საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? ხალხს ხომ არ გადაუვლის?“ - ვაჟა სირაძე
“სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? ხალხს ხომ არ გადაუვლის?“ - ვაჟა სირაძე

“და­კე­ტი­ლია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და მან­ქა­ნე­ბი ხალ­ხს ხომ არ გა­და­უვ­ლის? სად გი­ნა­ხავთ გა­და­კე­ტილ რუს­თა­ველ­ზე მან­ქა­ნე­ბით სი­ა­რუ­ლი?“ - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვაჟა სი­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.


მისი თქმით, ისი­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მსვლე­ლო­ბით წა­ვიდ­ნენ.


“და­კე­ტი­ლია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და მან­ქა­ნე­ბი ხალ­ხს ხომ არ გა­და­უვ­ლის. სად გი­ნა­ხავთ გა­და­კე­ტილ რუს­თა­ველ­ზე მან­ქა­ნე­ბით სი­ა­რუ­ლი? ოდეს­მე გა­გი­გი­ათ? უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მან­ქა­ნე­ბი ვერ ივ­ლი­ან. ხალ­ხს ვეხ­მა­რე­ბით, რომ დად­გნენ და წა­ვიდ­ნენ მსვლე­ლო­ბით, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე“, - გა­ნა­ცხა­და ვაჟა სი­რა­ძემ.


აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, ავ­ტო­კო­ლო­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბის გამო, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მოს­თხო­ვა “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

“ასე გე­ში­ნი­ათ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნე­ბის შეს­ვლა?“ - მი­მარ­თა დე­კა­ნო­ი­ძემ.

დე­კა­ნო­ი­ძის სა­პა­სუ­ხოდ სი­რა­ძემ გან­მარ­ტა, რომ ახლა გზა და­კე­ტი­ლია და მან­ქა­ნე­ბი ვერ გა­ივ­ლი­ან.


“თქვე­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, როცა გზა გახ­სნი­ლი იყო, მოძ­რა­ობ­დნენ. ახლა გზა და­კე­ტი­ლია და მან­ქა­ნე­ბი ვერ გა­ივ­ლი­ან. ისი­ნი ხალ­ხთან ერ­თად გა­და­კე­ტილ გზა­ზე ვერ გა­ივ­ლი­ან“, - უპა­სუ­ხა ვაჟა სი­რა­ძემ.


დე­კა­ნო­ი­ძემ ვაჟა სი­რა­ძეს ასე­ვე გა­ნუ­მარ­ტა, რომ მან­ქა­ნე­ბი ად­გილ­ზე მის­ვლის შემ­დეგ უკან წა­მო­ვი­დოდ­ნენ, თუმ­ცა სი­რა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ასე ვერ მოხ­დე­ბო­და.


“უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­კე­ტილ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მან­ქა­ნე­ბი ვერ ივ­ლი­ან!" - გა­ნა­ცხა­და ვაჟა სი­რა­ძემ.


სი­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს პო­ლი­ცია ეხ­მა­რე­ბო­და.


“არ მეს­მის ისეთ რა­ღა­ცას მე­უბ­ნე­ბი. 50 მან­ქა­ნა ივ­ლის ხალ­ხში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე? პი­რა­დად მე ვუ­თხა­რი თქვენს წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ და გეხ­მა­რე­ბო­დათ“, - გა­ნა­ცხა­და სი­რა­ძემ.


00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? ხალხს ხომ არ გადაუვლის?“ - ვაჟა სირაძე

“სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? ხალხს ხომ არ გადაუვლის?“ - ვაჟა სირაძე

“დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული?“ - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს ეხმარებიან, რომ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით წავიდნენ.


“დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის. სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? ოდესმე გაგიგიათ? უსაფრთხოებიდან გამომდინარე მანქანები ვერ ივლიან. ხალხს ვეხმარებით, რომ დადგნენ და წავიდნენ მსვლელობით, როგორც ხდება ხოლმე“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.


აღნიშნულის გარდა, ავტოკოლონის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს განმარტებების გაკეთება მოსთხოვა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

“ასე გეშინიათ, რომ არ შეიძლება მანქანების შესვლა?“ - მიმართა დეკანოიძემ.

დეკანოიძის საპასუხოდ სირაძემ განმარტა, რომ ახლა გზა დაკეტილია და მანქანები ვერ გაივლიან.


“თქვენი სატრანსპორტო საშუალებები, როცა გზა გახსნილი იყო, მოძრაობდნენ. ახლა გზა დაკეტილია და მანქანები ვერ გაივლიან. ისინი ხალხთან ერთად გადაკეტილ გზაზე ვერ გაივლიან“, - უპასუხა ვაჟა სირაძემ.


დეკანოიძემ ვაჟა სირაძეს ასევე განუმარტა, რომ მანქანები ადგილზე მისვლის შემდეგ უკან წამოვიდოდნენ, თუმცა სირაძემ უპასუხა, რომ ასე ვერ მოხდებოდა.


“უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაკეტილ რუსთაველის გამზირზე მანქანები ვერ ივლიან!" - განაცხადა ვაჟა სირაძემ.


სირაძის განმარტებით, აქციის ორგანიზატორებს პოლიცია ეხმარებოდა.


“არ მესმის ისეთ რაღაცას მეუბნები. 50 მანქანა ივლის ხალხში რუსთაველის გამზირზე? პირადად მე ვუთხარი თქვენს წარმომადგენლებს, რომ პოლიციელები იყვნენ და გეხმარებოდათ“, - განაცხადა სირაძემ.