მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს - რას წერს რუსული მედია
დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს - რას წერს რუსული მედია

რუს­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თაღ­ლი­თო­ბის­თვის და­უს­წრებ­ლად აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­დეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ ის და­უს­წრებ­ლად და­ა­პა­ტიმ­რა.

„კე­ზე­რაშ­ვი­ლი და­ვი­თი შეყ­ვა­ნი­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ძებ­ნილ­თა ბა­ზა­ში, ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­შია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 159-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მას­შტა­ბით). გარ­და ამი­სა, დე­და­ქა­ლა­ქის სა­სა­მარ­თლომ მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­არ­ჩია“, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

მოს­კო­ვის ლე­ფორ­ტო­ვოს სა­სა­მარ­თლომ რუ­სულ გა­მო­ცე­მა TASS-ს და­უ­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­უს­წრებ­ლად და­ა­პა­ტიმ­რეს. ამას­თან, რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გა­ა­სა­ჩივ­რეს და ის კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­ვი­და. ბრალ­დე­ბულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ს ძებ­ნის ბა­რათ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ის სის­ხლის სა­მარ­თლის ორ საქ­მე­ზეა ბრალ­დე­ბუ­ლი.

2016 წელს რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ალექ­სან­დრე ბას­ტრი­კინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კვლავ ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით რჩე­ბა ცხინ­ვა­ლის 2008 წლის კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. კერ­ძოდ, რუ­სუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, კე­ზე­რაშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში ბრა­ლი 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის პე­რი­ოდ­ში ჩა­დე­ნი­ლი „ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის საქ­მე­ზე წა­უ­ყე­ნეს“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს - რას წერს რუსული მედია

დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს - რას წერს რუსული მედია

რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • მათივე ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა.

„კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (თაღლითობა განსაკუთრებით დიდი მასშტაბით). გარდა ამისა, დედაქალაქის სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეარჩია“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ რუსულ გამოცემა TASS-ს დაუდასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლად დააპატიმრეს. ამასთან, რუსული მედია წერს, რომ კეზერაშვილის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს და ის კანონიერ ძალაში შევიდა. ბრალდებულთან დაკავშირებით შსს-ს ძებნის ბარათში მითითებულია, რომ ის სისხლის სამართლის ორ საქმეზეა ბრალდებული.

2016 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ ბრალდებულის სტატუსით რჩება ცხინვალის 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელზეც რუსეთის ფედერაციაში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, რუსული მხარის მტკიცებით, კეზერაშვილი რუსეთში ბრალი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ჩადენილი „ომის დანაშაულების საქმეზე წაუყენეს“.