საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა - ვინ შეასრულებს მის მოვალეობას და რა წერია შეთანხმებაში
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა - ვინ შეასრულებს მის მოვალეობას და რა წერია შეთანხმებაში

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის, ას­ლან ბჟა­ნი­ას გა­დად­გო­მას მხა­რი და­უ­ჭი­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

afxazeti

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით ბჟა­ნი­ას გა­დად­გო­მას მხა­რი 28-მა ე.წ. დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა, ერ­თმა ხმა წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა, ორი ბი­უ­ლე­ტე­ნი კი ბა­თი­ლად ცნეს.

მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ ხელი მო­ა­წე­რეს შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა, ას­ლან ბჟა­ნია, “თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან“ გა­დად­გო­მა­ზე თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და.

  • შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, ბჟა­ნი­ას მო­ვა­ლე­ო­ბას კი ე.წ. ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ბად­რა გუნ­ბა შე­ას­რუ­ლებს. თა­ნამ­დე­ბო­ბას ასე­ვე ტო­ვებს ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი და მის მო­ვა­ლე­ო­ბას ყო­ფი­ლი “პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი“ ვა­ლე­რი ბგან­ბა შე­ას­რუ­ლებს. ამას­თან, შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა აფხა­ზე­თის ე.წ. სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბი დღეს უნდა და­ტო­ვონ.

შე­გახ­სე­ნებთ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა რუ­სეთ­თან სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­თან­ხმე­ბის გამო და­ი­წყო, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ე.წ. პარ­ლა­მენტს “დო­კუ­მენ­ტის“ რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა 15 ნო­ემ­ბერს უნდა მო­ეხ­დი­ნა, თუმ­ცა პრო­ტეს­ტის და­წყე­ბის გამო სა­კი­თხის გან­ხილ­ვა გა­და­დო. ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა სო­ხუმ­ში ე.წ. სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბი და­ი­კა­ვეს, მათ შო­რის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია და ას­ლან ბჟა­ნი­ას გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა - ვინ შეასრულებს მის მოვალეობას და რა წერია შეთანხმებაში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა - ვინ შეასრულებს მის მოვალეობას და რა წერია შეთანხმებაში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

afxazeti

მათივე ინფორმაციით, ფარული კენჭისყრით ბჟანიას გადადგომას მხარი 28-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ორი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანია, “თანამდებობიდან“ გადადგომაზე თანხმობა განაცხადა.

  • შეთანხმების თანახმად, ბჟანიას მოვალეობას კი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და მის მოვალეობას ყოფილი “პრემიერ-მინისტრი“ ვალერი ბგანბა შეასრულებს. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო შენობები დღეს უნდა დატოვონ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს “დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.

წყარო

იხილეთ ასევე: