სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია: სემეკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება
დავით ნარმანია: სემეკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით ნარ­მა­ნია კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის აღ­სრუ­ლე­ბის და მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ III სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მოხ­სე­ნე­ბით წარ­დგა.

და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ისა­უბ­რა სე­მე­კის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ხელ­შემ­წყობ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და რე­გუ­ლი­რე­ბად სექ­ტო­რებ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით.

20-22 ნო­ემ­ბერს, ქ. თბი­ლის­ში, 5 მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბის - სე­მე­კის, კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის, და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის ერ­თობ­ლი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბით, კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის აღ­სრუ­ლე­ბის და მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ III სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია იმარ­თე­ბა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. გახ­სნით სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ვრცლად ისა­უბ­რა კონ­ფე­რენ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც უკვე მე­სა­მე წე­ლია 5 მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა. მან ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სე­მე­კის, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე.

„სე­მე­კის მი­ზა­ნია და­იც­ვას მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყოს ხა­რის­ხი­ა­ნი კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა. მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგ ვუ­წევთ კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას და ვრე­ა­გი­რებთ თი­თო­ე­ულ გა­დაც­დო­მა­ზე. წე­სე­ბი, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბებს ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბი­სა და მე­ლი­ო­რა­ცი­ის სექ­ტო­რებ­ში, სრუ­ლად ასა­ხავს იმ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რაც ფუნ­და­მენ­ტუ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია დრო­ის პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში უყუ­რებს მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და კო­მუ­ნა­ლურ კომ­პა­ნი­ებს შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ვხე­დავთ სად არის მიღ­წე­ვე­ბი და სად - გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

2017 წლი­დან დღემ­დე სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით გა­დახ­დი­ლი თან­ხა 16 მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა. სის­ტე­მა­ტუ­რად ვმუ­შა­ობთ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში გა­და­ტა­ნი­ლი კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი, ასე­ვე, USSD კოდი *303#. ახ­ლა­ხანს, დავ­ნერ­გეთ სრუ­ლად ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც მრა­ვალ­ბი­ნი­ან შე­ნო­ბებ­ში გათ­ბო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის და გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ამას­თა­ნა­ვე, ვმუ­შა­ობთ, რომ უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში ამოქ­მედ­დეს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ქოლ-ცენ­ტრებ­ში, რო­მე­ლიც მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვანს ლო­დი­ნის ხან­გრძლი­ვო­ბას და მო­ქა­ლა­ქეს შე­ეძ­ლე­ბა უმოკ­ლეს დრო­ში მი­ი­ღოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­რა­გე­ბის წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კონ­კუ­რენ­ცი­ის და მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის - გა­ე­როს ვაჭ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის (UNCTAD), ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (OECD), ევ­რო­კო­მი­სი­ის კონ­კუ­რენ­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის (DG-COMP), ევ­რო­კო­მი­სი­ის იუს­ტი­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის (DG-JUSTICE), კონ­კუ­რენ­ცი­ის კვლე­ვის პო­ლი­ტი­კის ქსე­ლის (CEPR) და გერ­მა­ნი­ის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ასე­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი, სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის, აკა­დე­მი­უ­რი წრის და ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
0

მილიონი ხე........ 

ლიკა
0

სემეკის უფლება მოვალეობა გადაეცით პარლამენტს ამდენ ფულს რატომ ხარჯავენ ამ უსაქმურების შენახვისთვის ამიხსნას ვინმემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

დავით ნარმანია: სემეკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება

დავით ნარმანია: სემეკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა.

დავით ნარმანიამ ისაუბრა სემეკის მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ მექანიზმებზე მომხმარებელთა უფლებებისა და რეგულირებად სექტორებში კონკურენციის განვითარების კუთხით.

20-22 ნოემბერს, ქ. თბილისში, 5 მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, რომელიც უკვე მესამე წელია 5 მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით იმართება. მან ყურადღება გაამახვილა სემეკის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის რეგულირების ეფექტიანობაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესზე.

„სემეკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება. მუდმივ მონიტორინგ ვუწევთ კომპანიების საქმიანობას და ვრეაგირებთ თითოეულ გადაცდომაზე. წესები, რომელიც არეგულირებს მომხმარებელთა უფლებებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში, სრულად ასახავს იმ საჭიროებებს, რაც ფუნდამენტურად აუცილებელია მომხმარებლების უფლებების დასაცავად. მარეგულირებელი კომისია დროის პირდაპირ რეჟიმში უყურებს მომხმარებლებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ ურთიერთობებს. ვხედავთ სად არის მიღწევები და სად - გამოწვევები.

2017 წლიდან დღემდე სემეკის გადაწყვეტილებების საფუძველზე, კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხა 16 მილიონ ლარს აღემატება. სისტემატურად ვმუშაობთ მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული, გამარტივებული სერვისების შეთავაზებაზე. მათ შორის აღსანიშნავია, იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური მომსახურებები, ასევე, USSD კოდი *303#. ახლახანს, დავნერგეთ სრულად ახალი რეგულაცია, რომელიც მრავალბინიან შენობებში გათბობის ცენტრალური სისტემების და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთანავე, ვმუშაობთ, რომ უახლოეს ხანებში სატესტო რეჟიმში ამოქმედდეს ხელოვნური ინტელექტი კომუნალური კომპანიების ქოლ-ცენტრებში, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ლოდინის ხანგრძლივობას და მოქალაქეს შეეძლება უმოკლეს დროში მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია მომარაგების წყვეტების შესახებ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის (DG-COMP), ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის (DG-JUSTICE), კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის (CEPR) და გერმანიის მომხმარებელთა ორგანიზაციების ფედერაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

NS