ამერიკის შეერთებული შტატებიდან უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ველოდოთ განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით , - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, ტუსკმა აღნიშნა, რომ ასეთი გეგმა, მოსამზადებელ ეტაპზეა.
მისი აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დეკლარაცია, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით, რომელ საზღვარზე იმოქმედებს ის და ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
”ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გაითვალისწინებს აშშ-ის ნაკლებ ჩარევას უკრაინის საქმეებში,” - განმარტა ტუსკმა.
ეხლა მოხდება ტერიტორიებზე გარიგება და ამ მოღალატე მთავრობის გამო რუსულ სივრცეში არ დაგვტოვონ მაინც მანდ გინდათო. თხასავით არ გაგვყიდონ. და უარესიც აფხაზეთის აღიარებაზე თუ წავიდა ბიძინას ბანდა მაშინ ვინც 41 შემოხაზეთ მერე ნახეთ რაც იქნება...
ასე იქნება თუ ისე
უკრაინას და მოლდოვას გაათრევენ სამშვიდობოზე.
საქართველო ჩარჩება რუსულ აზიურ სივრცეში მშვიდობიანად რკინის ფარდის მიღმა.
გამსწრები გაასწრებს
ხოლო
დიდი უმეტესობა კი ახალ კოლექტივს ააშენებს, იქნება მშიერი და უგნურად ბედნიერი.