პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ხელისუფლება არის თვითმარქვია, ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული - პარლამენტი ვერ შედგება“ - “ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა
“ხელისუფლება არის თვითმარქვია, ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული - პარლამენტი ვერ შედგება“ - “ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა

ოპო­ზი­ცი­ურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის ჩახ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.


“ჩვენ უარს ვამ­ბობთ მან­და­ტე­ბი მი­ვი­ღოთ იმ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, სა­დაც ად­გი­ლი ჰქონ­და ტო­ტა­ლურ გა­ყალ­ბე­ბას“, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.


რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ცეს­კო-ს არ აქვს უფ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის მიზ­ნით “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბის სა­ბუ­თე­ბი პარ­ლა­მენ­ტში გა­და­აგ­ზავ­ნოს.


“არ­ჩევ­ნე­ბის დღეს­ვე ცხა­დი იყო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ ასა­ხავ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბას. “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ხე­ლით, ჩვენ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ არ ვცნობთ ამ არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­სა და უარს ვა­ცხა­დებთ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე.


დღეს გვინ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად, თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა, ვინც იყო “ერ­თი­ა­ნო­ბა- ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წე­რი­ლით მივ­მარ­თოთ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას, რათა არ­ცერ­თი კან­დი­და­ტი “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ხე­ლით არ გა­ტარ­დეს რე­გის­ტრა­ცი­ა­ში და ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­კი­თხი ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ არ გა­დას­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, გან­სა­ხილ­ვე­ლა­დაც კი.


ჩვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვაა ის წე­რი­ლე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ვაგ­ზავ­ნით. ვი­თხოვთ, რომ არ­ცერთ ჩვენ­გან­ზე, არ­ცერთ პირ­ზე, რო­მე­ლიც ფი­გუ­რი­რებ­და “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში, არ მოხ­დეს დრო­ე­ბი­თი მან­და­ტის გა­ცე­მა, ჩვენ არ გაგ­ვა­ტა­რონ რე­გის­ტრა­ცი­ა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენტს არ გა­და­ეგ­ზავ­ნოს ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის მიზ­ნით. ეს არის ჩვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება და ჩვენ ამ თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბას ჩვე­ნი ხელ­მო­წე­რით ვა­დას­ტუ­რებთ.


უარს ვამ­ბობთ მან­და­ტე­ბი მი­ვი­ღოთ იმ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, სა­დაც ად­გი­ლი ჰქონ­და ტო­ტა­ლურ გა­ყალ­ბე­ბას, სა­დაც დარ­ღვე­უ­ლი იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრინ­ცი­პი ფა­რუ­ლო­ბის სა­ხით და შე­სა­ბა­მი­სად, არ იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება; სა­დაც ად­გი­ლი ჰქონ­და უამ­რავ სხვა მა­ქი­ნა­ცი­ას და მა­სობ­რივ დარ­ღვე­ვას, რომ­ლის შე­დე­გებ­საც არ აღი­ა­რებს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო. ჩვენ ეს ვი­ხი­ლეთ მათ შო­რის გუ­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ აქ და მი­მარ­თავ­დნენ ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მელ­საც არც კი შეხ­ვდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მათი ვი­ზი­ტი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ არა­ლე­გი­ტი­მურ არ­ჩევ­ნებს არ ექ­ნე­ბა აღი­ა­რე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს მხრი­დან; არ ექ­ნე­ბა აღი­ა­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან და ჩვენ ჩვე­ნი ხელ­მო­წე­რით, კი­დევ ერთხელ, ვა­დას­ტუ­რებთ, რომ ცეს­კო-ს არ აქვს უფ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბის მიზ­ნით ჩვე­ნი სა­ბუ­თე­ბი პარ­ლა­მენ­ტში გა­და­აგ­ზავ­ნოს,“ - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.


  • იგი­ვე პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი, გი­ორ­გი ვა­შა­ძე. მისი თქმით, “არ­ჩევ­ნე­ბი არის ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, გა­და­წე­რი­ლი შე­დე­გე­ბით“.

