საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურიკოVSჟორჟი - საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მწვავე დერბიში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: წაგების მიუხედავად დავითაშვილი საუკეთესოდ დასახელდა
ზურიკოVSჟორჟი - საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მწვავე დერბიში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: წაგების მიუხედავად დავითაშვილი საუკეთესოდ დასახელდა

საფ­რან­გე­თის ლიგა 1-ის მე-11 ტურ­ში ფრან­გუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ლი­ო­ნის "ოლიმ­პი­კი"და "სენტ-ეტი­ე­ნი" და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ჩვენ­თვის ეს მატ­ჩი ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან მო­ე­დან­ზე ორი ქარ­თვე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. "სენტ-ეტი­ე­ნის" რი­გებ­ში ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილ­მა შე­უც­ვლე­ლად ითა­მა­შა, მას­პინ­ძელ­თა გუნდში კი გი­ორ­გი (ჟორჟ) მი­ქა­უ­ტა­ძე მე-80 წუთ­ზე, შეც­ვლა­ზე შე­ვი­და.

  • რო­გორ წა­რი­მარ­თა და­პი­რის­პი­რე­ბა

მატ­ჩის პირ­ვე­ლი ტა­ი­მი გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა, 22-ე წუთ­ზე ზუ­რი­კომ ფლანგზე ეინსლი მე­იტ­ლენდ-ნა­ილ­სი ჩა­მო­ი­შო­რა და ჩა­ა­წო­და, თუმ­ცა სტა­სინ­მა გო­ლის გა­ტა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა, "ლი­ონ­მა" მე­ტო­ქეს რამ­დენ­ჯერ­მე მწვა­ვედ შე­უ­ტია, გო­ტიე ლარ­სო­ნერ­მა სა­კუ­თა­რი გუნ­დი გაშ­ვე­ბუ­ლი გო­ლის­გან არა­ერ­თხელ იხ­სნა, მაგ­რამ 29-ე წუთ­ზე ან­გა­რი­ში ალექ­სან­დრ ლა­კა­ზეტ­მა გახ­სნა.

"რო­ნის დერ­ბის" მე­ო­რე ტა­იმ­ში "სენტ-ეტი­ე­ნი" გა­აქ­ტი­ურ­და, 51-ე წუთ­ზე ზუ­რი­კომ სა­ჯა­რი­მოს გა­რე­დან და­არ­ტყა, ქარ­თვე­ლის მცდე­ლო­ბა ლუ­კას პე­რის­თვის სა­ხი­ფა­თო არ აღ­მოჩ­ნდა და ბურთს და­ე­უფ­ლა, 54-ე წუთ­ზე და­ვი­თაშ­ვილ­მა ფრან­გი მე­კა­რის კა­რის აღე­ბა სა­ჯა­რი­მო დარ­ტყმით სცა­და, პერი კვლავ ად­გილ­ზე იყო და ბურ­თი ხე­ლებ­ში და­ა­ფიქ­სი­რა. მე-60 წუთ­ზე "ლი­ო­ნის" კარს კვლავ ქარ­თვე­ლი და­ე­მუქ­რა და მე­იტ­ლენდ-ნა­ილ­სი ოს­ტა­ტუ­რად ჩა­მო­ი­შო­რა, მაგ­რამ მისი დარ­ტყმუ­ლი ჩა­ლე­ტა-ცარ­მა დაბ­ლო­კა.

76-ე წუთ­ზე ზუ­რი­კოს კარ­გი გა­და­ცე­მის შემ­დეგ იბ­რა­ჰიმ სი­სო­კო მე­კა­რეს­თან ერთი-ერ­თზე დარ­ჩა, პერ­მა სა­კუ­თა­რი გუნ­დი გაშ­ვე­ბუ­ლი გო­ლის­გან გა­და­არ­ჩი­ნა.

85-ე წუთ­ზე მი­ქა­უ­ტა­ძე "სენტ-ეტი­ე­ნის" სა­ჯა­რი­მო­ში შე­იჭ­რა, მისი დარ­ტყმუ­ლი ლარ­სო­ნე­რის­თვის მარ­ტი­ვი ნა­დავ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

მატ­ჩის მას­პინ­ძელ­თა გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 1:0 დას­რულ­და.

  • ვინ გახ­და მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი?

მი­უ­ხე­და­ვად "სენტ-ეტი­ე­ნის“ წა­გე­ბი­სა, და­ვი­თაშ­ვილ­მა sofascore-ს და whoscored-სგან ორი­ვე გუნ­დი­დან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღო (შე­სა­ბა­მი­სად 8.3 და 8.0), ხოლო flashscore-მ მხო­ლოდ 7.7 ქულა გა­ი­მე­ტა.

ცნო­ბი­სათ­ვის, ზუ­რი­კო 56-ჯერ შე­ე­ხო ბურთს, 20 ზუს­ტი პასი გა­ა­კე­თა, 5-დან 5 წარ­მა­ტე­ბუ­ლი დრიბ­ლინ­გი ჰქონ­და, 12-დან 7 ორ­თაბ­რძო­ლა მო­ი­გო, კარ­ში სამ­ჯერ და­არ­ტყა ბურ­თი და ერთხელ სა­გო­ლე მო­მენ­ტი შექ­მნა.

მი­ქა­უ­ტა­ძის შე­ფა­სე­ბე­ბი: sofascore 6.7, flashscore 6.3, whoscored 6.2.

  • დერ­ბის ის­ტო­რია?

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ ორი კლუ­ბის დერ­ბი ფრან­გუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია, გუნ­დე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კი ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლად ვერ იტა­ნენ ერ­თმა­ნეთს.

იყო დრო, როცა ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდ ორ გუნ­დად სწო­რედ ლი­ო­ნის "ოლიმ­პი­კი" და "სენტ-ეტი­ენ" (ASSE) მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ. დღე­საც არა­ერ­თი ფრან­გი გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის ეს დერ­ბი ფრან­გუ­ლი ფეხ­ბურ­თის ყვე­ლა­ზე დიდი მატ­ჩია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სენტ-ეტი­ე­ნი ლიგა 1-ში წელს დაბ­რუნ­და და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი დრო ედგა, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ლიგა 1-ის ყვე­ლა­ზე მეტი ტი­ტუ­ლი სწო­რედ ამ არ­ცთუ ისე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქა­ლა­ქის კლუბს ჰქონ­და. 1957-დან 1981 წლე­ბამ­დე მან 10 ტი­ტუ­ლის მო­გე­ბა მო­ა­ხერ­ხა და მხო­ლოდ 1 წე­ლია, რაც პსჟ-მ ამ რე­კორ­დის მოხ­სნა შეძ­ლო.

"სენტ-ეტი­ე­ნის" ეს რე­კორ­დი ევ­რო­პუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით დიდ უც­ნა­უ­რო­ბად მი­იჩ­ნე­ო­და. სენტ-ეტი­ე­ნი არა თუ ცნო­ბილ ფრან­გულ ქა­ლა­ქებს შო­რის არ შე­დის, არა­მედ სიმ­დიდ­რი­თაც არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც კლუ­ბის ის­ტო­რი­ულ შე­დე­გებს კი­დევ უფრო უც­ნა­ურს ხდის. სენტ-ეტი­ე­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ძი­რი­თა­დად მუ­შა­თა კლასს წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც ქა­ლაქთან არ­სე­ბულ მა­ღა­რო­ებ­სა და ქარ­ხნებ­ში მუ­შა­ობ­დნენ, რა­მაც ეს ად­გი­ლი თან­და­თან ინ­დუსტრი­ის ჰა­ბად აქ­ცია.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად, სენტ-ეტი­ე­ნი ლი­ო­ნი­დან, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე მე­ტად და­სახ­ლე­ბუ­ლი და კარ­გად ნაც­ნო­ბი ქა­ლა­ქია, 50 კი­ლო­მეტრშია. კულ­ტუ­რუ­ლად კი ეს ორი ქა­ლა­ქი ერ­თმა­ნეთ­თან ცა და დე­და­მი­წაა. ლი­ო­ნი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი კულ­ტუ­რით, სამ­ზა­რე­უ­ლო­თი, არ­ქი­ტექ­ტუ­რით, რაც აი­სა­ხე­ბა მის, რო­გორც ქვეყ­ნის ერთ-ერთი მდი­და­რი ქა­ლა­ქის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზეც.

"ლი­ო­ნის" წარ­მა­ტე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ფრან­გუ­ლი ფეხ­ბურ­თის ახალ ეპო­ქას და­უ­დო სა­თა­ვე, როცა უდი­დე­სი და უმ­დიდ­რე­სი ქა­ლა­ქე­ბის კლუ­ბე­ბი დო­მი­ნი­რე­ბენ ლიგა 1-ში. "სენტ-ეტი­ე­ნის" ბოლო ტი­ტუ­ლი­დან კი უკვე 43 წელი გა­ვი­და.

ამ ორ კლუბს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის ხა­რის­ხი რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, გე­ტყვით, რომ სულ რა­ღაც 2 წლის წინ "ოლიმ­პი­კის" გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ, რომ მათ მო­თა­მა­შე­ებს მწვა­ნე ბუ­ცე­ბი არ ჩა­ეც­ვათ, რად­გან ეს "სენტ-ეტი­ე­ნის" ფე­რია.

