წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს“ - მიხაილ როთი
“მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს“ - მიხაილ როთი

“ევ­რო­კავ­შირ­ში ბევ­რი მთავ­რო­ბა და არა ყვე­ლა, უკვე გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბას - მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის, მაგ­რამ პო­ზი­ცია შე­ვიც­ვა­ლე. ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი, რაც გვაქვს, რათა თბი­ლისს მი­ვა­წო­დოთ მკა­ფიო გზავ­ნი­ლი, შე­წყვი­ტოს ეს ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა!“ - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხა­ილ როთი ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

რო­გორც როთი აღ­ნიშ­ნავს, არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლომ ორ სამ­ყა­რო­ში იცხოვ­როს.

“გა­იხ­სე­ნეთ, როცა თქვენ­თან ბოლო ინ­ტერ­ვიუ გვქონ­და, მე კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის, მაგ­რამ პო­ზი­ცია შე­ვიც­ვა­ლე და ეს მი­ჭირს. ვიცი, რომ ამის­თვის ჩემ­მა მე­გობ­რებ­მაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ფასი უნდა გა­და­ი­ხა­დონ, მაგ­რამ ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი, რაც გვაქვს ჩვე­ნი მხრი­დან, რათა თბი­ლისს მი­ვა­წო­დოთ მკა­ფიო გზავ­ნი­ლი - შე­წყვი­ტოს ეს ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა. დაბ­რუნ­დით გზა­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან. ჩვენ გეხ­მა­რე­ბით, მხარს გი­ჭერთ. ამ მთავ­რო­ბამ უნდა გა­და­ი­ხა­დოს ფასი. ამი­ტო­მაც დიდი იმე­დი მაქვს, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ასე­თი ვი­თა­რე­ბა, რად­გან ვიცი, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ბევ­რი მთავ­რო­ბა და არა ყვე­ლა, უკვე გა­ნი­ხი­ლავს უფა­სო სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბას.

არ ვე­ლო­დი ამ მოვ­ლე­ნებს, მაგ­რამ თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­და­წყვეტს (და ეს ლე­გი­ტი­მუ­რია), ჩვენ რუ­სულ ცხოვ­რე­ბას ვა­ნი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბა­სო, პა­ტი­ვი უნდა ვცეთ, მაგ­რამ თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ იცხოვ­როთ ორ სამ­ყა­რო­ში. ეს არის სერ­ბუ­ლი გზა. სერ­ბე­თის ლი­დე­რი, ბა­ტო­ნი ვუ­ჩი­ტი ეუბ­ნე­ბა თა­ვის ხალ­ხს, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ორი­ვე გვქონ­დეს. ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­რო ის­ტო­რი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი გვაქვს რუ­სეთ­თან, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ ფულს ბრი­უ­სე­ლი­დან და გერ­მა­ნუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­დან ვი­ღებთ. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. თუ მმარ­თვე­ლი პარ­ტია მკი­თხავს, ვე­ტყვი, მე­გობ­რე­ბო, სერ­ბუ­ლი მო­დე­ლი არ არის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და როთ­მა.

მი­ხა­ილ როთ­თან ინ­ტერ­ვი­უს “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ 12:00-სა­ა­თი­ან სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

“მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს“ - მიხაილ როთი

“მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს“ - მიხაილ როთი

“ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას - მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი, შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა!“ - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ტელეკომპანია “პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც როთი აღნიშნავს, არ შეიძლება საქართველომ ორ სამყაროში იცხოვროს.

“გაიხსენეთ, როცა თქვენთან ბოლო ინტერვიუ გვქონდა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს. ვიცი, რომ ამისთვის ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს ჩვენი მხრიდან, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი - შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. დაბრუნდით გზაზე. დაახლოებით ეს ქვეყანა ევროკავშირთან. ჩვენ გეხმარებით, მხარს გიჭერთ. ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ასეთი ვითარება, რადგან ვიცი, რომ ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს უფასო სავიზო რეჟიმის შეჩერებას.

არ ველოდი ამ მოვლენებს, მაგრამ თუ საზოგადოება გადაწყვეტს (და ეს ლეგიტიმურია), ჩვენ რუსულ ცხოვრებას ვანიჭებთ უპირატესობასო, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ორ სამყაროში. ეს არის სერბული გზა. სერბეთის ლიდერი, ბატონი ვუჩიტი ეუბნება თავის ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ორივე გვქონდეს. ჩვენ ძალიან მჭიდრო ისტორიული ეკონომიკური კავშირები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ ფულს ბრიუსელიდან და გერმანული ინვესტიციებიდან ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში. თუ მმართველი პარტია მკითხავს, ვეტყვი, მეგობრებო, სერბული მოდელი არ არის წამახალისებელი,“ - განაცხადა როთმა.

მიხაილ როთთან ინტერვიუს “პალიტრანიუსი“ 12:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.