მისი შე­ფა­სე­ბით, “ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის თვით­მარ­ქვია“ და ოპო­ზი­ცია მან­და­ტებ­ზე უარს ამ­ბობს.


“მივ­მარ­თეთ კონ­კრე­ტულ პრო­ცე­დუ­რას და მო­ვი­თხოვთ, რომ შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მამ­დე იყოს ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი წარ­დგე­ნი­ლი, რომ ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბი­თა და გვა­რე­ბით, არა­ვი­თა­რი პრო­ცე­დუ­რა არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ცეს­კო-მ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ცე­დუ­რას მივ­მარ­თოთ. ამით კი­დევ ერთხელ ვამ­ბობთ, რომ რა მე­ქა­ნიზ­მიც არ უნდა დაგ­ვჭირ­დეს, ყვე­ლა მე­ქა­ნიზმს გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმის­თვის, რომ ამ პარ­ლა­მენ­ტის არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა იყოს ცნო­ბი­ლი. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად თვით­მარ­ქვია პრო­ცე­სი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის თვით­მარ­ქვია. რე­ა­ლუ­რად, ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხს ეკუთ­ვნის. ეს არ­ჩევ­ნე­ბი არის ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, გა­და­წე­რი­ლი შე­დე­გე­ბით და ამის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას ბო­ლომ­დე გა­ვაგ­რძე­ლებთ. ჩავ­ხსე­ნით სი­ე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად მივ­მარ­თავთ ცეს­კოს, რომ არ შე­იყ­ვა­ნოს ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მში შე­სა­ბა­მი­სი პარ­ტი­ე­ბის სი­ი­დან. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­მარ­თლებ­რი­ვად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, რომ პარ­ლა­მენ­ტი ვერ შედ­გე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.


  • “ამ პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბას არ ვა­პი­რებთ“, - გა­ნუ­ცხა­და “ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გიგი წე­რე­თელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მისი შე­ფა­სე­ბით, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის დარ­ღვე­ვა იყო, რის გა­მოც ისი­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ აღი­ა­რე­ბენ და სა­კუ­თარ მან­და­ტებ­ზე უარს ამ­ბო­ბენ.


“მას შემ­დეგ, რაც ე.წ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­მო­ცხად­და, ყვე­ლამ
ძა­ლი­ან კარ­გად და­ი­ნა­ხა ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რე­თაც რამ­დე­ნი მა­ნი­პუ­ლა­ცია იყო. ჩვენ არა­ერ­თხელ მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ არ ვა­პი­რებთ ამ პარ­ლა­მენ­ტის და მთლი­ა­ნად, ამ პრო­ცე­სის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, არ­ჩევ­ნე­ბი აღი­ა­რე­ბუ­ლი არ არის. დღეს ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი გამ­ყარ­და კონ­კრე­ტუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც ცეს­კო-გა­და­ე­ცე­მა იმის­თვის, რომ არ გა­ტარ­დეს ამ არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის გვა­რე­ბი სა­ბო­ლოო ოქ­მებ­ში. ამით კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ იმას, რომ ამ პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბას არ ვა­პი­რებთ. თუ ვინ­მეს კი­თხვის ნი­შა­ნი ჰქონ­და, დღეს უკვე არის კონ­კრე­ტუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.


ცნო­ბის­თვის, “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე უარს ამ­ბობს. სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის ჩახ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­დევ ერ­თმა ოპო­ზი­ცი­ურ­მა კო­ა­ლი­ცი­ამ კო­ა­ლი­ცია “ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ მი­ი­ღო.


იხი­ლეთ ასე­ვე:


“ყვე­ლა, ვინც სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ვართ, უარს ვა­ცხა­დებთ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე რე­ჟიმ­თან - პარ­ლა­მენ­ტი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია“ - ნიკა გვა­რა­მია


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“ხელისუფლება არის თვითმარქვია, ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული - პარლამენტი ვერ შედგება“ - “ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა

“ხელისუფლება არის თვითმარქვია, ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული - პარლამენტი ვერ შედგება“ - “ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა

ოპოზიციურმა გაერთიანებებმა საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.


“ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას“, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ცესკო-ს არ აქვს უფლება უფლებამოსილების ცნობის მიზნით “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს.


“არჩევნების დღესვე ცხადი იყო, რომ აღნიშნული არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ ნებას. “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სახელით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობასა და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე.


დღეს გვინდა ოფიციალურად, თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს, განსახილველადაც კი.


ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომელსაც ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვაგზავნით. ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელები და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით. ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ.


უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება; სადაც ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. ჩვენ ეს ვიხილეთ მათ შორის გუშინ, როცა საქართველოს ევროპელი მეგობრები იმყოფებოდნენ აქ და მიმართავდნენ ქართველ ხალხს, რომელსაც არც კი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენელი. მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს არ ექნება აღიარება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან; არ ექნება აღიარება ოპოზიციის მხრიდან და ჩვენ ჩვენი ხელმოწერით, კიდევ ერთხელ, ვადასტურებთ, რომ ცესკო-ს არ აქვს უფლება უფლებამოსილების ცნობის მიზნით ჩვენი საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.


  • იგივე პოზიციას იზიარებს “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, “არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, გადაწერილი შედეგებით“.

მისი შეფასებით, “ხელისუფლება არის თვითმარქვია“ და ოპოზიცია მანდატებზე უარს ამბობს.


“მივმართეთ კონკრეტულ პროცედურას და მოვითხოვთ, რომ შემაჯამებელ ოქმამდე იყოს ეს განცხადებები წარდგენილი, რომ ჩვენი სახელებითა და გვარებით, არავითარი პროცედურა არ განახორციელოს ცესკო-მ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცედურას მივმართოთ. ამით კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ რა მექანიზმიც არ უნდა დაგვჭირდეს, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ პარლამენტის არალეგიტიმურობა იყოს ცნობილი. ეს არის აბსოლუტურად თვითმარქვია პროცესი, ხელისუფლება არის თვითმარქვია. რეალურად, ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. ეს არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, გადაწერილი შედეგებით და ამის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. ჩავხსენით სიები, ინდივიდუალური განცხადებით დასაბუთებულად მივმართავთ ცესკოს, რომ არ შეიყვანოს ჩვენი სახელები და გვარები შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი პარტიების სიიდან. ფაქტობრივად, სამართლებრივად დასაბუთებულია, რომ პარლამენტი ვერ შედგება“,- განაცხადა ვაშაძემ.


  • “ამ პარლამენტში მუშაობას არ ვაპირებთ“, - განუცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს.

მისი შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე სხვადასხვა სახის დარღვევა იყო, რის გამოც ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საკუთარ მანდატებზე უარს ამბობენ.


“მას შემდეგ, რაც ე.წ არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ყველამ
ძალიან კარგად დაინახა ქვეყნის შიგნით და გარეთაც რამდენი მანიპულაცია იყო. ჩვენ არაერთხელ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ პარლამენტის და მთლიანად, ამ პროცესის ლეგიტიმაციას, არჩევნები აღიარებული არ არის. დღეს ეს განცხადებები გამყარდა კონკრეტული წერილობითი განცხადებით, რომელიც ცესკო-გადაეცემა იმისთვის, რომ არ გატარდეს ამ არჩეული დეპუტატების გვარები საბოლოო ოქმებში. ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ ამ პარლამენტში მუშაობას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს კითხვის ნიშანი ჰქონდა, დღეს უკვე არის კონკრეტული წერილობითი განცხადებით გამყარებული“, - განაცხადა წერეთელმა.


ცნობისთვის, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ მიიღო.


იხილეთ ასევე:


“ყველა, ვინც საარჩევნო სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან - პარლამენტი არალეგიტიმურია“ - ნიკა გვარამია