მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
U21 ევროპაზე მიდის: ბიჭი, რომელიც ჩვენი გამარჯვების ბურჯად იქცა - რა არის ცნობილი ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე: "მეკარეობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი"
U21 ევროპაზე მიდის: ბიჭი, რომელიც ჩვენი გამარჯვების ბურჯად იქცა - რა არის ცნობილი ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე: "მეკარეობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი"

ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის პლეი-ოფის სა­პა­სუ­ხო მატჩში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გას­ვლა­ზე ხორ­ვა­ტია პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში და­ა­მარ­ცხა და ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა.

მატ­ჩის გმი­რად იქცა ნაკ­რე­ბი­სა და ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს“ მე­კა­რე ლუკა ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში, ჯერ პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლის ბოლო დარ­ტყმუ­ლი მო­ი­გე­რია, შემ­დეგ კი კი­დევ ერთი ბურ­თის აღე­ბით ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­იყ­ვა­ნა.

რო­გორ უკვე ვთქვით, ლუკა ბა­თუ­მის "დი­ნა­მო­ში“ თა­მა­შობს.

ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი 2003 წლის 11 იან­ვარს და­ი­ბა­და.

მისი სი­მაღ­ლე 190 სან­ტი­მეტ­რია და ყვე­ლა ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში აქვს ნა­თა­მა­შე­ბი.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი "ნორჩ დი­ნა­მო­ელ­ში“ გა­დად­გა, სა­დაც 6 წლის ასაკ­ში მოხ­ვდა. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მშობ­ლებ­მა ფეხ­ბურ­თი თა­მა­შიც ნიჭი ად­რე­ულ ასაკ­ში შე­ამ­ჩნი­ეს და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყვეს ხელი. მისი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი გოჩა ხი­ტი­რი იყო, რო­მელ­საც დღემ­დე დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს.

რო­გორც მე­კა­რე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ისიც ამ პო­ზი­ცი­ა­ზე სუ­ლაც არ ოც­ნე­ბობ­და. მარ­ცხე­ნა მცვე­ლი იყო და ძა­ლი­ა­ნაც მოს­წონ­და ამ პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­ში, თუმ­ცა ერთხელ მე­კა­რე შე­უძ­ლოდ გახ­და და ლუ­კას მო­უ­წია კარ­ში ჩად­გო­მა, ჰოდა, მა­შინ აღ­მოჩ­ნდა თურ­მე მე­კა­რის­თვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი - სის­წრა­ფე, ნახ­ტო­მი და ინ­ტუ­ი­ცია ჰქონ­და, რაც ხორ­ვა­ტი­ას­თან მატჩში კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა.

  • რა ხდე­ბო­და ხორ­ვა­ტია-სა­ქარ­თვე­ლოს და­პი­რის­პი­რე­ბა­ში?

შინ შეხ­ვედ­რა ჩვენს გუნდს 1:0 ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი.

მას­პინ­ძლე­ბი თა­ვი­დან­ვე და­ე­უფლნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას და დე­ბი­უ­ტში­ვე და­წი­ნა­ურ­დნენ, რო­დე­საც საყ­რდენ ზო­ნა­ში ბურ­თი გაგ­ნი­ძეს აარ­თვეს და პი­რის­პირ გა­სულ­მა ბე­ლი­ომ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის კარი და­ლაშ­ქრა. სტუმ­რებს მე­ტო­ქის ნა­ხე­ვარ­ზე გა­დას­ვლა უჭირ­დათ, თუმ­ცა პირ­ვე­ლი­ვე სა­ხი­ფა­თო შე­ტე­ვი­სას გაგ­ნი­ძემ შო­რი­დან ულა­მა­ზე­სი გოლი გა­ი­ტა­ნა. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თა­მა­ში გა­თა­ნაბრდა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 1:1 დას­რულ­და.63-ე წუთ­ზე სა­კუ­თარ სა­ჯა­რი­მო­ში მე­ტო­ქის დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი ო. მა­მა­გე­იშ­ვილს ხელ­ზე მოხ­ვდა და ბე­ლი­ომ.

პე­ნალ­ტით ხორ­ვა­ტე­ბი ისევ წინ გა­იყ­ვა­ნა. ამის შემ­დეგ მას­პინ­ძლებ­მა ჩვენს გუნ­დზე ზე­წო­ლა გა­აძ­ლი­ე­რეს, შეც­ვლა­ზე შე­სუ­ლი სტო­ი­კო­ვი­ჩის დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი ზედ კა­რის ხა­ზი­დან უგ­რე­ხე­ლი­ძემ გა­მო­ი­ტა­ნა. მერე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი იე­რი­შებ­ზე გა­და­ვი­და, აზა­როვ­მა სა­ჯა­რი­მო­დან ლო­მი­ნა­ძეს პასი გა­უ­კე­თა და მან თა­ნა­ფარ­დო­ბა აღად­გი­ნა. ცოტა ხან­ში კვერ­ნა­ძის კარგ დრიბ­ლინგს შე­დე­გი არ მოჰ­ყვა. ხორ­ვა­ტებ­მა კი კომ­პენ­სი­რე­ბულ დრო­ში გაგ­ვი­ტა­ნეს და ძი­რი­თა­დი დრო 3:2 დას­რულ­და.

