საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ატლანტის ოკეანის უზარმაზარი დინება თანდათან ნელდება - მეცნიერთა თქმით, ამ პროცესს ჩვენს პლანეტაზე დრამატული გავლენა ექნება
ატლანტის ოკეანის უზარმაზარი დინება თანდათან ნელდება - მეცნიერთა თქმით, ამ პროცესს ჩვენს პლანეტაზე დრამატული გავლენა ექნება

ამ­ბო­ბენ, დე­და­მი­წას რომ პულ­სი ჰქონ­დეს, ეს ატ­ლან­ტი­კის მე­რი­დი­ა­ნუ­ლი ბრუნ­ვის ცირ­კუ­ლა­ცია (AMOC) იქ­ნე­ბო­დაო, ანუ ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის დი­ნე­ბა­თა მო­რე­ვი, რომ­ლებ­საც ტრო­პი­კუ­ლი სით­ბო ჩრდი­ლო­ე­თით, პო­ლა­რუ­ლი წყლე­ბის­კენ მი­აქვთ.


ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მეც­ნი­ე­რე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის უზარ­მა­ზა­რი დი­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნელ­ზე სწრა­ფად ნელ­დე­ბა. მისი სრუ­ლი მოშ­ლა კი დრა­მა­ტუ­ლი გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე.


გა­სულ წლებ­ში ატ­ლან­ტი­კის მე­რი­დი­ა­ნუ­ლი ბრუნ­ვის ცირ­კუ­ლა­ცი­ის კვლე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თად ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც შე­იმ­ჩნე­ო­და იმის ნიშ­ნე­ბი, რომ ეს უზარ­მა­ზა­რი კონ­ვე­ი­ე­რის სარ­ტყე­ლი ისე­თი აღარ იყო, რო­გო­რიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო.


ბოლო კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით კი, ყვე­ლა­ზე უა­რეს სცე­ნარ­ში დი­ნე­ბა შე­საძ­ლოა სრუ­ლად შე­წყდეს.


  • რა არის ატ­ლან­ტი­კის მე­რი­დი­ა­ნუ­ლი ბრუნ­ვის ცირ­კუ­ლა­ცია (AMOC )?

ატ­ლან­ტი­კის მე­რი­დი­ა­ნუ­ლი ბრუნ­ვის ცირ­კუ­ლა­ცია - ეს არის ოკე­ა­ნის დი­ნე­ბე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც თბილ წყალს ატა­რებს სამ­ხრე­თი­დან ჩრდი­ლო­ე­თით და გა­ცი­ვე­ბულ წყალს სამ­ხრე­თით აბ­რუ­ნებს. ეს სის­ტე­მა ეხ­მა­რე­ბა პლა­ნე­ტის კლი­მა­ტის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­როს­თვის, ანუ ეს მო­ი­ცავს თბი­ლი ტრო­პი­კუ­ლი წყლე­ბის მა­სი­ურ დი­ნე­ბას ჩრდი­ლო­ეთ ატ­ლან­ტი­კის­კენ, რის გა­მოც არის ევ­რო­პის კლი­მა­ტი რბი­ლი; ამა­ვე დროს, ეს დი­ნე­ბა ტრო­პი­კებს ზედ­მე­ტი სით­ბოს­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ასე­თი­ვე წრებ­რუნ­ვა არ­სე­ბობს სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­შიც, ან­ტარ­ქტი­კუ­ლი წყლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

"თუ დი­ნე­ბა სრუ­ლად შე­წყდე­ბა, ეს გა­მო­იწ­ვევს გლო­ბა­ლურ ქა­ოსს, მკვეთრ ტემ­პე­რა­ტუ­რულ ვარ­დნას ევ­რო­პა­ში, ქა­რიშ­ხლე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ეკ­ვა­ტორ­ზე და სხვა მო­უ­ლოდ­ნელ შე­დე­გებს, რაც გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ამა­ზო­ნის ტრო­პი­კულ ტყე­ებ­სა და სხვა ეკო­სის­ტე­მებ­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვა­ში.


  • რა­ტომ შე­ნელ­და?

ახა­ლი კლი­მა­ტუ­რი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს გრენ­ლან­დი­ის ყი­ნუ­ლის დნო­ბით გა­მოწ­ვე­ულ მტკნა­რი წყლის ზე­გავ­ლე­ნას, მი­უ­თი­თებს, რომ თუ გლო­ბა­ლუ­რად ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ყო­ფის ტემ­პი არ შე­იც­ვლე­ბა, ატ­ლან­ტი­კუ­რი დი­ნე­ბა მომ­დევ­ნო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა მე­სა­მე­დით შემ­ცირ­დეს. შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ Nature Geoscience-ში.


უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ გან­ვმარ­ტოთ:


გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ცალ­სა­ხა შე­დე­გია გრენ­ლან­დი­ა­სა და ან­ტარ­ქტი­და­ზე პო­ლა­რუ­ლი ყი­ნუ­ლის ქუ­დე­ბის დნო­ბა.


დნო­ბი­სას, ყი­ნუ­ლის ეს ქუ­დე­ბი ოკე­ა­ნე­ებ­ში დიდი ოდე­ნო­ბით მტკნარ წყალს უშ­ვე­ბენ და ზედა გა­ნე­დებ­ში მცირ­დე­ბა მკვრი­ვი წყლის ჩა­ძირ­ვის უნა­რი.


გა­სუ­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ გრენ­ლან­დი­ა­ში ხუთი ტრი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი ყი­ნუ­ლი დად­ნა. თუკი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა არ შე­ნელ­და, დნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უახ­ლო­ეს ათწლე­უ­ლებ­ში კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა.


ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი და ან­ტარ­ქტი­კუ­ლი წრებ­რუნ­ვის ცირ­კუ­ლა­ცი­ის კო­ლაფ­სი სიღ­რმი­სე­უ­ლად შეც­ვლის მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­თა ანა­ტო­მი­ას.


ოკე­ა­ნე­ე­ბი სიღ­რმე­ში გამ­ტკნარ­დე­ბა, გა­მო­ი­ლე­ვა ჟანგბა­დი, ზედა ნა­წილ­ში გაჩ­ნდე­ბა საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა დე­ფი­ცი­ტი, რაც რო­გორც წესი, ზე­მოთ ოკე­ა­ნის ღრმა წყლე­ბი­დან ამო­დის. სა­ზღვაო ეკო­სის­ტე­მებ­ზე გავ­ლე­ნა სიღ­რმი­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა.


მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თი კლი­მა­ტუ­რი მო­დე­ლი AMOC-ის ზო­მი­ერ შე­ნე­ლე­ბას 2100 წლამ­დე პროგ­ნო­ზი­რებს, გა­ე­როს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ექ­სპერტთა ჯგუ­ფის გა­მოთ­ვლით, ამ სა­უ­კუ­ნე­ში მსგავ­სი შე­დე­გე­ბის დად­გო­მის ალ­ბა­თო­ბა 10%-ზე ნაკ­ლე­ბია.



თუმ­ცა ეს სა­კი­თხი მეც­ნი­ე­რებ­ში სე­რი­ო­ზულ და­ვას იწ­ვევს, რად­გან ზო­გი­ერთ მათ­განს მი­აჩ­ნია, რომ დი­ნე­ბის შე­სუს­ტე­ბის რის­კი სა­თა­ნა­დოდ არ არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და გა­და­უ­დე­ბე­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო.


"ეს კვლე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან იმას ამ­ტკი­ცებს, რა­საც მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ეჭ­ვობ­და, თუმ­ცა ადრე ცხა­დად არ იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი. მო­მა­ვალ­ში ეს შე­დე­გე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ AMOC-ის უფრო სწრაფ შე­ნე­ლე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ, ვიდ­რე ამას გა­ე­როს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ჯგუ­ფი პროგ­ნო­ზი­რებ­და“, - აღ­ნიშ­ნა შტე­ფან რამ­სტორფმა, ოკე­ა­ნოგ­რაფ­მა და პოტსდა­მის კლი­მა­ტის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის დე­და­მი­წის სის­ტე­მე­ბის ანა­ლი­ზის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.


მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატო
8

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული

Kakhaber
31

თავისით არაფერი არ ხდება. ღმერთის ნება აღსრულდება. მთავარია ხალხი შეემზადოს სულიერად. არაფერი მოუვა მორწმუნეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ატლანტის ოკეანის უზარმაზარი დინება თანდათან ნელდება - მეცნიერთა თქმით, ამ პროცესს ჩვენს პლანეტაზე დრამატული გავლენა ექნება

ატლანტის ოკეანის უზარმაზარი დინება თანდათან ნელდება - მეცნიერთა თქმით, ამ პროცესს ჩვენს პლანეტაზე დრამატული გავლენა ექნება

ამბობენ, დედამიწას რომ პულსი ჰქონდეს, ეს ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია (AMOC) იქნებოდაო, ანუ ატლანტის ოკეანის დინებათა მორევი, რომლებსაც ტროპიკული სითბო ჩრდილოეთით, პოლარული წყლებისკენ მიაქვთ.


ბოლო წლების განმავლობაში, მეცნიერები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ატლანტის ოკეანის უზარმაზარი დინება მოსალოდნელზე სწრაფად ნელდება. მისი სრული მოშლა კი დრამატული გავლენას იქონიებს კლიმატის ცვლილებაზე.


