მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახლში დაბრუნების ემოციები, ცრემლები და მსოფლიოს ლიდერების გამოხმაურება - ისრაელსა და “ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა
სახლში დაბრუნების ემოციები, ცრემლები და მსოფლიოს ლიდერების გამოხმაურება - ისრაელსა და “ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა

ის­რა­ელ­სა და “ჰეზ­ბო­ლას” შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა დღეს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 04:00 სა­ა­თი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და.


The Times of Israel-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს 60-დღი­ან გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდს, რომ­ლის დრო­საც ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი სამ­ხრეთ ლი­ბა­ნი­დან ჯა­რებს გა­იყ­ვანს, ლი­ბა­ნის არ­მია მდი­ნა­რე ლი­ტა­ნის სამ­ხრე­თით და­ახ­ლო­ე­ბით 5 000 ჯა­რის­კაცს გა­ნა­თავ­სებს, “ჰეზ­ბო­ლას“ ძა­ლე­ბი და­ტო­ვე­ბენ სამ­ხრეთ ლი­ბანს.


ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა მოხ­დე­ბა ლი­ბან­ში. მისი გან­მარ­ტე­ბით, ის­რა­ე­ლი ინარ­ჩუ­ნებს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბის სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და თუ “ჰეზ­ბო­ლა“ და­არ­ღვევს შე­თან­ხმე­ბას და შე­ეც­დე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბას, თავს და­ეს­ხმე­ბა.


libani
და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი - ერთს ის­რა­ე­ლის დრო­შა ამ­შვე­ნებს, მე­ო­რეს ლი­ბა­ნის
  • რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბი­ან მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი შე­თან­ხმე­ბის ამოქ­მე­დე­ბას?

“ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ლი­ბან­ში სიმ­შვი­დის და­საბ­რუ­ნებ­ლად სა­ჭი­რო პი­რო­ბებს და საფ­რან­გე­თი და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის სრუ­ლად შეს­რუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.


ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას მი­ე­სალ­მე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჯო­ზეფ ბო­რე­ლიც.


  • “ლი­ბან­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი და­მან­გრე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­სუ­ბუ­ქე­ბაა. მინ­და შე­ვა­ქო საფ­რან­გე­თი და აშშ შუ­ა­მავ­ლო­ბის­თვის. ახლა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ცე­ცხლის შე­წყვე­ტას, რო­გორც ლი­ბა­ნის, ასე­ვე ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და დევ­ნილ­თა დაბ­რუ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის“, - აცხა­დებს ბო­რე­ლი.

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ელ­სა და “ჰეზ­ბო­ლას“ შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტა ძა­ლი­ან და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი, ლი­ბა­ნე­ლი და ის­რა­ე­ლე­ლი ხალ­ხის­თვის.


“ლი­ბანს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ზარ­დოს შიდა უსაფრ­თხო­ე­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა “ჰეზ­ბო­ლას“ შემ­ცი­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნის წყა­ლო­ბით“, - აცხა­დებს ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი.


გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, კირ სტარ­მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ეს გარ­კვე­ულ შვე­ბას მის­ცემს ლი­ბა­ნი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ­ლებ­მაც და­მან­გრე­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი­სა და სის­ხლისღვრის დროს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­დე­გე­ბი გა­ნი­ცა­დეს.


შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ულფ კრის­ტერ­სო­ნის თქმით, ეს არის “მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი მშვი­დო­ბის­კენ“. ამას­თან, მისი თქმით, რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის­თვის სას­წრა­ფოდ სა­ჭი­როა ცე­ცხლის შე­წყვე­ტა ღა­ზა­შიც.


  • ღა­ზა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს ნი­დერ­ლან­დე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, დიკ შო­ფიც.

“ცე­ცხლის შე­წყვე­ტა სა­ჭი­როა ღა­ზა­შიც, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ყვე­ლა მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მეტი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და რე­გი­ონ­ში ძა­ლა­დო­ბის დე­ეს­კა­ლა­ცია“, - აცხა­დებს ნი­დერ­ლან­დე­ბის პრე­მი­ე­რი.


  • ირა­ნის სა­გა­რეო უწყე­ბა

ის­რა­ელ­სა და “ჰეზ­ბო­ლას“ შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტას ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ ლი­ბან­ში აგ­რე­სი­ის დას­რუ­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა.


“მი­ვე­სალ­მე­ბით ახალ ამ­ბავს ლი­ბა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ის­რა­ე­ლის აგ­რე­სი­ის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა, ეს­მა­ილ ბა­ღა­იმ. მისი თქმით, ლი­ბა­ნის მთავ­რო­ბის, ერი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­მართ ირა­ნის მხარ­და­ჭე­რა მტკი­ცეა.


  • ემო­ცი­ე­ბი ფო­ტო­ებ­ში: რა ხდე­ბო­და ლი­ბან­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი სამ­ხრეთ ლი­ბა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავი შე­ი­კა­ვონ. თუმ­ცა, არ წყდე­ბა დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­კა­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ ლი­ბა­ნის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან.