  • ქარ­თვე­ლე­ბის წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნის მო­ნა­გა­რი

საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის ან­გა­რიშ­ზე 2 გოლი და 1 სა­გო­ლე გა­და­ცე­მაა, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი კი ბრწყინ­ვა­ლე ფორ­მა­შია და "სენტ-ეტი­ე­ნის" უპი­რო­ბო ლი­დე­რია, მის აქ­ტივ­ში 5 გოლი და 2 სა­გო­ლე გა­და­ცე­მაა. ამ ცოტა ხნის წინ, ლიგა 1-ის კვი­რის გუნდში ორი­ვე ქარ­თვე­ლი ერ­თად მოხ­ვდა.

ქარ­თვე­ლე­ბი აქამ­დე საფ­რან­გეთ­ში ერ­თმა­ნეთს უკვე 2-ჯერ და­უ­პი­რის­პირ­დნენ. 2022-23 წლე­ბის სე­ზონ­ში ლიგა 2-ში "ბორ­დო­სა" და "მე­ცის" მატ­ჩე­ბი შედ­გა და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თვე­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს. ერთ-ერთ თა­მაშ­ში "მეც­მა" მე­ტო­ქე 3-0 და­ა­მარ­ცხა, მი­ქა­უ­ტა­ძემ კი დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა.

"სენტ-ეტი­ე­ნი" ლიგა 1-ის სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში 10 ქუ­ლით მე-16 ად­გილ­ზეა, "მწვა­ნე­ე­ბი" მომ­დევ­ნო ტურ­ში 23 ნო­ემ­ბერს "მონ­პე­ლი­ეს" მი­ი­ღებს. "ლი­ო­ნი" კი 18 ქუ­ლით მე-5 ად­გილ­ზეა, პიერ სა­ჟის გაწ­ვრთნი­ლი გუნ­დი 24 ნო­ემ­ბერს გას­ვლა­ზე "რე­იმსს" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

ავტორი:

ზურიკოVSჟორჟი - საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მწვავე დერბიში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: წაგების მიუხედავად დავითაშვილი საუკეთესოდ დასახელდა

ზურიკოVSჟორჟი - საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მწვავე დერბიში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: წაგების მიუხედავად დავითაშვილი საუკეთესოდ დასახელდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში ფრანგული საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორწლიანი პაუზის შემდეგ ლიონის "ოლიმპიკი"და "სენტ-ეტიენი" დაუპირისპირდნენ. ჩვენთვის ეს მატჩი ასევე მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოედანზე ორი ქართველი იმყოფებოდა. "სენტ-ეტიენის" რიგებში ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მასპინძელთა გუნდში კი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე მე-80 წუთზე, შეცვლაზე შევიდა.

  • როგორ წარიმართა დაპირისპირება

მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, 22-ე წუთზე ზურიკომ ფლანგზე ეინსლი მეიტლენდ-ნაილსი ჩამოიშორა და ჩააწოდა, თუმცა სტასინმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, "ლიონმა" მეტოქეს რამდენჯერმე მწვავედ შეუტია, გოტიე ლარსონერმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა, მაგრამ 29-ე წუთზე ანგარიში ალექსანდრ ლაკაზეტმა გახსნა.

"რონის დერბის" მეორე ტაიმში "სენტ-ეტიენი" გააქტიურდა, 51-ე წუთზე ზურიკომ საჯარიმოს გარედან დაარტყა, ქართველის მცდელობა ლუკას პერისთვის სახიფათო არ აღმოჩნდა და ბურთს დაეუფლა, 54-ე წუთზე დავითაშვილმა ფრანგი მეკარის კარის აღება საჯარიმო დარტყმით სცადა, პერი კვლავ ადგილზე იყო და ბურთი ხელებში დააფიქსირა. მე-60 წუთზე "ლიონის" კარს კვლავ ქართველი დაემუქრა და მეიტლენდ-ნაილსი ოსტატურად ჩამოიშორა, მაგრამ მისი დარტყმული ჩალეტა-ცარმა დაბლოკა.

76-ე წუთზე ზურიკოს კარგი გადაცემის შემდეგ იბრაჰიმ სისოკო მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, პერმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან გადაარჩინა.

85-ე წუთზე მიქაუტაძე "სენტ-ეტიენის" საჯარიმოში შეიჭრა, მისი დარტყმული ლარსონერისთვის მარტივი ნადავლი აღმოჩნდა.

მატჩის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

  • ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

მიუხედავად "სენტ-ეტიენის“ წაგებისა, დავითაშვილმა sofascore-ს და whoscored-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო (შესაბამისად 8.3 და 8.0), ხოლო flashscore-მ მხოლოდ 7.7 ქულა გაიმეტა.

