სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 ნოემბერი ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა - საინტერესო მოვლენები მწერლის ცხოვრებიდან
18 ნოემბერი ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა - საინტერესო მოვლენები მწერლის ცხოვრებიდან

მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სი, უკ­ვდა­ვი რო­მა­ნის - „დათა თუ­თაშ­ხი­ა­სა“ და სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ავ­ტო­რი, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი დღეს, 18 ნო­ემ­ბერს 103 წლის გახ­დე­ბო­და.

მწერ­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში იყო წლე­ბი, როცა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბი­სას ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის 203-ე ცალ­კე ასე­უ­ლის რა­დისტ-ტე­ლეგ­რა­ფის­ტად, შემ­დეგ კი გროზ­ნოს აე­როდ­რო­მის 26-ე ავი­ა­დი­ვი­ზი­ის რა­დი­ო­სად­გუ­რის უფ­რო­სად მსა­ხუ­რობ­და, სა­ი­და­ნაც მალე და­ი­თხო­ვეს რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ტე­მიგ­რან­ტი ნა­თე­სა­ვე­ბის გამო.

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი 1992-1993 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი „ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის და აღორ­ძი­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“, თუმ­ცა დავ­ბრუნ­დეთ უფრო ადრე, მწერ­ლის ბავ­შვო­ბა­ში და მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლოთ მისი ცხოვ­რე­ბა:

ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის მამა თა­ვა­დუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის იყო, რის შე­სა­ხე­ბაც მწე­რა­ლი ავ­ტო­ინ­ტერ­ვი­უ­შიც სა­უბ­რობს. მწერ­ლის დედა მა­რი­ამ ნა­კა­ში­ძე გახ­ლდათ, აფხა­ზე­თის, სა­მეგ­რე­ლოს და გუ­რი­ის მთავ­რე­ბი­სა: შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის, და­დი­ა­ნე­ბის, გუ­რი­ე­ლე­ბის, მი­ქე­ლა­ძე­ე­ბი­სა და ნა­კა­ში­ძე­ე­ბის პირ­და­პი­რი შთა­მო­მა­ვა­ლი. მამა კი ირაკ­ლი ამი­რე­ჯი­ბი დიდ­გვა­რო­ვა­ნი წი­ნაპ­რე­ბის მემ­კვიდ­რე და ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტი.

ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბ­მა თბი­ლი­სის 46-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ელექტრო­ტექ­ნი­კუ­მის რა­დიო ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა და წარ­მა­ტე­ბი­თაც და­ას­რუ­ლა 1938 წელს. თუმ­ცა მწე­რალ­მა მომ­დევ­ნო წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯერ იუ­რი­დი­ულ, შემ­დეგ კი ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა.

  • ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში

1941 წლის 23 ივ­ნისს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, ახალ­გაზ­რდა ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი პირ­და­პირ კა­ლათ­ბურ­თის მო­ედ­ნი­დან მიჰ­ყავთ ჯარ­ში (შემ­დგომ­ში „ბა­ნა­კი­და­ნაც“ კა­ლათ­ბურ­თის მო­ედ­ნი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ). მწერ­ლის მამა 1938 წელს დახ­ვრი­ტეს, დედა გა­და­ა­სახ­ლეს, ხოლო ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და ბი­ძა­მი­სი – პო­ე­ტი და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე, 1924 წლის აჯან­ყე­ბის პა­რი­ტე­ტუ­ლი კო­მი­ტე­ტის წევ­რი, პო­ლი­ტი­კურ დარ­გში ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ამი­რე­ჯი­ბი.

მწერ­ლის სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა გაგ­რძელ­და სა­ინ­ტენ­დან­ტო სამ­სა­ხურ­ში, რო­მელ­შიც გა­დას­ვლა­ში მას და­ეხ­მა­რა შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ფრონ­ტის ფი­ნან­სუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი. იმ დროს სპარ­სე­თის ყუ­რე­დან ირა­ნის გავ­ლით ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში მო­კავ­ში­რე­თა სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა იგ­ზავ­ნე­ბო­და – ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ამუ­ნი­ცია და თეთ­რი ლო­ბიო. მწე­რა­ლი ერთ-ერთი კო­ლო­ნის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს. მშობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­კვე­ვის შემ­დეგ ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მწე­რა­ლი თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სზე გა­ნაგ­რძობს სწავ­ლას.

