საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომეტებული საფრთხეების გამო მივიღეთ მისი დაკავების გადაწყვეტილება" - პროკურორი მათე დევიძეზე
"მომეტებული საფრთხეების გამო მივიღეთ მისი დაკავების გადაწყვეტილება" - პროკურორი მათე დევიძეზე

პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ 20 წლის მათე დე­ვი­ძის საქ­მის პრო­კუ­რო­რი ანი ხუ­ბე­ჯაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არ მოხ­და და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ "არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სით“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც 21 წელს მო­უღ­წე­ველ პირ­თან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ.

  • რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­ნა­შა­უ­ლის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დე­ვი­ძის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

„ბრალ­დე­ბის­თვის დაც­ვის მხა­რეს რა­ი­მე სა­ხის შე­ღა­ვა­თის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით არ მო­უ­მარ­თავს, თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში მისი და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ და დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბა მო­ვი­თხო­ვეთ, ვი­ნა­ი­დან მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კე­ბი არ­სე­ბობ­და და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­ვიჩ­ნი­ეთ.

ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, რა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ან უნდა და­ი­წყოს თუ არა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, ან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს თუ არა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, ეს საფრ­თხე­ე­ბის, და­ნა­შა­უ­ლის ხა­სი­ა­თით, ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბით ფას­დე­ბა. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, მო­მე­ტე­ბუ­ლად არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მისი და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ბე­ჯაშ­ვილ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხი არაა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის­თვის გა­დამ­წყვე­ტი, ქმე­დე­ბა მძი­მე კა­ტე­გო­რი­ი­საა, რა­საც ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა გან­სა­ზღვრავს. პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, სამი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი­დან ორს - გი­ორ­გი ეს­ტა­ტიშ­ვილ­სა და ბი­ძი­ნა ჟა­მე­რაშ­ვილს და­ზი­ა­ნე­ბა ხი­ლუ­ლად გა­აჩ­ნია და ის სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რათ­შია ასა­ხუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, მათე დე­ვი­ძე იმ 16 პირს შო­რი­საა, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს. მას სხვებ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ე­ლის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, როცა ის იზო­ლა­ტო­რი­დან უნდა გა­ეშ­ვათ, მუხ­ლი შე­უც­ვა­ლეს და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მათე დე­ვი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zaal
5

ყველა ციხეში...არავითარი დანდობა...კანონმა მიიღოს თავის სახე...21წლის არა ტოროლა მიქარა და დავაი ვირის აბანოში...ეს ევროპის პინგვინები დაეშვით საქართველოში კავკასიაში 

Polanski
12

პოლიცირლზე ხელის დარტყმა ისჯება კანონით,წერტილი!!!

გინდ 21 წლის იყო გინდ ლიბელალი და გინდ ქუჩის ბიჭი...

ასეა ეს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მომეტებული საფრთხეების გამო მივიღეთ მისი დაკავების გადაწყვეტილება" - პროკურორი მათე დევიძეზე

"მომეტებული საფრთხეების გამო მივიღეთ მისი დაკავების გადაწყვეტილება" - პროკურორი მათე დევიძეზე

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ მოხდა დაკავებულის მიმართ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება, რომელიც 21 წელს მოუღწეველ პირთან შეიძლება გამოიყენონ.

  • როგორც პროკურორი განმარტავს, ბრალდების მხარემ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე დევიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბრალდებისთვის დაცვის მხარეს რაიმე სახის შეღავათის გამოყენების მოთხოვნით არ მოუმართავს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დაკავების გადაწყვეტილება მივიღეთ და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მის მიმართ პატიმრობა მოვითხოვეთ, ვინაიდან მომეტებული რისკები არსებობდა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რა სახის ღონისძიება გამოვიყენოთ ან უნდა დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა, ან გამოყენებული იყოს თუ არა ალტერნატიული მექანიზმი, ეს საფრთხეების, დანაშაულის ხასიათით, ბრალდებულის პიროვნებით ფასდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომეტებულად არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მისი დაკავების გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა ხუბეჯაშვილმა.

მისი განმარტებით, დაზიანების ხარისხი არაა კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი, ქმედება მძიმე კატეგორიისაა, რასაც ბრალდებულის ქმედება განსაზღვრავს. პროკურორის თქმითვე, სამი დაზარალებული პოლიციელიდან ორს - გიორგი ესტატიშვილსა და ბიძინა ჟამერაშვილს დაზიანება ხილულად გააჩნია და ის სამედიცინო ბარათშია ასახული.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"