მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათასობით ადამიანი უყურებდა მამაკაცის სიკვდილით დასჯას ავღანეთში - "მკვლელს მსხვერპლის მამამ სამჯერ ესროლა" (ფოტოები)
ათასობით ადამიანი უყურებდა მამაკაცის სიკვდილით დასჯას ავღანეთში - "მკვლელს მსხვერპლის მამამ სამჯერ ესროლა" (ფოტოები)

ავ­ღა­ნეთ­ში, მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მსხვერ­პლის მა­მამ მოკ­ლა - "თა­ლი­ბა­ნის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მა­მა­კა­ცი ხალ­ხმრა­ვალ სპორ­ტულ სტა­დი­ონ­ზე სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ფა­რა­ჰის პრო­ვინ­ცი­ა­ში მოკ­ლეს, მას მსხვერ­პლის მა­მამ სამ­ჯერ ეს­რო­ლა. უმ­ძი­მეს მო­მენტს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უყუ­რებ­და.

"თა­ლი­ბა­ნის" ცნო­ბით, სიკ­ვდი­ლით დას­ჯილ­მა თაჯ­მირ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წლის წინ და­ნით დაჭ­რა მა­მა­კა­ცი, სა­ხე­ლად მუს­ტა­ფა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის თა­ლი­ბა­ნის სამ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ა­სა­მარ­თლა და მისი სას­ჯე­ლი მულა ახუნ­ძა­დამ და­ამ­ტკი­ცა. აღ­სრუ­ლე­ბამ­დე გა­მოქ­ვეყ­ნდა ცნო­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შე­სა­ხებ და „ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს მო­ე­თხო­ვა სპორ­ტულ მო­ე­დან­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა".

მოკ­ლუ­ლის დე­დამ BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ "თა­ლი­ბა­ნის" ლი­დე­რე­ბი სთხოვ­დნენ დამ­ნა­შა­ვის­თვის ეპა­ტი­ე­ბი­ნა, მაგ­რამ იგი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და მის სიკ­ვდი­ლით დას­ჯას.

სრო­ლას ეს­წრე­ბო­და ჯგუ­ფის ათო­ბით ლი­დე­რი. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც თა­ლი­ბებ­მა სა­ჯა­როდ აღი­ა­რეს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა. მათი სპი­კე­რის ზა­ბიჰუ­ლა მუ­ჯა­ჰი­დის თქმით, აღ­სრუ­ლე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლე, სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლი და უფ­რო­სი მი­ნის­ტრი - მათ შო­რის იუს­ტი­ცი­ის, სა­გა­რეო საქ­მე­თა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი.

თა­ლი­ბა­ნის უზე­ნა­ეს­მა ლი­დერ­მა ჰა­ი­ბა­თუ­ლა ახუნ­დზა­დამ გა­სულ თვე­ში გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე­ებს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, გა­მო­ი­ყე­ნოს ისე­თი სას­ჯე­ლი, რო­გო­რი­ცაა სა­ჯა­როდ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა, ამ­პუ­ტა­ცია და ჩა­ქოლ­ვა. თუმ­ცა, ზუს­ტი და­ნა­შა­უ­ლე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­ტო­ნიო გუ­ტე­რეშ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ღრმა შეშ­ფო­თე­ბა" გა­მოთ­ქვა:

„ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ავ­ღა­ნეთ­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯის მო­რა­ტო­რი­უ­მის დაბ­რუ­ნე­ბას“, - თქვა მან.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
0

აბა ფოტოები, რა გეშველებათ

giga
0

არა ციხეში გაეშვათ და ეჩივლა ცივი ყავა მომიტანესო, სწორეა მოკვლას ვერავინ გაბედავს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ათასობით ადამიანი უყურებდა მამაკაცის სიკვდილით დასჯას ავღანეთში - "მკვლელს მსხვერპლის მამამ სამჯერ ესროლა" (ფოტოები)

ათასობით ადამიანი უყურებდა მამაკაცის სიკვდილით დასჯას ავღანეთში - "მკვლელს მსხვერპლის მამამ სამჯერ ესროლა" (ფოტოები)

ავღანეთში, მკვლელობაში მსჯავრდებული მამაკაცი მსხვერპლის მამამ მოკლა - "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მამაკაცი ხალხმრავალ სპორტულ სტადიონზე სამხრეთ-დასავლეთ ფარაჰის პროვინციაში მოკლეს, მას მსხვერპლის მამამ სამჯერ ესროლა. უმძიმეს მომენტს ათასობით ადამიანი უყურებდა.

"თალიბანის" ცნობით, სიკვდილით დასჯილმა თაჯმირმა დაახლოებით ხუთი წლის წინ დანით დაჭრა მამაკაცი, სახელად მუსტაფა. მოგვიანებით ის თალიბანის სამმა სასამართლომ გაასამართლა და მისი სასჯელი მულა ახუნძადამ დაამტკიცა. აღსრულებამდე გამოქვეყნდა ცნობა ღონისძიების გასაჯაროების შესახებ და „ყველა მოქალაქეს მოეთხოვა სპორტულ მოედანზე გამოცხადება".

მოკლულის დედამ BBC-ს განუცხადა, რომ "თალიბანის" ლიდერები სთხოვდნენ დამნაშავისთვის ეპატიებინა, მაგრამ იგი დაჟინებით მოითხოვდა მის სიკვდილით დასჯას.

სროლას ესწრებოდა ჯგუფის ათობით ლიდერი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თალიბებმა საჯაროდ აღიარეს სიკვდილით დასჯა. მათი სპიკერის ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, აღსრულებას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე, სამხედრო პერსონალი და უფროსი მინისტრი - მათ შორის იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბათულა ახუნდზადამ გასულ თვეში გამოსცა ბრძანება, რომელიც მოსამართლეებს უფლებას აძლევს, გამოიყენოს ისეთი სასჯელი, როგორიცაა საჯაროდ სიკვდილით დასჯა, ამპუტაცია და ჩაქოლვა. თუმცა, ზუსტი დანაშაულები და შესაბამისი სასჯელები ოფიციალურად არ არის განსაზღვრული.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მომხდართან დაკავშირებით "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა:

„ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში სიკვდილით დასჯის მორატორიუმის დაბრუნებას“, - თქვა მან.

წყარო