  • დახ­ვრე­ტის გა­ნა­ჩე­ნი

1943 წელს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას, მწე­რა­ლი ხდე­ბა „სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის მზა­დე­ბის“ საქ­მის მო­ნა­წი­ლე. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რომ­ლის წევ­რო­ბის­თვი­საც მწე­რა­ლი და­ა­კა­ვეს, „თეთ­რი გი­ორ­გი“ ერ­ქვა. 1944 წლის აპ­რილ­ში ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს მი­ე­სა­ჯა 25-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. პრო­კუ­რო­რის მიერ გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლემ ის ლმო­ბი­ე­რად ჩათ­ვა­ლა და უმაღ­ლე­სი ზო­მით – დახ­ვრე­ტით შეც­ვა­ლა.

  • გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ოჯა­ხი

მი­უ­ხე­და­ვად უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი­სა, მწე­რა­ლი სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მას სხვა­დას­ხვა ქორ­წი­ნე­ბა­ში 6 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პოეტ თა­მარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში.

  • შე­მოქ­მე­დე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა

ბავ­შვო­ბა­ში ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი ლექ­სებ­სა და მო­თხრო­ბებს წერ­და, თუმ­ცა 20-დან 40 წლამ­დე ხან­გრძლი­ვი წყვე­ტა ჰქონ­და. პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ კი საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს. პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბა „რა­ტომ არ და­მა­ცა­დე“ მწე­რალ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ყო­ველ­თვი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რულ და სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ „მნა­თობ­ში“.

ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს ეკუთ­ვნის მო­თხრო­ბა­თა კრე­ბუ­ლე­ბი: „გზა“, „ძია შო­თას ბა­დია“, არა­კე­ბის კრე­ბუ­ლი „თაფ­ლის წვე­თი“, კრი­ტი­კულ-პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი, სცე­ნა­რე­ბი და სტა­ტი­ე­ბი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­კი­თხებ­ზე. ასე­ვე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რო­მა­ნე­ბი: „დათა თუ­თაშ­ხია“, რო­მე­ლიც 1973-1975 წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა; „გორა მბორ­გა­ლი“ (1984-1994) და გ“გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე“ (2003).

მწე­რა­ლი იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ქარ­თუ­ლი პენ ცენ­ტრის ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი და მისი სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ორგზის ნო­მი­ნან­ტი, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ხა­რის­ხის ორ­დე­ნე­ბი­სა და წმინ­და გი­ორ­გის ოქ­როს ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი.

2010 წელს ის ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­ხე­ლად და­ვით ეწო­და. 2013 წლის 12 დე­კემ­ბერს, 92 წლის ასაკ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია ქარ­თველ მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში.

გიო
0

✝️ ღმერთს ვთხოვ მარადიულ ნათელში ამყოფოს ბრწყინვალე ქართველის, ცხონებული ჭაბუა ამერაჯიბის სული! ✝️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

18 ნოემბერი ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა - საინტერესო მოვლენები მწერლის ცხოვრებიდან

18 ნოემბერი ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა - საინტერესო მოვლენები მწერლის ცხოვრებიდან

მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, უკვდავი რომანის - „დათა თუთაშხიასა“ და სხვა ნაწარმოებების ავტორი, ჭაბუა ამირეჯიბი დღეს, 18 ნოემბერს 103 წლის გახდებოდა.

მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში იყო წლები, როცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტად, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსად მსახურობდა, საიდანაც მალე დაითხოვეს რეპრესირებული მშობლებისა და პოლიტემიგრანტი ნათესავების გამო.

