქალ­თა მი­მართ და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ა­სა და შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის უმოქ­მე­დო­ბას ან არა­ე­ფექ­ტი­ან მუ­შა­ო­ბას, ხოლო მე­ო­რე მხრივ, და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სას გენ­დერუ­ლი მო­ტი­ვის გა­მოკ­ვე­თას, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­სა და საქ­მის მა­სა­ლე­ბის ას­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას“.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბა

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა გუ­ლის­ხმობს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თუ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ქა­ლე­ბის მი­მართ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ყვე­ლა ქმე­დე­ბას, რო­მელ­თაც შე­დე­გად მოჰ­ყვე­ბა ან შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ქა­ლე­ბის­თვის ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ტან­ჯვის ან ეკო­ნო­მი­კუ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა, მათ შო­რის, ასე­თი ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნის მუ­ქა­რა, ქა­ლე­ბის იძუ­ლე­ბა ან მათ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის თვით­ნე­ბუ­რი აღ­კვე­თა.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნის და აღ­კვე­თის მიზ­ნით ით­ვა­ლის­წი­ნებს სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რივ, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლებ­რივ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რივ მე­ქა­ნიზ­მებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ღე­ბუ­ლი აქვს ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სა და მსხვერ­პლთა (და­ზა­რა­ლე­ბულ­თა) და­სა­ცა­ვად გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა 2022-2024 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩოს, შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე მი­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

გეგ­მა გა­მოკ­ვეთს გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ძა­ლა­დო­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ ფაქ­ტო­რებ­საც:

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რის შე­დე­გა­დაც შემ­ცი­რე­ბუ­ლია გენ­დერულ უთა­ნას­წო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ გენ­დერუ­ლი რო­ლე­ბის არას­წო­რი აღ­ქმა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჯერ კი­დევ ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ით­ვლე­ბა, რომ სახ­ლი ქა­ლის სივ­რცე და კომ­პე­ტენ­ცი­აა, ხოლო კაცს პო­ლი­ტი­კა­სა და ზო­გა­დად პრო­ფე­სი­ულ არე­ნა­ზე უფრო ეხერ­ხე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა“, - ნათ­ქვა­მია გეგ­მა­ში.

აქვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ ბოლო ათწლე­ულ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი „ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში 20173“ გვაჩ­ვე­ნებს, რომ სტე­რე­ო­ტი­პულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან ერ­თად, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ღა­ლი მიმ­ღებ­ლო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა. გა­მო­კი­თხულ­თა შო­რის ქა­ლე­ბის თით­ქმის ერთ მე­ო­თხედ­სა (22%) და კა­ცე­ბის ერთ მე­სა­მედს (31%) მი­აჩ­ნია, რომ გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ცო­ლის ცემა გა­მარ­თლე­ბუ­ლია.

რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კვლე­ვე­ბი და მთავ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც გვიჩ­ვე­ნებს, რომ ქალ­თა მი­მართ და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მსხვერ­პლთა დაც­ვი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ ბევ­რია სა­მუ­შაო რო­გორც ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის, ისე არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღ­სრუ­ლე­ბის კუ­თხით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

2024 წელს ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის 140 შემთხვევა დაფიქსირდა - გამოწვევა, რომელიც დამატებითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს

2024 წელს ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის 140 შემთხვევა დაფიქსირდა - გამოწვევა, რომელიც დამატებითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს

შსს-ის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე 692 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ამასთან, ფიზიკური ძალადობის 140, სექსუალური ძალადობის - 38, ხოლო ფსიქოლოგიურის - 646 შემთხვევა დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში კანონმდებლობა გამკაცრდა და საერთაშორისო მიდგომებს უფრო დაუახლოვდა, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში მაინც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ექსპერტთა ნაწილი ამის მიზეზად ერთი მხრივ, მიმართვიანობის და მეორე მხრივ, აღსრულების პრობლემას ასახელებს. ამასთან, გენდერული ნიშნით ძალადობის მნიშვნელოვანი პრევენციული მექანიზმია ცნობიერების ამაღლება, რომელიც კვლავ გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც, საქართველოში ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას. წელი არ გავა, რომ ფემიციდის საზარელი შემთხვევების შესახებ არ შევიტყოთ. ზოგიერთ შემთხვევაში, მოძალადეები არ ერიდებიან არც საჯარო სივრცეებს და არც არასწრულწლოვან შვილებს, ისე სჩადიან დანაშაულს.

USAID სამართლის უზენაესობის დაფინანსებით ჩატარებულ კვლევაში „ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა საქართველოში“ ნათქვამია, რომ კანონმდებლობის საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისკენ გადადმული ნაბიჯების მიუხედავად, გამოცდილებამ აჩვენა რომ „დღის წესრიგში კიდევ კიდევ დგას ისეთი საბაზისო გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება, ერთი მხრივ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და შემდგომი რეაგირებისას სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობას ან არაეფექტიან მუშაობას, ხოლო მეორე მხრივ, დანაშაულის კვალიფიკაციისას გენდერული მოტივის გამოკვეთას, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და საქმის მასალების ასლების მოპოვების შესაძლებლობას“.

კანონმდებლობა

მოქმედი კანონმდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის და აღკვეთის მიზნით ითვალისწინებს სისხლისამართლებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს.

საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოს, შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებების გაუმჯობესებას ემსახურება.

გეგმა გამოკვეთს გენდერული ნიშნით ძალადობის მაპროვოცირებელ ფაქტორებსაც:

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული აქტივობები, რის შედეგადაც შემცირებულია გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ გენდერული როლების არასწორი აღქმა და დამოკიდებულებები ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში. წლების განმავლობაში ითვლება, რომ სახლი ქალის სივრცე და კომპეტენციაა, ხოლო კაცს პოლიტიკასა და ზოგადად პროფესიულ არენაზე უფრო ეხერხება საკუთარი თავის წარმოჩენა და წარმატების მიღწევა“, - ნათქვამია გეგმაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ ბოლო ათწლეულში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური „ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 20173“ გვაჩვენებს, რომ სტერეოტიპულ დამოკიდებულებასთან ერთად, მოსახლეობაში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მაღალი მიმღებლობა აღინიშნება. გამოკითხულთა შორის ქალების თითქმის ერთ მეოთხედსა (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ გარკვეულ გარემოებებში ცოლის ცემა გამართლებულია.

როგორც ოფიციალური სტატისტიკა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და მთავრობის სამოქმედო გეგმაც გვიჩვენებს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციისთვის ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო როგორც ცნობიერების ამაღლების, ისე არსებული კანონმდებლობის აღსრულების კუთხით.