საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დევიძის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად პოლიციელებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს" - პროკურორი
"დევიძის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად პოლიციელებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს" - პროკურორი

პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ მათე დე­ვი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას შუ­ამ­დგომ­ლობ­და.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდებ­ლის გან­მარ­ტე­ბით, მათე დე­ვი­ძის მიერ ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი ქმე­დე­ბა მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულს მი­კუთ­ვნე­ბა, მისი მხრი­დან კი მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით შე­საძ­ლოა, მი­მალ­ვის მცდე­ლო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ასე­ვე არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სა­კუ­თარ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რორ­მა ანი ხუ­ბე­ჯაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვია, მის მიერ მოქ­ნე­უ­ლი ჯო­ხის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ხე­ლის, შუბ­ლის, ბე­ჭი­სა და ზურ­გის არე­ში მი­ი­ღეს.

  • პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რეს აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნია. ხუ­ბე­ჯაშ­ვი­ლის თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნულს, მათი „ჯან­მრთე­ლო­ბის მოშ­ლა“ არ გა­მო­უწ­ვე­ვია.

"პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა არის მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი. ბრალ­დე­ბის მხა­რემ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ნა­წი­ლი - ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რო­მელ­შიც მკა­ფი­ოდ ჩანს ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ 3 პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტი. საქ­მე­ზე გა­მო­თხო­ვი­ლია ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ი­და­ნაა გა­მო­თხო­ვი­ლი, ამას­თან, სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბია ასა­ხუ­ლი. ჩა­ნა­წე­რებ­ში ნათ­ლად ჩანს ბრალ­დე­ბუ­ლის თავ­დას­ხმის მო­მენ­ტი, როცა ის ჯო­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით ეს­ხმის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს თავს და და­ზი­ა­ნე­ბას აყე­ნებს. ვი­თა­რე­ბა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე ვი­თარ­დე­ბო­და, როცა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს წეს­რი­გის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ. მათე დე­ვი­ძე, რო­მე­ლიც მათ­გან მო­შო­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ჯო­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით თავს და­ეს­ხა პო­ლი­ცი­ე­ლებს, ეს ჩა­ნა­წე­რებ­ში ნათ­ლად და მკა­ფი­ოდ ჩანს. საქ­მე­ში მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბია და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაა, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ჩა­ნა­წერ­ში ასა­ხუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად მათე დე­ვი­ძეა.

მათე დე­ვი­ძეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ აკა­ვებ­დნენ, როცა ის მი­ვი­და და მათ თავს და­ეს­ხა, მათ­გან მო­შო­რე­ბით იყო, პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი სა­ერ­თოდ არ იყ­ვნენ მათე დე­ვი­ძეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში, როცა მათ თავს და­ეს­ხა, მის მი­მართ არა­ნა­ი­რი საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ბე­ჯაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

გარ­და მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი­სა, პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სა­კუ­თარ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა, რომ მათე დე­ვი­ძის მიერ მოქ­ნე­უ­ლი ჯო­ხის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ხე­ლის, შუბ­ლის, ბე­ჭი­სა და ზურ­გის არე­ში მი­ი­ღეს.

ცნო­ბის­თვის, მათე დე­ვი­ძე იმ 16 პირს შო­რი­საა, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს. მას სხვებ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ე­ლის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, როცა ის იზო­ლა­ტო­რი­დან უნდა გა­ეშ­ვათ, მუხ­ლი შე­უც­ვა­ლეს და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მათე დე­ვი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SPQR
2

 21 წლის ბიჭი ბავშვი არაა; დაარტყი? (ყველამ ვნახეთ) აგე პასუხი, ქვითინი რა კაცობაა!

,,რიკი-ტიკი-ტავი,,
7

,,წმინდა წყლის დეგენერატი,, გამოდგა ეს ტიპი, ვისი გულისთვის, რისი გულისთვის ,,გაიჩალიჩა,, 4 დან-7 წლამდე სასჯელი?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დევიძის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად პოლიციელებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს" - პროკურორი

"დევიძის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად პოლიციელებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს" - პროკურორი

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.

სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, მათე დევიძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიკუთვნება, მისი მხრიდან კი მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით შესაძლოა, მიმალვის მცდელობა განხორციელდეს, ასევე არსებობს მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

როგორც სასამართლო პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განმარტა, ბრალდებულის ქმედება ძალადობრივია, მის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად სამართალდამცავებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს.

  • პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები გააჩნია. ხუბეჯაშვილის თქმით, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, აღნიშნულს, მათი „ჯანმრთელობის მოშლა“ არ გამოუწვევია.

"პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული. ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნაწილი - ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ბრალდებულის მიერ 3 პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი. საქმეზე გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, ეს ჩანაწერები ტელევიზიიდანაა გამოთხოვილი, ამასთან, საჯაროდ გავრცელებული კადრებია ასახული. ჩანაწერებში ნათლად ჩანს ბრალდებულის თავდასხმის მომენტი, როცა ის ჯოხის გამოყენებით ესხმის პოლიციის თანამშრომლებს თავს და დაზიანებას აყენებს. ვითარება მელიქიშვილის გამზირზე ვითარდებოდა, როცა პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. მათე დევიძე, რომელიც მათგან მოშორებით იმყოფებოდა, მოულოდნელად, ჯოხის გამოყენებით თავს დაესხა პოლიციელებს, ეს ჩანაწერებში ნათლად და მკაფიოდ ჩანს. საქმეში მოწმეთა ჩვენებებია და ექსპერტიზის დასკვნაა, რომლითაც დასტურდება, რომ ჩანაწერში ასახული პიროვნება ნამდვილად მათე დევიძეა.

მათე დევიძეს სამართალდამცავები არ აკავებდნენ, როცა ის მივიდა და მათ თავს დაესხა, მათგან მოშორებით იყო, პატრულ-ინსპექტორები საერთოდ არ იყვნენ მათე დევიძესთან შემხებლობაში, როცა მათ თავს დაესხა, მის მიმართ არანაირი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება არ ხორციელდებოდა“, - განაცხადა ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებთან.

გარდა მედიასთან კომენტარისა, პროკურორმა სასამართლო პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში განმარტა, რომ მათე დევიძის მიერ მოქნეული ჯოხის შედეგად სამართალდამცავებმა დაზიანებები ხელის, შუბლის, ბეჭისა და ზურგის არეში მიიღეს.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: