კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობიარობიდან რამდენიმე საათში ფარული სისხლდენა დაეწყო... ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დაკარგა საშვილოსნო" - რა მოხდა ქუთაისის სამშობიაროში: 28 წლის ქალს დახმარება ესაჭიროება
"მშობიარობიდან რამდენიმე საათში ფარული სისხლდენა დაეწყო... ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დაკარგა საშვილოსნო" - რა მოხდა ქუთაისის სამშობიაროში: 28 წლის ქალს დახმარება ესაჭიროება

28 წლის შო­რე­ნა ონი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ახალ­გაზ­რდა ქალს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში ნა­ად­რე­ვად ტყუ­პი შე­ე­ძი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შო­რე­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, ოჯახს ურ­ჩი­ეს, რომ სას­წრა­ფოდ თურ­ქეთ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. ახლა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდა დედა ტრა­პი­ზო­ნის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რა მოხ­და მშო­ბი­ა­რო­ბის დროს, რა­ტომ დამ­ძიმ­და ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, ინ­ტერ­ვიუ შო­რე­ნას ბი­ძაშ­ვილ­თან, მის მოგ­ვა­რე­სა და მო­სა­ხე­ლეს შო­რე­ნა ონი­ან­თან ჩავ­წე­რეთ

- შო­რე­ნა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, კლა­სე­ლი, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ჩემი შვი­ლის ნათ­ლი­აა. ორ­სუ­ლო­ბა ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და, ყვე­ლა პა­რა­მეტ­რი ნორ­მა­ში იყო, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ტყუ­პებს ელო­დე­ბო­და, მა­ინც იყო ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის რის­კი. ეს შო­რე­ნას­თვის პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა იყო, თავს უფრთხილ­დე­ბო­და, ცდი­ლობ­და, რომ მოს­ვე­ნე­ბით ყო­ფი­ლი­ყო. ამ კვი­რა­ში ჰქონ­და სა­კე­ის­რო კვე­თა, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო. ზეს­ტა­ფონ­ში ცხოვ­რობ­და, წყლე­ბი იქ დაღ­ვა­რა, მა­ლე­ვე წა­მო­ვი­და ქუ­თა­ის­ში, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვად მშო­ბი­ა­რო­ბა მო­უ­წია.

- სად იმ­შო­ბი­ა­რა?

- ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში, ბავ­შვე­ბი ჯან­მრთე­ლე­ბი და­ი­ბად­ნენ. თვი­თო­ნაც ნორ­მა­ლუ­რად გრძნობ­და თავს. ჩვე­ნი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი და­ეს­წრო მშო­ბი­ა­რო­ბას, ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, შემ­დეგ პა­ლა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მე­გო­ბა­რიც მას­თან ერ­თად იყო პა­ლა­ტა­ში. სუს­ტად გრძნობ­და თავს, თავ­ბრუს­ხვე­ვას. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გულყრის ეპი­ზო­დი ჰქონ­და, გო­ნე­ბა და­კარ­გა. ექოს­კო­პი­ა­ზე შე­იყ­ვა­ნეს და ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა იყო და­წყე­ბუ­ლი მუც­ლის ღრუ­ში. მა­შინ­ვე სა­ო­პე­რა­ცი­ოდ შე­იყ­ვა­ნეს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტებ­ში ექი­მე­ბის ბრალ­ზეა მი­ნიშ­ნე­ბა, ვის აბ­რა­ლებთ?

- ამ ეტაპ­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვით, იმ­დე­ნად ვართ გა­დარ­თუ­ლი რომ შო­რე­ნა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, ეგ სა­კი­თხი გვერ­დზე გვაქვს გა­და­დე­ბუ­ლი. არ ვი­ცით, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. და­ად­გი­ნოს რა მოხ­და, ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

ახლა შო­რე­ნა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მთე­ლი რიგი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვა. და­კარ­გა საშ­ვი­ლოს­ნო, მაგ­რამ მა­გას ვინ და­ე­ძებს, მთა­ვა­რია გა­დარ­ჩეს. ახლა თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

- რას ამ­ბო­ბენ იქა­უ­რი ექი­მე­ბი?

- დღეს გამ­თე­ნი­ი­სას ტრა­პი­ზონ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, მე­უღ­ლე და ძმა ახ­ლავს თან. აქე­დან რე­ა­ნი­მო­ბი­ლით წა­იყ­ვა­ნეს. გზა­ში რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა, ექი­მე­ბიც გაჰ­ყვნენ, ღმერ­თის წყა­ლო­ბით მშვი­დო­ბით ჩა­ვიდ­ნენ. იქ ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუხს არ ეუბ­ნე­ბი­ან. გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტა­რეს და სა­ღა­მოს იქ­ნე­ბა ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა რას უნდა ვე­ლო­დოთ. ახლა შო­რე­ნა გონ­ზე არ არის.

- ტყუ­პე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რია?

- დღე­ნაკ­ლუ­ლად ით­ვლე­ბი­ან და ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბათ. ახლა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში არი­ან. შო­რე­ნაც ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში იყო გად­მოყ­ვა­ნი­ლი. ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ოჯახს ურ­ჩი­ეს, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა თურ­ქეთ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

- შო­რე­ნა ქუ­თა­ი­სი­დან არის?

- მშობ­ლე­ბი, ოჯა­ხი, ძმა სვა­ნეთ­ში ჰყავს, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ო­დი ქუ­თა­ის­ში სწავ­ლობ­და და მუ­შა­ობ­და. იან­ვარ­ში და­ო­ჯახ­და და მას შემ­დეგ ზეს­ტა­ფონ­ში ცხოვ­რობ­და.

ოჯახს ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი ლარი, შო­რე­ნას სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რეკ­ვი­ზი­ტე­ბი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი:#GE11BG0000000014434600

თი ბი სი ბან­კი:#GE71TB7024745064300049

მიმ­ღე­ბი:გიგა ცხე­ლიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადონა
1

ზესტაფონში ძალიან ძლიერი გინეკოლოგები გვყავს.ნეტავ აქ მისულიყო,იქნებ არც გართულებულიყო

ნინო
12

ღმერთმა უშველოს და გამოაჯანმრთელოს. უბედურება იმაშია, რომ ალბათ, ზესტაფონშიც, როგორც სხვა რეგიონებში, არაა სამშობიარო და დროულად არ მოხდა ჩარევა, თან ამხელა მუცლით გოგო ქუთაისამდე მანქანით აჯაყჯაყეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მშობიარობიდან რამდენიმე საათში ფარული სისხლდენა დაეწყო... ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დაკარგა საშვილოსნო" - რა მოხდა ქუთაისის სამშობიაროში: 28 წლის ქალს დახმარება ესაჭიროება

"მშობიარობიდან რამდენიმე საათში ფარული სისხლდენა დაეწყო... ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დაკარგა საშვილოსნო" - რა მოხდა ქუთაისის სამშობიაროში: 28 წლის ქალს დახმარება ესაჭიროება

28 წლის შორენა ონიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა ქალს, რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ნაადრევად ტყუპი შეეძინა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში შორენას მდგომარეობა დამძიმდა. თბილისში გადმოყვანის შემდეგ, ოჯახს ურჩიეს, რომ სასწრაფოდ თურქეთში გადაეყვანათ. ახლა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა დედა ტრაპიზონის კლინიკაში იმყოფება.

