სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკის იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა
ბაზისბანკის იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა

2024 წლის მე­სა­მე კვარტლის ფი­ნან­სუ­რი შე­დე­გე­ბით, ბა­ზის­ბან­კის მთლი­ა­ნი აქ­ტი­ვე­ბი წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 14.2%-ით გა­ი­ზარ­და და 3.8 მი­ლი­არ­დი ლარი შე­ად­გი­ნა. ბა­ზის­ბან­კის მთლი­ან­მა საკ­რე­დი­ტო პორ­ტფელ­მა 2.7 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან ზრდა 451 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

ბა­ზის­ბან­კი, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის დაკ­რე­დი­ტე­ბით კვლავ სტა­ბი­ლუ­რად პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს უმ­სხვი­ლე­სი ბან­კე­ბის სა­მე­ულ­ში და მე­სა­მე კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბიზ­ნე­სის საკ­რე­დი­ტო პორ­ტფელ­მა 2 მი­ლი­არ­დი ლარი შე­ად­გი­ნა. ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სეს­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 860 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა.

ბა­ზის­ბან­კის სა­დე­პო­ზი­ტო პორ­ტფე­ლი, წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, 238 მი­ლი­ო­ნი ლა­რით, 2.3 მი­ლი­არდ ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. მათ შო­რის, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის დე­პო­ზი­ტე­ბის ზრდამ, წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 218 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა.

ბა­ზის­ბან­კის ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი სა­ლი­ზინ­გო და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბბ ლი­ზინ­გის საკ­რე­დი­ტო პორ­ტფელ­მა 40 მი­ლი­ონ ლარს მი­აღ­წია, პორ­ტფე­ლის ზრდამ წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 61% შე­ად­გი­ნა. 2024 წლის მე­სა­მე კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბბ და­ზღვე­ვის მიერ მო­ზი­დუ­ლი პრე­მია 19.6 მი­ლი­ო­ნი ლა­რია, პრე­მი­ის ზრდა წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 65%.

2024 წლის 30 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, ბა­ზის­ბან­კის ჯგუ­ფის წმინ­და მო­გე­ბამ 63.4 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა. უკუ­გე­ბამ მთლი­ან აქ­ტი­ვებ­ზე (ROA) 2.34%, ხოლო უკუ­გე­ბამ სა­კუ­თარ კა­პი­ტალ­ზე (ROE) 14.84% შე­ად­გი­ნა.

ბა­ზის­ბან­კმა, 2024 წლის მე­სა­მე კვარ­ტალ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა მწვა­ნე და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, მწვა­ნე და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, 20 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მდგრა­დი სა­ჯა­რო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი გა­ნა­თავ­სა, რაც მდგრა­დი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა და კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო ემი­სი­აა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე.

ბა­ზის­ბანკს, EFSE და GGF ფონდს შო­რის პარტნი­ო­რო­ბა კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­და და ბან­კმა ჯამ­ში 20 მი­ლი­ო­ნი ევ­როს სუ­ბორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მწვა­ნე სეს­ხი მი­ი­ღო. და­ფი­ნან­სე­ბის პა­კე­ტი მე­ო­რა­დი კა­პი­ტა­ლის რე­სურ­სის გამ­ყა­რე­ბას და ბან­კის მიერ დაკ­რე­დი­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ე­ბის მდგრა­დი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას მოხ­მარ­დე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ბაზისბანკის იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა

ბაზისბანკის იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა

2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ზრდა 451 მილიონი ლარია.

ბაზისბანკი, იურიდიული პირების დაკრედიტებით კვლავ სტაბილურად პოზიციონირებს უმსხვილესი ბანკების სამეულში და მესამე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესის საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. ფიზიკური პირების სესხების მოცულობამ 860 მილიონი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის სადეპოზიტო პორტფელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 238 მილიონი ლარით, 2.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 218 მილიონი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მონაცემებით, ბბ ლიზინგის საკრედიტო პორტფელმა 40 მილიონ ლარს მიაღწია, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61% შეადგინა. 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ბბ დაზღვევის მიერ მოზიდული პრემია 19.6 მილიონი ლარია, პრემიის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%.

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბაზისბანკის ჯგუფის წმინდა მოგებამ 63.4 მილიონი ლარი შეადგინა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.34%, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 14.84% შეადგინა.

ბაზისბანკმა, 2024 წლის მესამე კვარტალში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მწვანე და სოციალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით. პირველად საქართველოში, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები განათავსა, რაც მდგრადი ობლიგაციების პირველი გამოშვება და კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული პირველი საჯარო ემისიაა ადგილობრივ ბაზარზე.

ბაზისბანკს, EFSE და GGF ფონდს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და ბანკმა ჯამში 20 მილიონი ევროს სუბორდინირებული და გრძელვადიანი მწვანე სესხი მიიღო. დაფინანსების პაკეტი მეორადი კაპიტალის რესურსის გამყარებას და ბანკის მიერ დაკრედიტების გაფართოებას, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მდგრადი ინვესტიციებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

R