მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს ლიზი თირქიას ნათქვამს, რომ მას ეს უწყება 5 პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს ლიზი თირქიას ნათქვამს, რომ მას ეს უწყება 5 პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ცრუს უწო­დებს მო­ქა­ლა­ქე ლიზი თირ­ქი­ას მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და შემ­დეგ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან და­უ­კავ­შირ­დნენ და 5 პო­ლი­ცი­ე­ლის თავ­დას­ხმა­ში და შემ­დგომ მი­მალ­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კო­მუ­ნი­კა­ცია გა­მომ­ძი­ე­ბელ­სა და ლიზი თირ­ქი­ას შო­რის არ შემ­დგა­რა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა სამ­სა­ხუ­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

უწყე­ბა გან­მარ­ტავს, რომ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის“ შემ­დეგ, ლიზი თირ­ქი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბის და გა­მომ­ძი­ებ­ლის შე­საძ­ლო არა­ე­თი­კუ­რი ქცე­ვის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­უ­კავ­შირ­და ლიზი თირ­ქი­ას, რო­მელ­მაც სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას უარ­ყო მა­ნამ­დე მის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ტექ­სტი. ასე­ვე გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მო­ქა­ლა­ქემ გან­მარ­ტა, რომ პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით გა­ნა­თავ­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ შე­ი­ტყო მისი და­ბა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ მო­ქა­ლა­ქე ლიზი თირ­ქი­ას მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და შემ­დეგ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს მას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან და­უ­კავ­შირ­დნენ და 5 პო­ლი­ცი­ე­ლის თავ­დას­ხმა­ში და შემ­დგომ მი­მალ­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

ხაზ­გას­მით, გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კო­მუ­ნი­კა­ცია გა­მომ­ძი­ე­ბელ­სა და ლიზი თირ­ქი­ას შო­რის არ შემ­დგა­რა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა სამ­სა­ხუ­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

გან­ვმარ­ტავთ, რომ სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში, 18-19 ნო­ემ­ბერს, ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ ძა­ლის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მომ­ძი­ებ­ლის მხრი­დან ნამ­დვი­ლად შედ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია მო­ქა­ლა­ქე ლიზი თირ­ქი­ას­თან და შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­კა­ვე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის და მი­ღე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხვა­ზე მოს­ვლა შეს­თა­ვა­ზა.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ, ლიზი თირ­ქი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბის და გა­მომ­ძი­ებ­ლის შე­საძ­ლო არა­ე­თი­კუ­რი ქცე­ვის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­უ­კავ­შირ­და ლიზი თირ­ქი­ას, რო­მელ­მაც სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას უარ­ყო მა­ნამ­დე მის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ტექ­სტი და გან­მარ­ტა, რომ პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით გა­ნა­თავ­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ შე­ი­ტყო მისი და­ბა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი.

ლიზი თირ­ქია გა­მო­ი­კი­თხა, გა­ნე­მარ­ტა მისი უფ­ლე­ბე­ბი და შე­ე­თა­ვა­ზა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა. სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც საქ­მე­ში ჩარ­თულ ყვე­ლა პირს საქ­მის მა­სა­ლებ­თან წვდო­მის და გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებთ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ­დე შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვე­ბით მი­მარ­თონ სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც ერ­თვის სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
wendeta
0

მნიშვნელობა არ აქვს ვინ დააშავებს კანონი ყველას უნდა ეხებოდეს. და არა შერჩევითობით

არა,
1

საყვარელი იყო ვანო მერაბიშვილი: 2 გვამიც აკმაყოფილებდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს ლიზი თირქიას ნათქვამს, რომ მას ეს უწყება 5 პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს ლიზი თირქიას ნათქვამს, რომ მას ეს უწყება 5 პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცრუს უწოდებს მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელში და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს.

განცხადებაში აღინიშნება, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

უწყება განმარტავს, რომ მედიაში გავრცელებული "ცრუ ინფორმაციის“ შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი. ასევე განცხადების თანახმად, მოქალაქემ განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მოქალაქე ლიზი თირქიას მიერ სოციალურ ქსელში და შემდეგ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს მას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და შემდგომ მიმალვაში დაადანაშაულეს.

ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია გამომძიებელსა და ლიზი თირქიას შორის არ შემდგარა და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

განვმარტავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლის მხრიდან ნამდვილად შედგა კომუნიკაცია მოქალაქე ლიზი თირქიასთან და შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაკავების გარემოებების და მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მოსვლა შესთავაზა.

მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, ლიზი თირქიასთან კომუნიკაციის დეტალების დაზუსტების და გამომძიებლის შესაძლო არაეთიკური ქცევის შესწავლის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი დაუკავშირდა ლიზი თირქიას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარყო მანამდე მის მიერ გაცხადებული ტექსტი და განმარტა, რომ პოსტი სოციალურ ქსელში თავის დაზღვევის მიზნით განათავსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შემდეგ შეიტყო მისი დაბარების რეალური მიზეზი.

ლიზი თირქია გამოიკითხა, განემარტა მისი უფლებები და შეეთავაზა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქმეში ჩართულ ყველა პირს საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

მედიასაშუალებას მოვუწოდებთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებამდე შესაბამისი კითხვებით მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ერთვის სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი მასალა.

იხილეთ ასევე: