პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?
"დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

  • რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან ერ­თად, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში და­ი­ლუ­ქა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტე­ბი, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი­ყო მათ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ცუ­ლო­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ნა­ი­დან გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტე­ბი მუ­შა­ობს კომ­პლექ­სუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად და პროგ­რა­მუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო ამე­რი­კა­ში ლი­ცენ­ზი­რე­ბულ­მა კომ­პა­ნია - „სმარ­ტმა­ტიკ­მა“, ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა და შემ­დგო­მი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბი, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­უ­წო­დებს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა­გან.

"გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ბოლო დროს ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 164³-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან ერ­თად, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში და­ი­ლუ­ქა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტე­ბი, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი­ყო მათ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ცუ­ლო­ბა, შემ­დგომ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბის ლე­გი­ტი­მურ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ი­თხო­ვოს ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტებ­ში და­ცუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ასა­ხავს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ამომ­რჩე­ველ­თა მო­ნა­ცე­მებს. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის შემ­დგომ კი და­გეგ­მი­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი/ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, უნდა დად­გინ­დეს, ხომ არ ჰქონ­და ად­გი­ლი ამომ­რჩევ­ლის დუბ­ლი­რე­ბას, ასე­ვე, ხომ არ ფიქ­სირ­დე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი პი­რე­ბის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ხმის მი­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი.

ვი­ნა­ი­დან გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტე­ბი მუ­შა­ობს კომ­პლექ­სუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად და პროგ­რა­მუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო ამე­რი­კა­ში ლი­ცენ­ზი­რე­ბულ­მა კომ­პა­ნია - სმარ­ტმა­ტიკ­მა, ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა და შემ­დგო­მი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბი,აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვა და და­ცუ­ლო­ბა.

აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ყვე­ლა იმ პი­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­სა თუ სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია ფლობ­დეს რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას არ­ჩევ­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­ყალ­ბე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის გა­მო­ი­კი­თხნენ ცეს­კოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ჯა­რო წყა­რო­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა და ანა­ლი­ზი, საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ი­ნიშ­ნა სა­თა­ნა­დო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, გან­ხორ­ცი­ელ­და დო­კუ­მენ­ტე­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა და სხვა.

ამ­დე­ნად, საქ­მე­ზე ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო თუ საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მო­ახ­დენს.

აქვე გვსურს მო­ვუ­წო­დოთ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა­გან, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი და მიზ­ნად ისა­ხავს მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რის და მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას”, - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?

"დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?

საქართველოს გენერალური პროკურატურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

  • როგორც პროკურატურა განმარტავს, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა.

პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანია - „სმარტმატიკმა“, ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი საექსპერტო კვლევები, აღნიშნული კომპანიის ჩართულობით განხორციელდება.

პროკურატურა მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების ფარგლებში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ კი დაგეგმილია კომპიუტერული/ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ამომრჩევლის დუბლირებას, ასევე, ხომ არ ფიქსირდება საზღვარგარეთ მყოფი პირების ნაცვლად საქართველოში ხმის მიცემის შემთხვევები.

ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანია - სმარტმატიკმა, ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი საექსპერტო კვლევები,აღნიშნული კომპანიის ჩართულობით განხორციელდება, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს არსებული ინფორმაციის შენახვა და დაცულობა.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ყველა იმ პირის საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში დაკითხვა, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის გამოიკითხნენ ცესკოს თანამშრომლები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო წყაროებში გავრცელებული, არჩევნებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით დაინიშნა სათანადო ექსპერტიზები, განხორციელდა დოკუმენტების და ინფორმაციის გამოთხოვა და სხვა.

ამდენად, საქმეზე ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. პროკურატურა გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას პერიოდულად მოახდენს.

აქვე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მიზნად ისახავს მხოლოდ პროკურატურის და მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციას”, - წერია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.