პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე საათში მივემგზავრები სტრასბურგში იმისთვის, რომ იქ ჩავიტანო თქვენი სათქმელი!" - ბოკუჩავა
"რამდენიმე საათში მივემგზავრები სტრასბურგში იმისთვის, რომ იქ ჩავიტანო თქვენი სათქმელი!" - ბოკუჩავა

ამ პარ­ლა­მენტს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია არას­დროს არ ექ­ნე­ბა! - სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მე მი­ვემ­გზავ­რე­ბი სტრას­ბურ­გში იმის­თვის, რომ იქ ჩა­ვი­ტა­ნო თქვე­ნი სათ­ქმე­ლი! - ასე მი­მარ­თა „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ პარ­ლა­მენ­ტის წინ შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

მისი თქმით, პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დე­ბა.

  • მან ასე­ვე „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია“ გა­იხ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სწო­რედ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ იდე­ის გამო არის დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი.

"ეს პრო­ტეს­ტი, ბუ­ნებ­რი­ვია, აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა და ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ ეგუ­ე­ბა რუ­სულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ ეგუ­ე­ბა რუ­სულ რე­ჟიმს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ ეგუ­ე­ბა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და­კარ­გვას, რომ ჩვენ ვართ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ევ­რო­პე­ლი ხალ­ხი და რომ ჩვე­ნი ად­გი­ლი სწო­რედ ევ­რო­პა­შია!

ვიცი, რომ არ არის ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვი ცივ ამინ­დში, წვი­მა­ში, სა­ა­თო­ბით, დღე­ო­ბით თუ ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ ყოფ­ნა, მაგ­რამ ბევ­რი თქვენ­გა­ნი ალ­ბათ, სწო­რედ აქ, ამ ად­გი­ლას იყო 2003 წელს, გი­ორ­გო­ბა დღეს, „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ წუ­თებ­ში, რო­დე­საც დიახ, მა­ში­ნაც წვიმ­და, მა­ში­ნაც ცი­ო­და, მა­ში­ნაც ქვე­ყა­ნას ჰყავ­და რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას უხერ­გავ­და გზას ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი სწო­რედ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ რე­ფორ­მე­ბის მიღ­წე­ვე­ბის, „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ იდე­ის გამო იდევ­ნე­ბა. სწო­რედ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ იდე­ის გამო არის ის დღეს ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის და პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი ტყვე. ამი­ტომ, ჩვენ, მა­შინ რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ირ­წმუ­ნა, რო­გორც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ირ­წმუ­ნა 2003 წელს, კი­დევ ერთხელ უნდა ვირ­წმუ­ნოთ, რომ დღეს არ არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი გამ­ყო­ფი ხაზი ჩვენს შო­რის. არ არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, არ არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა, ფრაგ­მენ­ტა­ცია, და­ყო­ფა, ეს არის მხო­ლოდ ის, რაც სურს ივა­ნიშ­ვილს იმის­თვის, რომ გაგ­ვა­თი­თო­კა­ცოს, დაგ­ვქსაქ­სოს, დაგ­ვა­პი­რის­პი­როს და ცალ-ცალ­კე შე­ით­რი­ოს შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენ­ტში. ამის უფ­ლე­ბა მას ჩვენ არ უნდა მივ­ცეთ. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ამის­თვის არის სიმ­ტკი­ცე, ერ­თი­ა­ნო­ბა, ერ­თმა­ნე­თის­თვის შეც­დო­მე­ბის, გა­უ­გებ­რო­ბის თუ გან­სხვა­ვე­ბის მი­ტე­ვე­ბა და გვერ­დზე გა­და­დე­ბა. დღეს არის ერ­თი­ა­ნო­ბის დღე,“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"რამდენიმე საათში მივემგზავრები სტრასბურგში იმისთვის, რომ იქ ჩავიტანო თქვენი სათქმელი!" - ბოკუჩავა

"რამდენიმე საათში მივემგზავრები სტრასბურგში იმისთვის, რომ იქ ჩავიტანო თქვენი სათქმელი!" - ბოკუჩავა

ამ პარლამენტს ქართველი ხალხის და ჩვენი მეგობრების ლეგიტიმაცია არასდროს არ ექნება! - სულ რამდენიმე საათში მე მივემგზავრები სტრასბურგში იმისთვის, რომ იქ ჩავიტანო თქვენი სათქმელი! - ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს.

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება.

  • მან ასევე „ვარდების რევოლუცია“ გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწორედ „ვარდების რევოლუციის“ იდეის გამო არის დღეს პოლიტიკური პატიმარი.

"ეს პროტესტი, ბუნებრივია, აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ სპეცოპერაციას, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ რეჟიმს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას, რომ ჩვენ ვართ ბრძოლისუნარიანი, თავისუფალი, თავისუფლებისმოყვარე ევროპელი ხალხი და რომ ჩვენი ადგილი სწორედ ევროპაშია!

ვიცი, რომ არ არის ყოველთვის მარტივი ცივ ამინდში, წვიმაში, საათობით, დღეობით თუ ღამის განმავლობაში აქ ყოფნა, მაგრამ ბევრი თქვენგანი ალბათ, სწორედ აქ, ამ ადგილას იყო 2003 წელს, გიორგობა დღეს, „ვარდების რევოლუციის“ წუთებში, როდესაც დიახ, მაშინაც წვიმდა, მაშინაც ციოდა, მაშინაც ქვეყანას ჰყავდა რეჟიმი, რომელიც ქვეყანას უხერგავდა გზას ნორმალური განვითარებისთვის.

პრეზიდენტი სააკაშვილი სწორედ „ვარდების რევოლუციის“ რეფორმების მიღწევების, „ვარდების რევოლუციის“ იდეის გამო იდევნება. სწორედ „ვარდების რევოლუციის“ იდეის გამო არის ის დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის და პუტინის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური ტყვე. ამიტომ, ჩვენ, მაშინ როგორც მიხეილ სააკაშვილმა ირწმუნა, როგორც ქართველმა ხალხმა ირწმუნა 2003 წელს, კიდევ ერთხელ უნდა ვირწმუნოთ, რომ დღეს არ არსებობს პოლიტიკური გამყოფი ხაზი ჩვენს შორის. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, არ არსებობს ურთიერთდაპირისპირება, ფრაგმენტაცია, დაყოფა, ეს არის მხოლოდ ის, რაც სურს ივანიშვილს იმისთვის, რომ გაგვათითოკაცოს, დაგვქსაქსოს, დაგვაპირისპიროს და ცალ-ცალკე შეითრიოს შემდეგ ადამიანები ამ არალეგიტიმურ პარლამენტში. ამის უფლება მას ჩვენ არ უნდა მივცეთ. ერთადერთი გამოსავალი ამისთვის არის სიმტკიცე, ერთიანობა, ერთმანეთისთვის შეცდომების, გაუგებრობის თუ განსხვავების მიტევება და გვერდზე გადადება. დღეს არის ერთიანობის დღე,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.