ჭაბუა ამირეჯიბი 1992-1993 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნული თანხმობის და აღორძინების გაერთიანება“, თუმცა დავბრუნდეთ უფრო ადრე, მწერლის ბავშვობაში და მოკლედ მიმოვიხილოთ მისი ცხოვრება:

ჭაბუა ამირეჯიბის მამა თავადური წარმომავლობის იყო, რის შესახებაც მწერალი ავტოინტერვიუშიც საუბრობს. მწერლის დედა მარიამ ნაკაშიძე გახლდათ, აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეების, დადიანების, გურიელების, მიქელაძეებისა და ნაკაშიძეების პირდაპირი შთამომავალი. მამა კი ირაკლი ამირეჯიბი დიდგვაროვანი წინაპრების მემკვიდრე და ცნობილი ადვოკატი.

ჭაბუა ამირეჯიბმა თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ამიერკავკასიის ელექტროტექნიკუმის რადიო ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა და წარმატებითაც დაასრულა 1938 წელს. თუმცა მწერალმა მომდევნო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ იურიდიულ, შემდეგ კი ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

  • ჭაბუა ამირეჯიბი მეორე მსოფლიო ომში

1941 წლის 23 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მეორე დღეს, ახალგაზრდა ჭაბუა ამირეჯიბი პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან მიჰყავთ ჯარში (შემდგომში „ბანაკიდანაც“ კალათბურთის მოედნიდან გაათავისუფლებენ). მწერლის მამა 1938 წელს დახვრიტეს, დედა გადაასახლეს, ხოლო ემიგრაციაში წავიდა ბიძამისი – პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, პოლიტიკურ დარგში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე შალვა ამირეჯიბი.

მწერლის სამხედრო კარიერა გაგრძელდა საინტენდანტო სამსახურში, რომელშიც გადასვლაში მას დაეხმარა შორეული ნათესავი, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსი. იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნებოდა – ავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და თეთრი ლობიო. მწერალი ერთ-ერთი კოლონის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მშობლებისა და ნათესავების საქმიანობის გარკვევის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მწერალი თბილისში ბრუნდება და უნივერსიტეტის მეორე კურსზე განაგრძობს სწავლას.

  • დახვრეტის განაჩენი

1943 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას, მწერალი ხდება „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის მონაწილე. ორგანიზაციას, რომლის წევრობისთვისაც მწერალი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა. 1944 წლის აპრილში ჭაბუა ამირეჯიბს მიესაჯა 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და უმაღლესი ზომით – დახვრეტით შეცვალა.

  • გათავისუფლება და ოჯახი

მიუხედავად უმაღლესი სასჯელისა, მწერალი საპატიმროდან გათავისუფლდა. მას სხვადასხვა ქორწინებაში 6 შვილი შეეძინა. 40 წლის განმავლობაში პოეტ თამარ ჯავახიშვილთან იყო ქორწინებაში.

  • შემოქმედება და მოღვაწეობა

ბავშვობაში ჭაბუა ამირეჯიბი ლექსებსა და მოთხრობებს წერდა, თუმცა 20-დან 40 წლამდე ხანგრძლივი წყვეტა ჰქონდა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი საყვარელ საქმიანობას აგრძელებს. პირველი მოთხრობა „რატომ არ დამაცადე“ მწერალმა გამოაქვეყნა ყოველთვიურ ლიტერატურულ და სამეცნიერო ჟურნალ „მნათობში“.

ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: „გზა“, „ძია შოთას ბადია“, არაკების კრებული „თაფლის წვეთი“, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები და სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე. ასევე, უმნიშვნელოვანესი რომანები: „დათა თუთაშხია“, რომელიც 1973-1975 წლებში გამოქვეყნდა; „გორა მბორგალი“ (1984-1994) და გ“გიორგი ბრწყინვალე“ (2003).

მწერალი იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ქართული პენ ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, მსოფლიოს წამყვან ინტელექტუალთა საზოგადოების წევრი, ნობელის პრემიის ორგზის ნომინანტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებისა და წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი.

2010 წელს ის ბერად აღიკვეცა და სახელად დავით ეწოდა. 2013 წლის 12 დეკემბერს, 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, თამარაშვილის ქუჩაზე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.