გასულ წლებში ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციის კვლევები იშვიათად ტარდებოდა, მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა იმის ნიშნები, რომ ეს უზარმაზარი კონვეიერის სარტყელი ისეთი აღარ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო.


ბოლო კვლევების მიხედვით კი, ყველაზე უარეს სცენარში დინება შესაძლოა სრულად შეწყდეს.


  • რა არის ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია (AMOC )?

ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია - ეს არის ოკეანის დინებების სისტემა, რომელიც თბილ წყალს ატარებს სამხრეთიდან ჩრდილოეთით და გაცივებულ წყალს სამხრეთით აბრუნებს. ეს სისტემა ეხმარება პლანეტის კლიმატის რეგულირებაში, განსაკუთრებით ევროპისა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის, ანუ ეს მოიცავს თბილი ტროპიკული წყლების მასიურ დინებას ჩრდილოეთ ატლანტიკისკენ, რის გამოც არის ევროპის კლიმატი რბილი; ამავე დროს, ეს დინება ტროპიკებს ზედმეტი სითბოსგან გათავისუფლებაში ეხმარება. ასეთივე წრებრუნვა არსებობს სამხრეთ ნახევარსფეროშიც, ანტარქტიკული წყლების შემთხვევაში.

"თუ დინება სრულად შეწყდება, ეს გამოიწვევს გლობალურ ქაოსს, მკვეთრ ტემპერატურულ ვარდნას ევროპაში, ქარიშხლების გავრცელებას ეკვატორზე და სხვა მოულოდნელ შედეგებს, რაც გავლენას მოახდენს ამაზონის ტროპიკულ ტყეებსა და სხვა ეკოსისტემებზე“, - აღნიშნულია კვლევაში.


  • რატომ შენელდა?

ახალი კლიმატური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს გრენლანდიის ყინულის დნობით გამოწვეულ მტკნარი წყლის ზეგავლენას, მიუთითებს, რომ თუ გლობალურად ნახშირორჟანგის გამოყოფის ტემპი არ შეიცვლება, ატლანტიკური დინება მომდევნო 15 წლის განმავლობაში შესაძლოა მესამედით შემცირდეს. შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Geoscience-ში.


უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ:


გლობალური დათბობის ცალსახა შედეგია გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე პოლარული ყინულის ქუდების დნობა.


დნობისას, ყინულის ეს ქუდები ოკეანეებში დიდი ოდენობით მტკნარ წყალს უშვებენ და ზედა განედებში მცირდება მკვრივი წყლის ჩაძირვის უნარი.


გასული 20 წლის განმავლობაში, მხოლოდ გრენლანდიაში ხუთი ტრილიონი კუბური მეტრი ყინული დადნა. თუკი გლობალური დათბობა არ შენელდა, დნობის მაჩვენებელი უახლოეს ათწლეულებში კიდევ უფრო გაიზრდება.


ჩრდილოატლანტიკური და ანტარქტიკული წრებრუნვის ცირკულაციის კოლაფსი სიღრმისეულად შეცვლის მსოფლიო ოკეანეთა ანატომიას.


ოკეანეები სიღრმეში გამტკნარდება, გამოილევა ჟანგბადი, ზედა ნაწილში გაჩნდება საკვებ ნივთიერებათა დეფიციტი, რაც როგორც წესი, ზემოთ ოკეანის ღრმა წყლებიდან ამოდის. საზღვაო ეკოსისტემებზე გავლენა სიღრმისეული იქნება.


მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კლიმატური მოდელი AMOC-ის ზომიერ შენელებას 2100 წლამდე პროგნოზირებს, გაეროს კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფის გამოთვლით, ამ საუკუნეში მსგავსი შედეგების დადგომის ალბათობა 10%-ზე ნაკლებია.



თუმცა ეს საკითხი მეცნიერებში სერიოზულ დავას იწვევს, რადგან ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ დინების შესუსტების რისკი სათანადოდ არ არის შეფასებული და გადაუდებელი ზომების მიღებაა საჭირო.


"ეს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან იმას ამტკიცებს, რასაც მრავალი ადამიანი ეჭვობდა, თუმცა ადრე ცხადად არ იყო ნაჩვენები. მომავალში ეს შედეგები მიუთითებს, რომ AMOC-ის უფრო სწრაფ შენელებას უნდა ველოდოთ, ვიდრე ამას გაეროს კლიმატის ცვლილების ჯგუფი პროგნოზირებდა“, - აღნიშნა შტეფან რამსტორფმა, ოკეანოგრაფმა და პოტსდამის კლიმატის კვლევის ინსტიტუტის დედამიწის სისტემების ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელმა.