საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ, როცა საჭიროა. ახლა ის დროა, ვილაპარაკო" - ცხოვრება ასპერგერის სინდრომით და ბრძოლა, რომელმაც საქართველომდე მოიყვანა: ვინ არის გრეტა ტუნბერგი?
"მე მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ, როცა საჭიროა. ახლა ის დროა, ვილაპარაკო" - ცხოვრება ასპერგერის სინდრომით და ბრძოლა, რომელმაც საქართველომდე მოიყვანა: ვინ არის გრეტა ტუნბერგი?

შვე­დი ეკო­აქ­ტი­ვის­ტი, გრე­ტა ტუნ­ბერ­გი დღეს, 11 ნო­ემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე (პუშ­კი­ნის პარ­კი) აქ­ცი­ას გა­მარ­თავს.


X-ზე გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში, რო­მელ­შიც აქ­ტი­ვის­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­ი­წო­დებს, ასე­ვე ძი­რი­თად აქ­ცენტს აზერ­ბა­ი­ჯან­ზე და ბა­ქო­ში და­გეგ­მილ გა­ე­როს კლი­მა­ტის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე (COP29) აკე­თებს.


გრე­ტა ტუნ­ბერ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში


“შე­მოგ­ვი­ერ­თდით, რო­დე­საც გა­ვერ­თი­ან­დე­ბით ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი­სა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ტალ­ღის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა კავ­კა­სი­ა­ში. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ რე­ა­ლურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თა­ნას­წო­რო­ბას, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას და რე­გი­ონს, სა­დაც ხალ­ხი პირ­ველ ად­გილ­ზეა და არა სარ­გე­ბე­ლი“, - წერს ტუნ­ბერ­გი პლატ­ფორ­მა X-ზე.


  • შვე­დი აქ­ტი­ვის­ტი, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის იბ­რძვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ნო­ემ­ბერს გა­მოჩ­ნდა.

სი­ახ­ლის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და ლგბტ ქვი­არ აქ­ტი­ვის­ტმა მა­რი­ამ კვა­რა­ცხე­ლი­ამ ამ­ცნო.


"Greta Thunberg in Tbilisi“ - გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ფო­ტო­ე­ბი ამ წარ­წე­რით


გრე­ტა იმა­ვე სა­ღა­მოს შე­უ­ერ­თდა თბი­ლის­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას.


  • "აქ ვიმ­ყო­ფე­ბი, რათა გა­მოვ­ხა­ტო ჩემი მხარ­და­ჭე­რა და სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა აქ­ტი­ვის­ტი­სა და მო­ქა­ლა­ქის მი­მართ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის, რო­გო­რი­ცაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და დე­მოკ­რა­ტია, და­სა­ცა­ვად გა­მო­დი­ან. ეს აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი გან­ვი­თა­რე­ბაა, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაა, რო­მე­ლიც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა და მე დიდ პა­ტივს ვცემ იმ ხალ­ხს, ვინც ისევ და ისევ ქუ­ჩებს ავ­სებს და დე­მონ­სტრა­ცი­ის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, რათა ჩაგ­ვრის მი­უ­ხე­და­ვად, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ, თა­ვი­ან­თი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს“, - გა­ნა­ცხა­და მან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გრე­ტა ტუნ­ბერ­გის ჩა­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს და­ემ­თხვა. პრო­ტეს­ტის სე­რი­ებს 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბე­ბი აორ­გა­ნი­ზე­ბენ. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ამომ­რჩე­ველ­თა ხმის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გა­ყალ­ბე­ბით მო­ი­თხო­ვა და არ­ჩევ­ნე­ბის ხე­ლახ­ლა ჩა­ტა­რე­ბას ითხო­ვენ.


11 ნო­ემ­ბე­რი: პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია
  • თუმ­ცა, ვიდ­რე გრე­ტა ტუნ­ბერ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოჩ­ნდე­ბო­და, საკ­მა­ოდ ვრცე­ლი გზა გან­ვლო.