ექ­სტრა ტა­ი­მებ­ში ან­გა­რი­ში არ შე­იც­ვა­ლა, ხოლო პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში ხა­რა­ტიშ­ვილ­მა ორი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი მო­ი­გე­რია და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გა­ი­მარ­ჯვა - 7:6.

  • რა თქვა ლუ­კამ მატ­ჩის შემ­დეგ?

"უბედ­ნი­ე­რე­სი დღეა ყვე­ლას­თვის, რად­გან ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გი დავ­დეთ, გა­ვე­დით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ემო­ცი­ე­ბით აღ­სავ­სე ვართ მთე­ლი გუნ­დი. და­სა­ნა­ნი გოლი მი­ვი­ღეთ ბოლო წუ­თას, როცა შეგ­ვეძ­ლო პენლ­ტე­ბის გა­რე­შე მოგ­ვე­გო, თუმ­ცა ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. მად­ლო­ბა ჩვენს ქო­მა­გებს, რომ­ლე­ბიც დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას გვაძ­ლევ­დნენ".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
8

ვეთანხმები კაცი ქალს არუნდა გავდეს და ქალივით არუნდა იქცეოდეს

სოსო
4

გილოცავთ, გული ერთ რამეზე მწყდება პირველი ნაკრების პოტენციური ფეხბურთელი ვერ დავინახე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

U21 ევროპაზე მიდის: ბიჭი, რომელიც ჩვენი გამარჯვების ბურჯად იქცა - რა არის ცნობილი ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე: "მეკარეობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი"

U21 ევროპაზე მიდის: ბიჭი, რომელიც ჩვენი გამარჯვების ბურჯად იქცა - რა არის ცნობილი ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე: "მეკარეობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი"

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპირველობის საგზური მოიპოვა.

მატჩის გმირად იქცა ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს“ მეკარე ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში, ჯერ პირველი ხუთეულის ბოლო დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი კიდევ ერთი ბურთის აღებით ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

როგორ უკვე ვთქვით, ლუკა ბათუმის "დინამოში“ თამაშობს.

ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი 2003 წლის 11 იანვარს დაიბადა.

მისი სიმაღლე 190 სანტიმეტრია და ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

პირველი ნაბიჯები "ნორჩ დინამოელში“ გადადგა, სადაც 6 წლის ასაკში მოხვდა. როგორც თვითონ ამბობს, მშობლებმა ფეხბურთი თამაშიც ნიჭი ადრეულ ასაკში შეამჩნიეს და მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი. მისი პირველი მწვრთნელი გოჩა ხიტირი იყო, რომელსაც დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებს.

როგორც მეკარეების დიდი ნაწილი, ისიც ამ პოზიციაზე სულაც არ ოცნებობდა. მარცხენა მცველი იყო და ძალიანაც მოსწონდა ამ პოზიციაზე თამაში, თუმცა ერთხელ მეკარე შეუძლოდ გახდა და ლუკას მოუწია კარში ჩადგომა, ჰოდა, მაშინ აღმოჩნდა თურმე მეკარისთვის საჭირო უნარები - სისწრაფე, ნახტომი და ინტუიცია ჰქონდა, რაც ხორვატიასთან მატჩში კიდევ ერთხელ აჩვენა.

  • რა ხდებოდა ხორვატია-საქართველოს დაპირისპირებაში?

შინ შეხვედრა ჩვენს გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც საყრდენ ზონაში ბურთი გაგნიძეს აართვეს და პირისპირ გასულმა ბელიომ ხარატიშვილის კარი დალაშქრა. სტუმრებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ, თუმცა პირველივე სახიფათო შეტევისას გაგნიძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.63-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის დარტყმული ბურთი ო. მამაგეიშვილს ხელზე მოხვდა და ბელიომ.

პენალტით ხორვატები ისევ წინ გაიყვანა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ჩვენს გუნდზე ზეწოლა გააძლიერეს, შეცვლაზე შესული სტოიკოვიჩის დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან უგრეხელიძემ გამოიტანა. მერე საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა, აზაროვმა საჯარიმოდან ლომინაძეს პასი გაუკეთა და მან თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში კვერნაძის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა. ხორვატებმა კი კომპენსირებულ დროში გაგვიტანეს და ძირითადი დრო 3:2 დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა - 7:6.

  • რა თქვა ლუკამ მატჩის შემდეგ?

"უბედნიერესი დღეა ყველასთვის, რადგან ისტორიული შედეგი დავდეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ემოციებით აღსავსე ვართ მთელი გუნდი. დასანანი გოლი მივიღეთ ბოლო წუთას, როცა შეგვეძლო პენლტების გარეშე მოგვეგო, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მადლობა ჩვენს ქომაგებს, რომლებიც დიდ მოტივაციას გვაძლევდნენ".

იხილეთ ასევე: