მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციის განმარტება
მრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციის განმარტება

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) რე­გუ­ლა­ცი­ით, რო­მე­ლიც მრა­ვალ­ბი­ნი­ან სახ­ლში გათ­ბო­ბის სა­ერ­თო სის­ტე­მას შე­ე­ხე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ ვინ არის მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი გათ­ბო­ბის სა­ერ­თო სის­ტე­მის - მფლო­ბელ მომ­ხმა­რებ­ლად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი - ფი­ზი­კუ­რი, იუ­რი­დი­უ­ლი პირი თუ ამ­ხა­ნა­გო­ბა, გათ­ბო­ბის სა­ერ­თო სის­ტე­მის მფლო­ბელს მოხ­მა­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­და­სა­ხა­დი და­ე­რი­ცხე­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნით სარ­გებ­ლო­ბის წი­ლის მი­ხედ­ვით.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფი და­ე­რი­ცხე­ბა მოხ­მა­რე­ბუ­ლი გა­ზის იმ ოდე­ნო­ბას, რო­მე­ლიც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნით იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია არ შე­ე­ხე­ბა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი (ე.წ. ცენ­ტრა­ლუ­რი) გათ­ბო­ბის სის­ტე­მებს.

მა­გა­ლი­თად, თუ გათ­ბო­ბის სა­ერ­თო სის­ტე­მის სა­ან­გა­რიშს­წო­რე­ბო მრი­ცხველ­ზე და­ფიქ­სირ­და 1000 კუბ.მ ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მოხ­მა­რე­ბა, ხოლო სის­ტე­მა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ქვე-მრი­ცხვე­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ 80%-ის მოხ­მა­რე­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნით მოხ­და, ლი­ცენ­ზი­ა­ტი კომ­პა­ნია ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბი­დან სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნით მოხ­მა­რე­ბულ წილს გა­მო­ით­ვლის და აღ­რი­ცხულ 1000 კუბ.მ-დან 800 კუბ.მ-ზე და­რი­ცხვას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფით, ხოლო დარ­ჩე­ნილ 200 კუბ.მ-ზე - არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფით.

სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნით მოხ­მა­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის წი­ლის და­სად­გე­ნად, სა­ჭი­როა, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბით მო­სარ­გებ­ლე პირ­თა თბო­ე­ნერ­გი­ის (ცხე­ლი წყლი­სა და გათ­ბო­ბის) მოხ­მა­რე­ბა აღი­რი­ცხე­ბო­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჭკვი­ა­ნი მრი­ცხვე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ასე­ვე, სა­ჭი­როა, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სა­ერ­თო სის­ტე­მა სარ­გებ­ლობ­დეს გა­ნახ­ლე­ბა­დი ან/და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­თი, გაზ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით. (აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა არ ვრცელ­დე­ბა 2025 წლამ­დე ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­სულ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ზე და იმ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ზე, რო­მელ­თა ძი­რი­თა­დი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის მო­წყო­ბა დას­რულ­დე­ბა 2025 წლამ­დე).

გათ­ბო­ბის სა­ერ­თო სის­ტე­მით სარ­გებ­ლო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია სე­მე­კის ვებგ­ვერ­დზე: https://gnerc.org/ge/user-page/natural-gaz/tsentraluri-gatbobis-sistema

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

მრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციის განმარტება

მრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციის განმარტება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციით, რომელიც მრავალბინიან სახლში გათბობის საერთო სისტემას შეეხება, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მრავალბინიანი გათბობის საერთო სისტემის - მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული - ფიზიკური, იურიდიული პირი თუ ამხანაგობა, გათბობის საერთო სისტემის მფლობელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის მიხედვით.

შესაბამისად, საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნით იქნება გამოყენებული.

აღნიშნული რეგულაცია არ შეეხება საცხოვრებელ ბინებში ინდივიდუალური (ე.წ. ცენტრალური) გათბობის სისტემებს.

მაგალითად, თუ გათბობის საერთო სისტემის საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 1000 კუბ.მ ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო სისტემაზე დამონტაჟებული ინდივიდუალური ქვე-მრიცხველის მონაცემებით დასტურდება, რომ 80%-ის მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხდა, ლიცენზიატი კომპანია ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულ წილს გამოითვლის და აღრიცხულ 1000 კუბ.მ-დან 800 კუბ.მ-ზე დარიცხვას განახორციელებს საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო დარჩენილ 200 კუბ.მ-ზე - არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილის დასადგენად, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა თბოენერგიის (ცხელი წყლისა და გათბობის) მოხმარება აღირიცხებოდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით.

ასევე, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობის საერთო სისტემა სარგებლობდეს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი, გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით. (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება 2025 წლამდე ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულდება 2025 წლამდე).

გათბობის საერთო სისტემით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/user-page/natural-gaz/tsentraluri-gatbobis-sistema

NS