ის 15 წლის იყო, რო­დე­საც 2018 წელს, შვე­დე­თის პარ­ლა­მენ­ტის წინ პა­რას­კე­ვო­ბით ერთ ადა­მი­ა­ნის საპ­რო­ტეს­ტო გა­ფიც­ვა და­ი­წყო - მა­შინ მო­ზარ­დი შვე­დე­თის მთავ­რო­ბას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას სთხოვ­და.



დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მის მოძ­რა­ო­ბას “პა­რას­კე­ვე­ბი მო­მავ­ლის­თვის“ (FFF), რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მო­ოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლის ნაც­ვლად, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ქუ­ჩა­ში გა­დი­ოდ­ნენ, 2018-დან 2021 წლამ­დე, 24 ქვეყ­ნი­დან 17 000 სტუ­დენ­ტი შე­უ­ერ­თდა.


  • ბავ­შვო­ბა

გრე­ტა ტინ­ტინ ელე­ო­ნა­რა ერნ­მან ტუნ­ბერ­გი შვე­დეთ­ში, კერ­ძოდ სტოკ­ჰოლმში, 2003 წელს და­ი­ბა­და. მისი დედა მსა­ხი­ო­ბი მა­ლე­ნა ერნ­მა­ნი, ხოლო მამა- სვან­ტე ტუნ­ბერ­გია.


მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გო­ნას ას­პერ­გე­რის სინ­დრო­მი და­უდ­გი­ნეს - ეს არის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1944 წელს ავ­სტრი­ელ­მა ფსი­ქი­ატრმა H.Asperger-მა აღ­წე­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვებს ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბის ფონ­ზე ახა­სი­ა­თებთ სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სირ­თუ­ლე და უც­ნა­უ­რი, ექ­სცენ­ტრუ­ლი ქცე­ვე­ბი.


TEDxStockholm-ზე გა­მოს­ვლი­სას თი­ნე­ი­ჯერ­მა აქ­ტი­ვის­ტმა თა­ვის და­ა­ვა­დე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა: "მე მხო­ლოდ მა­შინ ვლა­პა­რა­კობ, როცა სა­ჭი­როა და ახლა სწო­რედ ის დროა, ვი­ლა­პა­რა­კო".


დი­აგ­ნოზს მის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა.


  • "რო­გორ ბე­დავ!" - გლო­ბა­ლუ­რი პო­პუ­ლა­რო­ბა

გრე­ტა ტუნ­ბეგ­რი 2019 წელს გა­ე­როს კლი­მა­ტის სა­მოქ­მე­დო სა­მიტ­ზე, რო­მელ­ზეც ცნო­ბი­ლი ფრა­ზა - “რო­გორ ბე­დავ!“ წარ­მოთ­ქვა.


2019- 2020 წლებ­ში, კლი­მა­ტის აქ­ტი­ვიზ­მზე ფო­კუ­სი­რე­ბის­თვის გრე­ტამ სკო­ლა და­ტო­ვა. 2019 წლის აპ­რილ­ში ტუნ­ბერ­გმა ევ­რო­პარ­ლა­მენტს ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თა. მო­ზარ­დის გაბ­რა­ზე­ბულ­მა, თვალ­ცრემ­ლი­ან­მა და პრინ­ცი­პულ­მა მი­მარ­თვამ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. გრე­ტამ გა­ნა­ცხა­და, რომ “მსოფ­ლიო მე­ექ­ვსე მა­სობ­რი­ვი გა­და­შე­ნე­ბის ზღვარ­ზე იყო“ და ლი­დე­რებს სთხოვ­და სწრა­ფად ემოქ­მე­დათ.


რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მან ბრი­ტა­ნელ კა­ნონ­მდებ­ლებს ვეს­ტმინ­სტერ­ში ლექ­ცია წა­უ­კი­თხა და თქვა:


”თქვენ არ უს­მენთ მეც­ნი­ე­რე­ბას, რად­გან გა­ინ­ტე­რე­სებთ მხო­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­აგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა ისე, რო­გორც ადრე.”

2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მან იახ­ტით გა­დაკ­ვე­თა ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე ნიუ- იორკში გა­ე­როს კლი­მა­ტის სა­მოქ­მე­დო სა­მიტ­ზე გა­მოს­ვლის­თვის.

ტუნ­ბერ­გმა გა­აკ­რი­ტი­კა მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე მოქ­მე­დე­ბა­ზე უა­რის თქმის გამო. მის­მა გა­მოს­ვლამ მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვა და გა­ზი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში...


“ახლა აქ არ უნდა ვიდ­გე, სკო­ლა­ში უნდა ვიყო, ოკე­ა­ნის გაღ­მა. რო­გორ ბე­დავთ? ჩემი ოც­ნე­ბე­ბი და ჩემი ბავ­შვო­ბა ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბით მომ­პა­რეთ. ახალ­გაზ­რდე­ბი უკვე ხვდე­ბი­ან, რომ გვი­ღა­ლა­ტეთ. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი თქვენ შე­მოგ­ცქე­რი­ან და თუ არ გა­ა­მარ­თლებთ ჩვენს იმე­დებს, არა­სო­დეს გა­პა­ტი­ებთ", - მი­მარ­თა აუ­დი­ტო­რი­ას 16 წლის მოს­წავ­ლემ.


მისი სკან­და­ლუ­რი გა­მოს­ვლა ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა ვი­დეო, ტუნ­ბერ­გის გა­მოს­ვლა­ზე აშშ-ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის რე­აქ­ცი­აც ჩანს - მა­შინ ბევ­რი წერ­და, რომ გო­გო­ნას აქ­ტი­უ­რო­ბამ ტრამ­პი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.


00:00 / 00:00


2019 წლის ბო­ლოს, TIME Magazine-მა დუ­ე­ინ ჯონ­სონ­თან და სხვა გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ტუნ­ბერ­გი "წლის ადა­მი­ა­ნად" და­ა­სა­ხე­ლა.


2019 წელსვე გრე­ტა წლის ადა­მი­ა­ნად და­ა­სა­ხე­ლა ჟურ­ნალ­მა Time - მაც . ასე­ვე 2019 და 2020 წელს იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე.


ჟურ­ნალ­მა Nature-მა ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან მეც­ნი­ერ ადა­მი­ა­ნებს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა, ხოლო Apolitical.co-მ იგი "კლი­მა­ტის პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან 100 ადა­მი­ანს" შო­რის შე­იყ­ვა­ნა.


2021 წლის­თვის გრე­ტა ტუნ­ბერგს უკვე მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და ჯილ­დოს სა­ხით 2,5 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი. გარ­და ამი­სა, აქ­ტი­ვის­ტმა ხელი მო­ა­წე­რა წიგ­ნე­ბის გა­მომ­ცემ­ლებ­თან და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში.


2020 წელს შედ­გა მისი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის “მე ვარ გრე­ტა“ პრე­მი­ე­რა. 2021 წელს მან ითა­მა­შა ფილმში "გრე­ტა ტუნ­ბერ­გი: ერთი წელი მსოფ­ლი­ოს შე­საც­ვლე­ლად".


Celebritynetworth- ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკო­აქ­ტი­ვის­ტის ქო­ნე­ბა 100 000 დო­ლა­რია. თუმ­ცა, ვრცელ­დე­ბა და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი ოჯა­ხი და­ახ­ლო­ე­ბით 10- დან 18 მი­ლი­ო­ნამ­დე დო­ლარს ფლობს.


იხი­ლეთ ასე­ვე:




დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მე მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ, როცა საჭიროა. ახლა ის დროა, ვილაპარაკო" - ცხოვრება ასპერგერის სინდრომით და ბრძოლა, რომელმაც საქართველომდე მოიყვანა: ვინ არის გრეტა ტუნბერგი?