რა მოხდა მშობიარობის დროს, რატომ დამძიმდა ქალის მდგომარეობა, ინტერვიუ შორენას ბიძაშვილთან, მის მოგვარესა და მოსახელეს შორენა ონიანთან ჩავწერეთ

- შორენა ჩემი ბიძაშვილია, კლასელი, ერთად გავიზარდეთ, ჩემი შვილის ნათლიაა. ორსულობა ნორმალურად მიდიოდა, ყველა პარამეტრი ნორმაში იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ტყუპებს ელოდებოდა, მაინც იყო ნაადრევი მშობიარობის რისკი. ეს შორენასთვის პირველი მშობიარობა იყო, თავს უფრთხილდებოდა, ცდილობდა, რომ მოსვენებით ყოფილიყო. ამ კვირაში ჰქონდა საკეისრო კვეთა, მაგრამ ვერ მოასწრო. ზესტაფონში ცხოვრობდა, წყლები იქ დაღვარა, მალევე წამოვიდა ქუთაისში, მაგრამ ბუნებრივად მშობიარობა მოუწია.

- სად იმშობიარა?

- ქუთაისის მეორე სამშობიაროში, ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ. თვითონაც ნორმალურად გრძნობდა თავს. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი დაესწრო მშობიარობას, ნორმალურად ჩაიარა, შემდეგ პალატაში გადაიყვანეს, მეგობარიც მასთან ერთად იყო პალატაში. სუსტად გრძნობდა თავს, თავბრუსხვევას. რამდენიმე საათში გულყრის ეპიზოდი ჰქონდა, გონება დაკარგა. ექოსკოპიაზე შეიყვანეს და ფარული სისხლდენა იყო დაწყებული მუცლის ღრუში. მაშინვე საოპერაციოდ შეიყვანეს.

- სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში ექიმების ბრალზეა მინიშნება, ვის აბრალებთ?

- ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით, იმდენად ვართ გადართული რომ შორენა გადავარჩინოთ, ეგ საკითხი გვერდზე გვაქვს გადადებული. არ ვიცით, რა მოხდა რეალურად. დაადგინოს რა მოხდა, ვარაუდის დონეზე ვერაფერს ვიტყვი.

ახლა შორენა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მთელი რიგი გართულებები მოჰყვა. დაკარგა საშვილოსნო, მაგრამ მაგას ვინ დაეძებს, მთავარია გადარჩეს. ახლა თურქეთში იმყოფება.

- რას ამბობენ იქაური ექიმები?

- დღეს გამთენიისას ტრაპიზონში ჩაიყვანეს, მეუღლე და ძმა ახლავს თან. აქედან რეანიმობილით წაიყვანეს. გზაში რაიმე გართულება არ ყოფილა, ექიმებიც გაჰყვნენ, ღმერთის წყალობით მშვიდობით ჩავიდნენ. იქ ჯერჯერობით პასუხს არ ეუბნებიან. გამოკვლევები ჩაუტარეს და საღამოს იქნება ზუსტი შეფასება რას უნდა ველოდოთ. ახლა შორენა გონზე არ არის.

- ტყუპების მდგომარეობა როგორია?

- დღენაკლულად ითვლებიან და ექიმების მეთვალყურეობა სჭირდებათ. ახლა იაშვილის კლინიკაში არიან. შორენაც ღუდუშაურის კლინიკაში იყო გადმოყვანილი. ტვინის დაზიანება აქვს მიღებული, სჭირდება სერიოზული მკურნალობა. ოჯახს ურჩიეს, რომ უმჯობესი იქნებოდა მკურნალობა თურქეთში გაეგრძელებინა.

- შორენა ქუთაისიდან არის?

- მშობლები, ოჯახი, ძმა სვანეთში ჰყავს, მაგრამ ბოლო პერიოდი ქუთაისში სწავლობდა და მუშაობდა. იანვარში დაოჯახდა და მას შემდეგ ზესტაფონში ცხოვრობდა.

ოჯახს ახლა საზოგადოების დახმარება ძალიან სჭირდება, რადგან თითოეული ლარი, შორენას სიცოცხლის გადასარჩენად მნიშვნელოვანია. რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:#GE11BG0000000014434600

თი ბი სი ბანკი:#GE71TB7024745064300049

მიმღები:გიგა ცხელიშვილი