კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე გიორგი კალანდარიშვილს მადლობას უხდის
ირაკლი კობახიძე გიორგი კალანდარიშვილს მადლობას უხდის

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას და აღ­ნიშ­ნა, რომ წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად, ცეს­კომ არ­ჩევ­ნე­ბის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბა შეძ­ლო.

"გუ­შინ­წინ შე­ჯამ­და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ დად­გინ­და, რომ მმარ­თველ­მა გუნ­დმა ამ არ­ჩევ­ნებ­ში და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვა, რის­თვი­საც ქარ­თველ ხალ­ხს კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ.ეს გა­მარ­ჯვე­ბა იყო ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ზუს­ტად მი­ი­ღო ის გზავ­ნი­ლი, რა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით. ეს იყო რე­ა­ლუ­რად გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბი, ერ­თგვა­რი რე­ფე­რენ­დუ­მი. პირ­ველ რიგ­ში, რე­ფე­რენ­დუ­მი ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის. ქვეყ­ნის ბნელ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­სა და ქვეყ­ნის ნა­თელ, ევ­რო­პულ მო­მა­ვალს შო­რის. აქ არ­ჩე­ვა­ნი გა­კეთ­და სწო­რედ ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს იმის­თვის, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე სა­თა­ნა­დო პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა და მხა­რი და­უ­ჭი­რა ქვეყ­ნის გრძელ­ვა­დი­ან, სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას. გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო, ჩვენ 892 ათას­ზე მეტი ხმით მო­ვუ­გეთ მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ პარ­ტი­ას, რაც და­მე­თან­ხმე­ბით, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. 325 ათას­ზე მეტი ხმით მო­ვუ­გეთ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას ერ­თად აღე­ბულს, რაც ცეს­კოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ბო­ლო ოქ­მით დად­გინ­და. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ცეს­კოს, ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რეს, ბა­ტონ გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილს. მად­ლო­ბა ცეს­კოს მდი­ვანს, ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს, ცეს­კო-ს შე­სა­ბა­მის წევ­რებს. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან დიდი წნე­ხი იყო ცეს­კო­ზე. ძა­ლი­ან მძი­მე ინ­ცი­დენ­ტი იყო, რა გუ­შინ­წინ ვი­ხი­ლეთ, თუმ­ცა ცეს­კო-ს შე­მად­გენ­ლო­ბამ სა­თა­ნა­დოდ გა­ი­ა­რა ეს პრო­ცე­სე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ, უზ­რუნ­ველ­ყო არ­ჩევ­ნე­ბის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბა“, -გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ირაკლი კობახიძე გიორგი კალანდარიშვილს მადლობას უხდის

ირაკლი კობახიძე გიორგი კალანდარიშვილს მადლობას უხდის

ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აღნიშნა, რომ წნეხის მიუხედავად, ცესკომ არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება შეძლო.

"გუშინწინ შეჯამდა არჩევნების შედეგები და საბოლოოდ დადგინდა, რომ მმართველმა გუნდმა ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ.ეს გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს იყო რეალურად გადამწყვეტი არჩევნები, ერთგვარი რეფერენდუმი. პირველ რიგში, რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. აქ არჩევანი გაკეთდა სწორედ ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე სათანადო პოზიცია დაიკავა და მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას. გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იყო, ჩვენ 892 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც დამეთანხმებით, დამაჯერებელი მაჩვენებელია. 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლო ოქმით დადგინდა. მინდა მადლობა გადავუხადო ცესკოს, ცესკო-ს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი კალანდარიშვილს. მადლობა ცესკოს მდივანს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცესკო-ს შესაბამის წევრებს. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი წნეხი იყო ცესკოზე. ძალიან მძიმე ინციდენტი იყო, რა გუშინწინ ვიხილეთ, თუმცა ცესკო-ს შემადგენლობამ სათანადოდ გაიარა ეს პროცესები და საბოლოოდ, უზრუნველყო არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება“, -განაცხადა კობახიძემ.