"მე მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ, როცა საჭიროა. ახლა ის დროა, ვილაპარაკო" - ცხოვრება ასპერგერის სინდრომით და ბრძოლა, რომელმაც საქართველომდე მოიყვანა: ვინ არის გრეტა ტუნბერგი?

შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა ტუნბერგი დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) აქციას გამართავს.


X-ზე გავრცელებულ წერილში, რომელშიც აქტივისტი საზოგადოებას აქტიურობისკენ მოიწოდებს, ასევე ძირითად აქცენტს აზერბაიჯანზე და ბაქოში დაგეგმილ გაეროს კლიმატის კონფერენციაზე (COP29) აკეთებს.


გრეტა ტუნბერგი საქართველოში


“შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“, - წერს ტუნბერგი პლატფორმა X-ზე.


  • შვედი აქტივისტი, რომელიც კლიმატის ცვლილებებისთვის იბრძვის, საქართველოში პირველად მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გამოჩნდა.

სიახლის შესახებ საზოგადოებას “თბილისი პრაიდის” თანადამფუძნებელმა და ლგბტ ქვიარ აქტივისტმა მარიამ კვარაცხელიამ ამცნო.


"Greta Thunberg in Tbilisi“ - გამოაქვეყნა კვარაცხელიამ ფოტოები ამ წარწერით


გრეტა იმავე საღამოს შეუერთდა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას.


  • "აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია, დასაცავად გამოდიან. ეს აღმაშფოთებელი განვითარებაა, ავტორიტარული განვითარებაა, რომელიც ახლა საქართველოში ხდება და მე დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც ისევ და ისევ ქუჩებს ავსებს და დემონსტრაციის უფლებას იყენებს, რათა ჩაგვრის მიუხედავად, არსებული მდგომარეობის მიმართ, თავიანთი უკმაყოფილება გამოხატოს“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ გრეტა ტუნბერგის ჩამოსვლა საქართველოში, მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაემთხვა. პროტესტის სერიებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი მოძრაობები აორგანიზებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა, “ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმის უმრავლესობა საარჩევნო პროცესის გაყალბებით მოითხოვა და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.


11 ნოემბერი: პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია
  • თუმცა, ვიდრე გრეტა ტუნბერგი საქართველოში გამოჩნდებოდა, საკმაოდ ვრცელი გზა განვლო.

ის 15 წლის იყო, როდესაც 2018 წელს, შვედეთის პარლამენტის წინ პარასკევობით ერთ ადამიანის საპროტესტო გაფიცვა დაიწყო - მაშინ მოზარდი შვედეთის მთავრობას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აქტიურ ჩართულობას სთხოვდა.



დროთა განმავლობაში მის მოძრაობას “პარასკევები მომავლისთვის“ (FFF), რომლის ფარგლებშიც მოოსწავლეები სკოლის ნაცვლად, კლიმატის ცვლილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გადიოდნენ, 2018-დან 2021 წლამდე, 24 ქვეყნიდან 17 000 სტუდენტი შეუერთდა.


  • ბავშვობა

გრეტა ტინტინ ელეონარა ერნმან ტუნბერგი შვედეთში, კერძოდ სტოკჰოლმში, 2003 წელს დაიბადა. მისი დედა მსახიობი მალენა ერნმანი, ხოლო მამა- სვანტე ტუნბერგია.


მოგვიანებით გოგონას ასპერგერის სინდრომი დაუდგინეს - ეს არის განვითარების დარღვევა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა H.Asperger-მა აღწერა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრული ქცევები.


TEDxStockholm-ზე გამოსვლისას თინეიჯერმა აქტივისტმა თავის დაავადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: "მე მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ, როცა საჭიროა და ახლა სწორედ ის დროა, ვილაპარაკო".


დიაგნოზს მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ადრეულ ასაკშივე ოჯახი და მეგობრები ეკოლოგიურად სუფთა არჩევანის გაკეთებაში დაერწმუნებინა.