ცნობისათვის, ზურიკო 56-ჯერ შეეხო ბურთს, 20 ზუსტი პასი გააკეთა, 5-დან 5 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 12-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო, კარში სამჯერ დაარტყა ბურთი და ერთხელ საგოლე მომენტი შექმნა.

მიქაუტაძის შეფასებები: sofascore 6.7, flashscore 6.3, whoscored 6.2.

  • დერბის ისტორია?

როგორც ამბობენ, ამ ორი კლუბის დერბი ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია, გუნდების გულშემატკივრები კი ასევე გამორჩეულად ვერ იტანენ ერთმანეთს.

იყო დრო, როცა ქვეყნის ყველაზე დიდ ორ გუნდად სწორედ ლიონის "ოლიმპიკი" და "სენტ-ეტიენ" (ASSE) მიიჩნეოდნენ. დღესაც არაერთი ფრანგი გულშემატკივრისთვის ეს დერბი ფრანგული ფეხბურთის ყველაზე დიდი მატჩია.

მიუხედავად იმისა, რომ სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში წელს დაბრუნდა და წარუმატებელი დრო ედგა, დიდი ხნის განმავლობაში ლიგა 1-ის ყველაზე მეტი ტიტული სწორედ ამ არცთუ ისე პოპულარული ქალაქის კლუბს ჰქონდა. 1957-დან 1981 წლებამდე მან 10 ტიტულის მოგება მოახერხა და მხოლოდ 1 წელია, რაც პსჟ-მ ამ რეკორდის მოხსნა შეძლო.

"სენტ-ეტიენის" ეს რეკორდი ევროპული საფეხბურთო სტანდარტების მიხედვით დიდ უცნაურობად მიიჩნეოდა. სენტ-ეტიენი არა თუ ცნობილ ფრანგულ ქალაქებს შორის არ შედის, არამედ სიმდიდრითაც არ გამოირჩევა, რაც კლუბის ისტორიულ შედეგებს კიდევ უფრო უცნაურს ხდის. სენტ-ეტიენის მოსახლეობა ძირითადად მუშათა კლასს წარმოადგენდა, რომელიც ქალაქთან არსებულ მაღაროებსა და ქარხნებში მუშაობდნენ, რამაც ეს ადგილი თანდათან ინდუსტრიის ჰაბად აქცია.

გეოგრაფიულად, სენტ-ეტიენი ლიონიდან, რომელიც რეგიონის ყველაზე მეტად დასახლებული და კარგად ნაცნობი ქალაქია, 50 კილომეტრშია. კულტურულად კი ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან ცა და დედამიწაა. ლიონი ცნობილია თავისი კულტურით, სამზარეულოთი, არქიტექტურით, რაც აისახება მის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მდიდარი ქალაქის რეპუტაციაზეც.

"ლიონის" წარმატებულმა პერიოდმა 2000-იანების დასაწყისში ფრანგული ფეხბურთის ახალ ეპოქას დაუდო სათავე, როცა უდიდესი და უმდიდრესი ქალაქების კლუბები დომინირებენ ლიგა 1-ში. "სენტ-ეტიენის" ბოლო ტიტულიდან კი უკვე 43 წელი გავიდა.

ამ ორ კლუბს შორის დაპირისპირების ხარისხი რომ წარმოვიდგინოთ, გეტყვით, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ "ოლიმპიკის" გულშემატკივრები მოითხოვდნენ, რომ მათ მოთამაშეებს მწვანე ბუცები არ ჩაეცვათ, რადგან ეს "სენტ-ეტიენის" ფერია.

  • ქართველების წლევანდელი სეზონის მონაგარი

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, ზურიკო დავითაშვილი კი ბრწყინვალე ფორმაშია და "სენტ-ეტიენის" უპირობო ლიდერია, მის აქტივში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ამ ცოტა ხნის წინ, ლიგა 1-ის კვირის გუნდში ორივე ქართველი ერთად მოხვდა.

ქართველები აქამდე საფრანგეთში ერთმანეთს უკვე 2-ჯერ დაუპირისპირდნენ. 2022-23 წლების სეზონში ლიგა 2-ში "ბორდოსა" და "მეცის" მატჩები შედგა და ორივე შემთხვევაში ქართველებმა მონაწილეობა მიიღეს. ერთ-ერთ თამაშში "მეცმა" მეტოქე 3-0 დაამარცხა, მიქაუტაძემ კი დუბლი შეასრულა.

"სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-16 ადგილზეა, "მწვანეები" მომდევნო ტურში 23 ნოემბერს "მონპელიეს" მიიღებს. "ლიონი" კი 18 ქულით მე-5 ადგილზეა, პიერ საჟის გაწვრთნილი გუნდი 24 ნოემბერს გასვლაზე "რეიმსს" დაუპირისპირდება.