კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი რუსი ბალერონი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა - რას წერს მედია?
ცნობილი რუსი ბალერონი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა - რას წერს მედია?

რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის სამ­ყა­რო გა­მორ­ჩე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვის, 39 წლის ვლა­დი­მერ შკლი­ა­რო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გლო­ვობს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შკლი­ა­რო­ვი შა­ბათს გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მე­დი­ას სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის “მა­რი­ინ­სკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის“ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ის შე­ნო­ბის მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

“ეს არის უზარ­მა­ზა­რი და­ნა­კარ­გი არა მხო­ლოდ პერ­სო­ნა­ლის­თვის, არა­მედ მთე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ლე­ტის­თვის. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ხე­ლო­ვა­ნის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს და მისი ნი­ჭის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს“, - ნათ­ქვა­მია თე­ატ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ შკლი­ა­რო­ვი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს იღებ­და.

შემ­თხვე­ვას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი იძი­ე­ბენ.

shkliarovi

“მა­რი­ინ­სკის“ ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი, შკლი­ა­რო­ვი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო მო­ცეკ­ვა­ვე მა­რია შკლი­ა­როვ­ზე. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს.

ბა­ლე­რო­ნი და­ი­ბა­და იმ­ჟა­მინ­დელ ლე­ნინ­გრად­ში, სწავ­ლობ­და ვა­გა­ნო­ვას სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ა­ში, რო­მე­ლიც 2003 წელს და­ამ­თავ­რა. იმა­ვე წელს შე­უ­ერ­თდა “მა­რი­ინ­სკის“ თე­ატრს, ხოლო 2011 წელს დი­რექ­ტო­რი გახ­და.

ის ცეკ­ვავ­და რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკლში. მათ შო­რის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს სოლო პარ­ტი­ე­ბი ისეთ სპექ­ტაკ­ლებ­ში, რო­გო­რი­ცაა: ჟი­ზე­ლი, მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვი, დონ კი­ხო­ტი, გე­დე­ბის ტბა და რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა.

შკლი­ა­რო­ვი გა­მო­დი­ო­და მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟულ დარ­ბა­ზებ­ში, მათ შო­რის სა­მე­ფო ოპე­რის თე­ატ­რში ლონ­დონ­ში და მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა­ში ნიუ-იორკში.

მას სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო. 2020 წელს კი რუ­სე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ცნობილი რუსი ბალერონი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა - რას წერს მედია?

ცნობილი რუსი ბალერონი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა - რას წერს მედია?

რუსული ბალეტის სამყარო გამორჩეული ვარსკვლავის, 39 წლის ვლადიმერ შკლიაროვის გარდაცვალებას გლოვობს.

მედიის ინფორმაციით, შკლიაროვი შაბათს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. როგორც მედიას სანკტ-პეტერბურგის “მარიინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის“ თანამშრომლებმა განუცხადეს, ის შენობის მეხუთე სართულიდან გადავარდა.

“ეს არის უზარმაზარი დანაკარგი არა მხოლოდ პერსონალისთვის, არამედ მთელი თანამედროვე ბალეტისთვის. ვუსამძიმრებთ ხელოვანის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და მისი ნიჭის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს“, - ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნავენ, რომ შკლიაროვი ტკივილგამაყუჩებლებს იღებდა.

შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ.

shkliarovi

“მარიინსკის“ ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, შკლიაროვი დაქორწინებული იყო მოცეკვავე მარია შკლიაროვზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ბალერონი დაიბადა იმჟამინდელ ლენინგრადში, სწავლობდა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიაში, რომელიც 2003 წელს დაამთავრა. იმავე წელს შეუერთდა “მარიინსკის“ თეატრს, ხოლო 2011 წელს დირექტორი გახდა.

ის ცეკვავდა რამდენიმე სპექტაკლში. მათ შორის შესრულებული აქვს სოლო პარტიები ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა: ჟიზელი, მძინარე მზეთუნახავი, დონ კიხოტი, გედების ტბა და რომეო და ჯულიეტა.

შკლიაროვი გამოდიოდა მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში, მათ შორის სამეფო ოპერის თეატრში ლონდონში და მეტროპოლიტენ ოპერაში ნიუ-იორკში.

მას სიცოცხლის განმავლობაში მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო. 2020 წელს კი რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.

წყარო