  • "როგორ ბედავ!" - გლობალური პოპულარობა

გრეტა ტუნბეგრი 2019 წელს გაეროს კლიმატის სამოქმედო სამიტზე, რომელზეც ცნობილი ფრაზა - “როგორ ბედავ!“ წარმოთქვა.


2019- 2020 წლებში, კლიმატის აქტივიზმზე ფოკუსირებისთვის გრეტამ სკოლა დატოვა. 2019 წლის აპრილში ტუნბერგმა ევროპარლამენტს ამაღელვებელი სიტყვით მიმართა. მოზარდის გაბრაზებულმა, თვალცრემლიანმა და პრინციპულმა მიმართვამ მსოფლიო ლიდერების ყურადღება მიიპყრო. გრეტამ განაცხადა, რომ “მსოფლიო მეექვსე მასობრივი გადაშენების ზღვარზე იყო“ და ლიდერებს სთხოვდა სწრაფად ემოქმედათ.


რამდენიმე დღის შემდეგ მან ბრიტანელ კანონმდებლებს ვესტმინსტერში ლექცია წაუკითხა და თქვა:


”თქვენ არ უსმენთ მეცნიერებას, რადგან გაინტერესებთ მხოლოდ გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ გააგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც ადრე.”

2019 წლის სექტემბერში მან იახტით გადაკვეთა ატლანტის ოკეანე ნიუ- იორკში გაეროს კლიმატის სამოქმედო სამიტზე გამოსვლისთვის.

ტუნბერგმა გააკრიტიკა მსოფლიო ლიდერები კლიმატის ცვლილებაზე მოქმედებაზე უარის თქმის გამო. მისმა გამოსვლამ მილიონობით ნახვა და გაზიარება მოიპოვა სოციალურ მედიაში...


“ახლა აქ არ უნდა ვიდგე, სკოლაში უნდა ვიყო, ოკეანის გაღმა. როგორ ბედავთ? ჩემი ოცნებები და ჩემი ბავშვობა ცარიელი სიტყვებით მომპარეთ. ახალგაზრდები უკვე ხვდებიან, რომ გვიღალატეთ. მომავალი თაობები თქვენ შემოგცქერიან და თუ არ გაამართლებთ ჩვენს იმედებს, არასოდეს გაპატიებთ", - მიმართა აუდიტორიას 16 წლის მოსწავლემ.


მისი სკანდალური გამოსვლა ვირუსულად გავრცელდა. ათასობით ადამიანმა გააზიარა ვიდეო, ტუნბერგის გამოსვლაზე აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეაქციაც ჩანს - მაშინ ბევრი წერდა, რომ გოგონას აქტიურობამ ტრამპი გააღიზიანა.



2019 წლის ბოლოს, TIME Magazine-მა დუეინ ჯონსონთან და სხვა გავლენიან ადამიანებთან ერთად ტუნბერგი "წლის ადამიანად" დაასახელა.


2019 წელსვე გრეტა წლის ადამიანად დაასახელა ჟურნალმა Time - მაც . ასევე 2019 და 2020 წელს იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე.


ჟურნალმა Nature-მა ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეცნიერ ადამიანებს შორის დაასახელა, ხოლო Apolitical.co-მ იგი "კლიმატის პოლიტიკაში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს" შორის შეიყვანა.


2021 წლისთვის გრეტა ტუნბერგს უკვე მიღებული ჰქონდა ჯილდოს სახით 2,5 მილიონ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, აქტივისტმა ხელი მოაწერა წიგნების გამომცემლებთან და მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუებში.


2020 წელს შედგა მისი დოკუმენტური ფილმის “მე ვარ გრეტა“ პრემიერა. 2021 წელს მან ითამაშა ფილმში "გრეტა ტუნბერგი: ერთი წელი მსოფლიოს შესაცვლელად".


Celebritynetworth- ის ინფორმაციით, ეკოაქტივისტის ქონება 100 000 დოლარია. თუმცა, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მისი ოჯახი დაახლოებით 10- დან 18 მილიონამდე დოლარს ფლობს.


იხილეთ ასევე: