სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზელენსკის ბირთვული ვარიანტი: უკრაინას ბომბისგან თვეები აშორებს?!" - რას ამბობენ ექსპერტები?
"ზელენსკის ბირთვული ვარიანტი: უკრაინას ბომბისგან თვეები აშორებს?!" - რას ამბობენ ექსპერტები?

Times-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სტა­ტი­ამ გა­ნა­ახ­ლა მსჯე­ლო­ბა თე­მა­ზე, შე­იძ­ლე­ბა თუ არა უკ­რა­ი­ნა კვლავ გახ­დეს ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო.


  • რა და­წე­რა Times-მა?

კი­ევს შე­უძ­ლია სწრა­ფად შე­ი­მუ­შა­ოს პრი­მი­ტი­უ­ლი ბირ­თვუ­ლი ბომ­ბი, რომ­ლის მსგავ­სიც 1945 წელს, ნა­გა­სა­კი­ში ჩა­მო­აგ­დეს, რათა შე­ა­ჩე­როს რუ­სე­თი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აშშ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში შე­წყვეტს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას, - წერ­და გუ­შინ ბრი­ტა­ნუ­ლი Times-ი.


birtvuli_afeTqeba_nagasakishi


გა­მო­ცე­მამ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის მომ­ზა­დე­ბულ არა­სა­ი­დუმ­ლო ანა­ლი­ტი­კუ­რი ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ კი­ევს შე­უძ­ლია თე­ო­რი­უ­ლად სწრა­ფად შექ­მნას შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი პლუ­ტო­ნი­უ­მის ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნი მისი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის და­ხარ­ჯუ­ლი საწ­ვა­ვის მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით - "მსუ­ქა­ნი კა­ცის" მსგავ­სი, რო­მე­ლიც აშშ - მა გა­მო­ი­ყე­ნა ია­პო­ნი­ა­ზე თავ­დას­ხმის­თვის.


"მარ­ტი­ვი ატო­მუ­რი ბომ­ბის შექ­მნა, რო­გორც ეს გა­ა­კე­თა შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა მა­ნ­ჰე­ტე­ნის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, 80 წლის შემ­დეგ არ იქ­ნე­ბა რთუ­ლი ამო­ცა­ნა“, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.


bombi_msuqani_kaci


მოხ­სე­ნე­ბის ავ­ტო­რი, ალექ­სეი ეჟა­კი, უკ­რა­ი­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მი­იჩ­ნევს, რომ ეს საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო ბა­ზის ან სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად.


სტა­ტია გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­თა­უ­რით "ზე­ლენ­სკის ბირ­თვუ­ლი ვა­რი­ან­ტი: უკ­რა­ი­ნას რამ­დე­ნი­მე თვე აშო­რებს ბომ­ბის ფლო­ბას".


გვი­ან სა­ღა­მოს უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.


  • რა თქვა კი­ევ­მა?

უკ­რა­ი­ნა არ აპი­რებს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შექ­მნას და და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­უვრცე­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ბუ­ლე­ბებს, წერს სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რი გე­ორ­გი ტიხი X-ში.


ukraina_spikeri
გი­ორ­გი ტიხი


"ჩვენ არ გვაქვს, არ ვა­ვი­თა­რებთ და არ ვა­პი­რებთ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნას. უკ­რა­ი­ნა მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს IAEA-სთან და არის სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლე მისი მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის, რაც გა­მო­რი­ცხავს ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მან.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რუ­სე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ხში­რად აცხა­დებ­და, რომ კი­ე­ვი შე­საძ­ლოა ემ­ზა­დე­ბო­დეს ბირ­თვუ­ლი სამ­ხედ­რო პროგ­რა­მის და­სა­წყე­ბა­დო.

  • რას ფიქ­რო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი?

ექ­სპერ­ტე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის მომ­ზა­დე­ბულ პო­ლი­ტი­კის ან­გა­რიშ­ში გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შექ­მნა.


ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ უკ­რა­ი­ნას აქვს და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი ტონა პლუ­ტო­ნი­უ­მი.


ამავდრო­უ­ლად, რუ­სუ­ლი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ველ პოდ­ვიგ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში და­წე­რა:


"ეს პლუ­ტო­ნი­უ­მი არის და­ხარ­ჯუ­ლი ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვი და მისი ია­რა­ღის­თვის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტად გა­და­მუ­შა­ვე­ბას სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა , რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში არ არ­სე­ბობს”.

გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნა არის IAEA-ს ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი და სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტო­რე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან სი­ტუ­ა­ცი­ას ქვეყ­ნის სამ ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე. სექ­ტემ­ბერ­ში სა­ა­გენ­ტომ გა­ა­ფარ­თო­ვა მი­სია, გა­ზარ­და ინ­სპექ­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მოკ­ლედ, ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბი­ან უკ­რა­ი­ნის ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რებ­ში და ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა ან­გა­რიშ­ში აღ­წე­რი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის და­მალ­ვა.


თა­ვის მხრივ, ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტი ჯეფ­რი ლუ­ი­სი მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია ასე­თი ქარ­ხნის აშე­ნე­ბა, მაგ­რამ პრაქ­ტი­კა­ში ამას დიდი დრო და დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი დას­ჭირ­დე­ბა.


ამავდრო­უ­ლად, ასე­თი ქარ­ხა­ნა გახ­დე­ბო­და რუ­სუ­ლი დარ­ტყმე­ბის სა­მიზ­ნე და თუ ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან მის მი­წის­ქვეშ მის გან­თავ­სე­ბას, ეს კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლებს პრო­ექტს, ამას­თა­ნა­ვე ბევ­რად გა­აძ­ვი­რებს.


წყა­რო


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ზელენსკის ბირთვული ვარიანტი: უკრაინას ბომბისგან თვეები აშორებს?!" - რას ამბობენ ექსპერტები?

"ზელენსკის ბირთვული ვარიანტი: უკრაინას ბომბისგან თვეები აშორებს?!" - რას ამბობენ ექსპერტები?

Times-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ განაახლა მსჯელობა თემაზე, შეიძლება თუ არა უკრაინა კვლავ გახდეს ბირთვული სახელმწიფო.


  • რა დაწერა Times-მა?

კიევს შეუძლია სწრაფად შეიმუშაოს პრიმიტიული ბირთვული ბომბი, რომლის მსგავსიც 1945 წელს, ნაგასაკიში ჩამოაგდეს, რათა შეაჩეროს რუსეთი იმ შემთხვევაში, თუ აშშ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეწყვეტს სამხედრო დახმარებას, - წერდა გუშინ ბრიტანული Times-ი.


birtvuli_afeTqeba_nagasakishi


გამოცემამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის მომზადებულ არასაიდუმლო ანალიტიკური ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კიევს შეუძლია თეორიულად სწრაფად შექმნას შედარებით მარტივი პლუტონიუმის ბირთვული ქობინი მისი ატომური ელექტროსადგურების დახარჯული საწვავის მასალის გამოყენებით - "მსუქანი კაცის" მსგავსი, რომელიც აშშ - მა გამოიყენა იაპონიაზე თავდასხმისთვის.


"მარტივი ატომური ბომბის შექმნა, როგორც ეს გააკეთა შეერთებულმა შტატებმა მანჰეტენის პროექტთან დაკავშირებით, 80 წლის შემდეგ არ იქნება რთული ამოცანა“, - ნათქვამია დოკუმენტში.


bombi_msuqani_kaci


მოხსენების ავტორი, ალექსეი ეჟაკი, უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი იქნება რუსული საჰაერო ბაზის ან სამრეწველო ობიექტების გასანადგურებლად.


სტატია გუშინ გამოქვეყნდა სათაურით "ზელენსკის ბირთვული ვარიანტი: უკრაინას რამდენიმე თვე აშორებს ბომბის ფლობას".


გვიან საღამოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.


  • რა თქვა კიევმა?

უკრაინა არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას და დაემორჩილება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დებულებებს, წერს სამინისტროს სპიკერი გეორგი ტიხი X-ში.


ukraina_spikeri
გიორგი ტიხი


"ჩვენ არ გვაქვს, არ ვავითარებთ და არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის შეძენას. უკრაინა მჭიდროდ თანამშრომლობს IAEA-სთან და არის სრულიად გამჭვირვალე მისი მონიტორინგისთვის, რაც გამორიცხავს ბირთვული მასალების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას“, - განაცხადა მან.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთი მტკიცებულებების გარეშე ხშირად აცხადებდა, რომ კიევი შესაძლოა ემზადებოდეს ბირთვული სამხედრო პროგრამის დასაწყებადო.

  • რას ფიქრობენ ექსპერტები?

ექსპერტები აკრიტიკებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის მომზადებულ პოლიტიკის ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ უკრაინას შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა.


ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინას აქვს დაახლოებით შვიდი ტონა პლუტონიუმი.


ამავდროულად, რუსული ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელმა პაველ პოდვიგმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:


"ეს პლუტონიუმი არის დახარჯული ბირთვული საწვავი და მისი იარაღისთვის საჭირო პროდუქტად გადამუშავებას სჭირდება სპეციალური გადამამუშავებელი ქარხანა , რომელიც უკრაინაში არ არსებობს”.

გარდა ამისა, უკრაინა არის IAEA-ს ყურადღების ობიექტი და სააგენტოს ინსპექტორები აკვირდებიან სიტუაციას ქვეყნის სამ ატომურ ელექტროსადგურზე. სექტემბერში სააგენტომ გააფართოვა მისია, გაზარდა ინსპექტორების რაოდენობა. მოკლედ, ისინი იმყოფებიან უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებში და ძალიან რთული იქნება ანგარიშში აღწერილი საქმიანობის დამალვა.


თავის მხრივ, ამერიკელი ექსპერტი ჯეფრი ლუისი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია ასეთი ქარხნის აშენება, მაგრამ პრაქტიკაში ამას დიდი დრო და დიდი ინვესტიციები დასჭირდება.


ამავდროულად, ასეთი ქარხანა გახდებოდა რუსული დარტყმების სამიზნე და თუ ისინი შეეცდებიან მის მიწისქვეშ მის განთავსებას, ეს კიდევ უფრო გაართულებს პროექტს, ამასთანავე ბევრად გააძვირებს.


წყარო