მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენი წარმომადგენელი მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით სიას - ჩვენგან ფეხს არავინ შედგამს ამ პარლამენტში“ - ელენე ხოშტარია
“ჩვენი წარმომადგენელი მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით სიას - ჩვენგან ფეხს არავინ შედგამს ამ პარლამენტში“ - ელენე ხოშტარია

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას სი­ე­ბის ჩახ­სნის მო­თხოვ­ნით, გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს. რო­გორც პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, პარ­ტი­ა­ში არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც “ამ პარ­ლა­მენ­ტში შედ­გამს ფეხს“.

“ის შეკ­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და დღეს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­რო არის ხალ­ხი. ამას არე­გუ­ლი­რებს კონ­სტი­ტუ­ცია და არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­თე­ლი­ლი და ხალ­ხის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა შე­იკ­რი­ბონ, ეს შეკ­რე­ბა ვერ იქ­ნე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბად.

ამ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში მინ­და გან­ვა­ცხა­დო ფორ­მა­ლუ­რად, “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ სა­ხე­ლით, რომ ამ წუ­თებ­ში ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იმ­ყო­ფე­ბა ცეს­კო­ში და სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლის მე­ო­რე პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, მი­მარ­თავს ცეს­კოს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენ სიას, არ ვა­ღი­ა­რებთ არ­ჩევ­ნებს, არ ვა­პი­რებთ ამ პარ­ლა­მენ­ტთან არა­ნა­ირ კავ­შირს და ჩვენ­გან ფეხს არა­ვინ არ შედ­გამს ამ პარ­ლა­მენ­ტში“, - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

ამას­თან, რო­გორც “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძემ გან­მარ­ტა, პრო­ცე­დუ­რუ­ლად ჯერ სი­ე­ბი უნდა ჩა­იხ­სნას და ამის შემ­დეგ წერს ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის და­ტო­ვე­ბა­ზე.

“პრო­ცე­დუ­რუ­ლად ჯერ არის სი­ე­ბის ჩახ­სნა, რა­ზეც გან­ცხა­დე­ბა წე­სით შე­სუ­ლი უნდა იყოს უკვე ცეს­კო­ში. ამის შემ­დეგ იწე­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი მათ­თვის, ვის­თვი­საც ესე­ნი გა­მო­წე­რენ მან­და­ტებს. პრო­ცე­დუ­რა ასე­თია, ჯერ სია იხ­სნე­ბა და შემ­დეგ ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად წერს გან­ცხა­დე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ზურა ჯა­ფა­რი­ძემ.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა გვა­რა­მია.

“შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, ვი­მოქ­მე­დოთ მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ში. ქვე­ყა­ნა­ში პარ­ლა­მენ­ტად თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიმ­თვი­სე­ბელ­თა ჯგუფ­თან რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ ფორ­მატ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სრუ­ლი­ად გა­მოვ­რი­ცხავთ. აღ­ნიშ­ნულს მი­ვიჩ­ნევთ არა­ლე­გა­ლურ და არა­ლე­გი­ტი­მურ პრო­ცე­სებ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბად.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოგ­მარ­თავთ, სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის “სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის“ 120-ე მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად პარ­ტი­უ­ლი სი­ი­დან მოხ­სნათ ის დარ­ჩე­ნი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი, რო­მელ­თა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც არ იცნო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მით.

“პარ­ლა­მენ­ტში” გა­სულ­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი უკვე ხელ­მო­წე­რი­ლია და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სიის ჩახ­სნის შემ­დეგ კი­დევ ერთხელ შევა”, - წერს ნიკა გვა­რა­მია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

“ჩვენი წარმომადგენელი მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით სიას - ჩვენგან ფეხს არავინ შედგამს ამ პარლამენტში“ - ელენე ხოშტარია

“ჩვენი წარმომადგენელი მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით სიას - ჩვენგან ფეხს არავინ შედგამს ამ პარლამენტში“ - ელენე ხოშტარია

პოლიტიკური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების ჩახსნის მოთხოვნით, განცხადებით მიმართავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პარტიაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც “ამ პარლამენტში შედგამს ფეხს“.

“ის შეკრება, რომელიც ჩატარდა დღეს პარლამენტის შენობაში, არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამას არეგულირებს კონსტიტუცია და არჩევნები, რომელიც იყო აბსოლუტურად გათელილი და ხალხის ნების საწინააღმდეგო. შესაბამისად, რამდენჯერაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს შეკრება ვერ იქნება აღიარებული ძალაუფლებად.

ამ კონკრეტულ მომენტში მინდა განვაცხადო ფორმალურად, “კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში და საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენ სიას, არ ვაღიარებთ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ჩვენგან ფეხს არავინ არ შედგამს ამ პარლამენტში“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, როგორც “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განმარტა, პროცედურულად ჯერ სიები უნდა ჩაიხსნას და ამის შემდეგ წერს ყველა ინდივიდუალურ განცხადებას დეპუტატის მანდატის დატოვებაზე.

“პროცედურულად ჯერ არის სიების ჩახსნა, რაზეც განცხადება წესით შესული უნდა იყოს უკვე ცესკოში. ამის შემდეგ იწერება ინდივიდუალური განცხადებები მათთვის, ვისთვისაც ესენი გამოწერენ მანდატებს. პროცედურა ასეთია, ჯერ სია იხსნება და შემდეგ ყველა ინდივიდუალურად წერს განცხადებას“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

  • აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.

“შექმნილ ვითარებაში, აუცილებლად მივიჩნევთ, ვიმოქმედოთ მხოლოდ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში. ქვეყანაში პარლამენტად თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმთვისებელთა ჯგუფთან რაიმე სამართლებრივ ფორმატში თანამშრომლობას სრულიად გამოვრიცხავთ. აღნიშნულს მივიჩნევთ არალეგალურ და არალეგიტიმურ პროცესებში თანამონაწილეობად.

აქედან გამომდინარე მოგმართავთ, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტიული სიიდან მოხსნათ ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით.

“პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა”, - წერს ნიკა გვარამია.