Reuters-ი იუ­წყე­ბა, რომ სა­პორ­ტო ქა­ლაქ სი­დო­ნი­დან, ის­რა­ელ­სა და “ჰეზ­ბო­ლას“ შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე, ათო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი სამ­ხრეთ ლი­ბა­ნის­კენ გა­ე­მარ­თა.


libani
სამ­ხრეთ ლი­ბა­ნი - მა­მა­კა­ცის რე­აქ­ცია, რო­მელ­მაც სი­ახ­ლის შე­სა­ხებ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ტყო


libani
ბე­ი­რუ­თი - შე­თან­ხმე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში “ჰეზ­ბო­ლას“ პოს­ტე­რე­ბით და დრო­შე­ბით გა­მო­ვი­და


libani
სამ­ხრეთ ლი­ბა­ნი - ქა­ლაქ ტი­როს­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქალი სი­ხა­რუ­ლის­გან ატირ­და


libani
სამ­ხრეთ ლი­ბა­ნი - მა­მა­კა­ცი სახ­ლში მან­ქა­ნით მი­ემ­გზავ­რე­ბა


libani
ადა­მი­ა­ნე­ბი მა­სობ­რი­ვად ყი­დუ­ლო­ბენ მა­რაგს, რომ მგზავ­რო­ბა გა­უ­ად­ვი­ლეთ


წყა­რო







დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სახლში დაბრუნების ემოციები, ცრემლები და მსოფლიოს ლიდერების გამოხმაურება - ისრაელსა და “ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა

სახლში დაბრუნების ემოციები, ცრემლები და მსოფლიოს ლიდერების გამოხმაურება - ისრაელსა და “ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა

ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით 04:00 საათიდან ძალაში შევიდა.


The Times of Israel-ის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს 60-დღიან გარდამავალ პერიოდს, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანიდან ჯარებს გაიყვანს, ლიბანის არმია მდინარე ლიტანის სამხრეთით დაახლოებით 5 000 ჯარისკაცს განათავსებს, “ჰეზბოლას“ ძალები დატოვებენ სამხრეთ ლიბანს.


ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში. მისი განმარტებით, ისრაელი ინარჩუნებს სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას და თუ “ჰეზბოლა“ დაარღვევს შეთანხმებას და შეეცდება შეიარაღებას, თავს დაესხმება.


libani
დაპირისპირების შედეგად განადგურებული შენობები - ერთს ისრაელის დროშა ამშვენებს, მეორეს ლიბანის
  • როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები შეთანხმების ამოქმედებას?

“ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უზრუნველყოფს ლიბანში სიმშვიდის დასაბრუნებლად საჭირო პირობებს და საფრანგეთი და შეერთებული შტატები იმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.


ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას მიესალმება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელიც.


  • “ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში არსებული დამანგრეველი სიტუაციის შემსუბუქებაა. მინდა შევაქო საფრანგეთი და აშშ შუამავლობისთვის. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცეცხლის შეწყვეტას, როგორც ლიბანის, ასევე ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დევნილთა დაბრუნების უზრუნველყოფისთვის“, - აცხადებს ბორელი.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ისრაელსა და “ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დამაიმედებელი ამბავია, უპირველეს ყოვლისა კი, ლიბანელი და ისრაელელი ხალხისთვის.


“ლიბანს ექნება შესაძლებლობა, გაზარდოს შიდა უსაფრთხოება და სტაბილურობა “ჰეზბოლას“ შემცირებული გავლენის წყალობით“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.


გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ეს გარკვეულ შვებას მისცემს ლიბანისა და ჩრდილოეთ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებმაც დამანგრეველი კონფლიქტისა და სისხლისღვრის დროს წარმოუდგენელი შედეგები განიცადეს.


შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, ეს არის “მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობისკენ“. ამასთან, მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის სასწრაფოდ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ღაზაშიც.


  • ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ შოფიც.

“ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ღაზაშიც, რათა შესაძლებელი გახდეს ყველა მძევლის გათავისუფლება, ჰუმანიტარული დახმარების მეტი ხელმისაწვდომობა და რეგიონში ძალადობის დეესკალაცია“, - აცხადებს ნიდერლანდების პრემიერი.


  • ირანის საგარეო უწყება

ისრაელსა და “ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და აცხადებს, რომ ლიბანში აგრესიის დასრულებას მიესალმება.


“მივესალმებით ახალ ამბავს ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულების შესახებ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ. მისი თქმით, ლიბანის მთავრობის, ერისა და წინააღმდეგობის მიმართ ირანის მხარდაჭერა მტკიცეა.


  • ემოციები ფოტოებში: რა ხდებოდა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას აფრთხილებს, თავიანთ სახლებში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ. თუმცა, არ წყდება დევნილი მოსახლეობის ნაკადები, რომლებიც სამხრეთ ლიბანისკენ მიემართებიან.


Reuters-ი იუწყება, რომ საპორტო ქალაქ სიდონიდან, ისრაელსა და “ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ათობით ავტომობილი სამხრეთ ლიბანისკენ გაემართა.


libani
სამხრეთ ლიბანი - მამაკაცის რეაქცია, რომელმაც სიახლის შესახებ მაღაზიაში შეიტყო


libani
ბეირუთი - შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ხალხი ქუჩაში “ჰეზბოლას“ პოსტერებით და დროშებით გამოვიდა


libani
სამხრეთ ლიბანი - ქალაქ ტიროსში დაბრუნებული ქალი სიხარულისგან ატირდა


libani
სამხრეთ ლიბანი - მამაკაცი სახლში მანქანით მიემგზავრება


libani
ადამიანები მასობრივად ყიდულობენ მარაგს, რომ მგზავრობა გაუადვილეთ


წყარო