მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯერ კიდევ გაურკვეველია სულიერი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამასთანავე, ენერგომატარებლებით მდიდარ ქვეყანაში ენერგოკრიზისია: რა ხდება ირანში?
ჯერ კიდევ გაურკვეველია სულიერი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამასთანავე, ენერგომატარებლებით მდიდარ ქვეყანაში ენერგოკრიზისია: რა ხდება ირანში?

ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის მრა­ვალ­მხრი­ვი კრი­ზი­სი­სა და მკაც­რი სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, ირან­ში ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლია.

ბოლო დღე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, ქვეყ­ნის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რი გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა, რო­გორც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წე­რენ, ის ამ დრომ­დე კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბა. თუმ­ცა, ირა­ნი სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ტკი­ცებს.

კვი­რას აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის სა­ხე­ლით გა­მოქ­ვეყ­ნდა ფოტო, რო­მელ­ზეც თით­ქოს აღ­ბეჭ­დი­ლია, რომ მისი და ლი­ბან­ში ირა­ნის ელ­ჩის ს შეხ­ვედ­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ ცოტა ხნის წინ, მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 85 წლის ხა­მე­ნეი კო­მა­ში ჩა­ვარ­დნამ­დე, სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რის დროს თა­ვის მემ­კვიდ­რედ წა­რად­გი­ნა 55 წლის ვაჟი, მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნეი, რა­საც მმარ­თველ ელი­ტა­ში არ­სე­ბუ­ლი რიგი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ იზი­ა­რე­ბენ.

Mojtaba_Khamenei
მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნეი

მით­ქმა-მოთ­ქმა ამ სა­კი­თხზე და­ი­წყო, რაც The New York Times-მა ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ხა­მე­ნეი "სე­რი­ო­ზუ­ლად ავად იყო", ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის.

  • ვინ არის მოჯ­თა­ბა ხა­მე­ნეი?

უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რის ალი ხა­მე­ნე­ის თხოვ­ნით, მიმ­დი­ნა­რე წლის 26 სექ­ტემ­ბერს, ირა­ნის ექ­სპერტთა ასამ­ბლე­ის 60 წევ­რი შე­იკ­რი­ბა. მათ აია­თო­ლამ და­ა­ვა­ლა მი­ე­ღოთ და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მოჯ­თა­ბა, 1969 წელს მა­შ­ჰად­ში და­ი­ბა­და. სწავ­ლობ­და თე­ო­ლო­გი­ას და გახ­და სა­სუ­ლი­ე­რო პირი. ის ახ­ლაც ას­წავ­ლის თე­ო­ლო­გი­ას სე­მი­ნა­რი­ა­ში და მე­უღ­ლეს­თან - ზაჰ­რა ჰა­დად-ადელ­თან ერ­თად, სამ შვილს ზრდის.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მოჯ­თა­ბა 2009 წლის ივ­ნის­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ჩახ­შო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

მას ასე­ვე აქვს წვდო­მა მსხვილ ფი­ნან­სურ აქ­ტი­ვებ­ზე.

  • ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სი

ბოლო ცნო­ბე­ბით, ირა­ნი ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგას. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, საწ­ვა­ვის დე­ფი­ცი­ტის გამო, ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გეგ­მუ­რი გა­თიშ­ვე­ბი და­ი­წყო.

atalayar -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირა­ნის ის­ლა­მურ­მა რეს­პუბ­ლი­კამ, ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის გამო, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­სა და საწ­ვა­ვის დე­ფი­ციტ­თან, დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რან­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­ზღუ­და.

“რამ­დე­ნი­მე დღის წინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ გეგ­მავს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შე­ზღუდ­ვას დღე-ღა­მე­ში ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რან­ში - სა­დაც 9,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. ხოლო და­ნარ­ჩენ პრო­ვინ­ცი­ებ­ში მისი მი­წო­დე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა დღე-ღა­მე­ში რვა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს არა მხო­ლოდ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, არა­მედ ბიზ­ნეს და სამ­რეწ­ვე­ლო სექ­ტო­რებ­ზე", - წერს გა­მო­ცე­მა.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა არის მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლი საწ­ვა­ვის და­ზოგ­ვი­სა და მა­ზუთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “ელექტრო­სად­გუ­რებ­ში საწ­ვა­ვად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გა­ზის შე­ზღუ­დუ­ლი მი­წო­დე­ბით“ ახ­სნა.

ოთხშა­ბათს დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა აიკ­რძა­ლა სამ ელექტრო­სად­გურ­ში, რად­გან ამ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ­მა საწ­ვავ­მა ხელი შე­უ­წყო ქვე­ყა­ნა­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ OPEC-ის წევ­რი ირა­ნი მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე უდი­დე­სი ნავ­თო­ბის მა­რა­გე­ბის მფლო­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა, ვე­ნე­სუ­ე­ლას და სა­უ­დის არა­ბე­თის შემ­დეგ. ხოლო ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სი­დი­დით - მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში არა­საკ­მა­რი­სი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის და არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არა­სა­თა­ნა­დო მოვ­ლის გამო, ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში ხდე­ბო­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ხში­რი გა­თიშ­ვა.

თუმ­ცა, ზამ­თარ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბას­თან ერ­თად, ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ ერთ ენერ­გე­ტი­კულ პრობ­ლე­მას აწყდე­ბა - რად­გან ბუ­ნებ­რი­ვი აირი არა­საკ­მა­რი­სია, ელექტრო­სად­გუ­რე­ბი ნედ­ლე­უ­ლად დი­ზელს იყე­ნე­ბენ. ამის გამო, ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია გა­ზის დე­ფი­ცი­ტიც. მთავ­რო­ბამ უკვე და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თურ­ქმე­ნე­თი­დან იმ­პორ­ტის გაზ­რდის შე­სა­ხებ.

ირა­ნის ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, სად­გუ­რებ­ზე გა­ზის მი­წო­დე­ბა წელს 2023 წელ­თან შე­და­რე­ბით 30%-ით შემ­ცირ­და, ხოლო დი­ზე­ლის მა­რა­გი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 1,26 მი­ლი­არდ ლიტრზე ნაკ­ლე­ბია.

“ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით, ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მა­სუდ პე­ზეშ­კი­ან­მა სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნის იმე­დით, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან და და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის გზე­ბი და­ი­ტო­ვა,“ - წერს გა­მო­ცე­მა.

ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ენერ­გე­ტი­კულ კრი­ზის­ში ნა­წი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ დე­ფი­ცი­ტი არა­ა­დეკ­ვა­ტურ­მა მოხ­მა­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ჯერ კიდევ გაურკვეველია სულიერი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამასთანავე, ენერგომატარებლებით მდიდარ ქვეყანაში ენერგოკრიზისია: რა ხდება ირანში?

ჯერ კიდევ გაურკვეველია სულიერი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამასთანავე, ენერგომატარებლებით მდიდარ ქვეყანაში ენერგოკრიზისია: რა ხდება ირანში?

ახლო აღმოსავლეთის მრავალმხრივი კრიზისისა და მკაცრი სანქციების ფონზე, ირანში ვითარება საკმაოდ დაძაბულია.

ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, ქვეყნის სულიერი ლიდერი გაუარესებული მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ რთულია, თუმცა, როგორც მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები წერენ, ის ამ დრომდე კომაში იმყოფება. თუმცა, ირანი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

კვირას აიათოლა ალი ხამენეის სახელით გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც თითქოს აღბეჭდილია, რომ მისი და ლიბანში ირანის ელჩის ს შეხვედრა.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ხამენეი კომაში ჩავარდნამდე, საიდუმლო შეხვედრის დროს თავის მემკვიდრედ წარადგინა 55 წლის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რასაც მმართველ ელიტაში არსებული რიგი პოლიტიკური ჯგუფები კატეგორიულად არ იზიარებენ.

Mojtaba_Khamenei
მოჯთაბა ხამენეი

მითქმა-მოთქმა ამ საკითხზე დაიწყო, რაც The New York Times-მა ოქტომბერში განაცხადა, რომ ხამენეი "სერიოზულად ავად იყო", ერთ-ერთი ვერსიით, ის სიმსივნეს ებრძვის.

  • ვინ არის მოჯთაბა ხამენეი?

უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის თხოვნით, მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ირანის ექსპერტთა ასამბლეის 60 წევრი შეიკრიბა. მათ აიათოლამ დაავალა მიეღოთ დაუყოვნებლივი და კონფიდენციალური გადაწყვეტილება მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.

მოჯთაბა, 1969 წელს მაშჰადში დაიბადა. სწავლობდა თეოლოგიას და გახდა სასულიერო პირი. ის ახლაც ასწავლის თეოლოგიას სემინარიაში და მეუღლესთან - ზაჰრა ჰადად-ადელთან ერთად, სამ შვილს ზრდის.

როგორც ცნობილია, მოჯთაბა 2009 წლის ივნისში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ჩახშობას ხელმძღვანელობდა.

მას ასევე აქვს წვდომა მსხვილ ფინანსურ აქტივებზე.

  • ენერგეტიკული კრიზისი

ბოლო ცნობებით, ირანი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. როგორც ადგილობრივი მედია წერს, საწვავის დეფიციტის გამო, ქვეყანაში ელექტროენერგიის გეგმური გათიშვები დაიწყო.

atalayar -ის ინფორმაციით, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, ენერგეტიკული კრიზისის გამო, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი აირისა და საწვავის დეფიციტთან, დედაქალაქ თეირანში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდა.

“რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გეგმავს ელექტროენერგიის შეზღუდვას დღე-ღამეში ორი საათის განმავლობაში დედაქალაქ თეირანში - სადაც 9,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ხოლო დანარჩენ პროვინციებში მისი მიწოდება შეიზღუდება დღე-ღამეში რვა საათის განმავლობაში, რაც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მოქალაქეების ცხოვრებაზე, არამედ ბიზნეს და სამრეწველო სექტორებზე", - წერს გამოცემა.

ელექტროენერგიის გათიშვა არის მთავრობის სტრატეგიის ნაწილი საწვავის დაზოგვისა და მაზუთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ელექტროენერგიის გენერალურმა გამანაწილებელმა კომპანიამ გადაწყვეტილება “ელექტროსადგურებში საწვავად გამოყენებული გაზის შეზღუდული მიწოდებით“ ახსნა.

ოთხშაბათს დიზელის საწვავის გამოყენება აიკრძალა სამ ელექტროსადგურში, რადგან ამ ალტერნატიულმა საწვავმა ხელი შეუწყო ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ OPEC-ის წევრი ირანი მსოფლიოში მესამე უდიდესი ნავთობის მარაგების მფლობელი ქვეყანაა, ვენესუელას და საუდის არაბეთის შემდეგ. ხოლო ბუნებრივი აირის სიდიდით - მსოფლიოში მეორე.

ელექტროენერგიის გამომუშავებაში არასაკმარისი ინვესტიციების და არსებული ინფრასტრუქტურის არასათანადო მოვლის გამო, ჯერ კიდევ ზაფხულში ხდებოდა ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა.

თუმცა, ზამთარში ტემპერატურის კლებასთან ერთად, ირანის ხელისუფლება კიდევ ერთ ენერგეტიკულ პრობლემას აწყდება - რადგან ბუნებრივი აირი არასაკმარისია, ელექტროსადგურები ნედლეულად დიზელს იყენებენ. ამის გამო, ქვეყანაში მოსალოდნელია გაზის დეფიციტიც. მთავრობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები თურქმენეთიდან იმპორტის გაზრდის შესახებ.

ირანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, სადგურებზე გაზის მიწოდება წელს 2023 წელთან შედარებით 30%-ით შემცირდა, ხოლო დიზელის მარაგი წინა წელთან შედარებით 1,26 მილიარდ ლიტრზე ნაკლებია.

“ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების მიზნით, ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა სანქციების მოხსნის იმედით, შეერთებულ შტატებთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებისთვის გზები დაიტოვა,“ - წერს გამოცემა.

ქვეყნის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ენერგეტიკულ კრიზისში ნაწილობრივ საზოგადოებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დეფიციტი არაადეკვატურმა მოხმარებამ გამოიწვია.

წყარო

იხილეთ ასევე: