მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაკობ ჯუღაშვილის ტყვეობისა და სიკვდილის დღემდე ბურუსით მოცული საქმე - რა ხდება ცნობილი?
იაკობ ჯუღაშვილის ტყვეობისა და სიკვდილის დღემდე ბურუსით მოცული საქმე - რა ხდება ცნობილი?

თბი­ლი­სე­ლი მეგი სტემ­პე­ნი უკვე 17 წე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­კარ­გულ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბად იქცა. მეგი და­დის ყო­ფილ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში, ეც­ნო­ბა სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და ასე­უ­ლო­ბით უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის შე­სა­ხებ მო­ი­პო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, სად გა­ნის­ვე­ნე­ბენ, რო­გო­რი იყო მათი უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი... მე­გიმ მათ "მზის ბი­ჭე­ბი" უწო­და. აი, ასე, თით­ქმის 7-8 ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ ასო­ბით მზის ბიჭს ჭი­რი­სუ­ფა­ლი აპოვ­ნი­ნა... ამ­ჟა­მად მეგი რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს. კონ­კრე­ტუ­ლად, რაზე, ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- ამ პრო­ექტს და­ახ­ლო­ე­ბით 2021 წელს მოვ­კი­დე ხელი. ეს არის სტა­ლი­ნის ვა­ჟის, ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მისი ტყვე­ო­ბი­სა და და­ღუპ­ვის პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. ხელ­მი­საწ­ვდო­მი წყა­რო­ე­ბი - ინ­ფორ­მა­ცია მწი­რი, ერ­თფე­რო­ვა­ნია, რად­გან ეს თემა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი იყო არა მარ­ტო რკი­ნის ფარ­დის ერთ მხა­რეს, არა­მედ გერ­მა­ნი­ა­შიც. ძა­ლი­ან ვე­ცა­დე, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მა­სა­ლა მო­მე­პო­ვე­ბი­ნა, მა­გა­ლი­თად, და­ვუ­კავ­შირ­დი ზაქ­სე­ნ­ჰა­უ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის (ქა­ლაქ პოტსდა­მის ახ­ლოს. შე­იქ­მნა 1936 წელს. იქ 100 ათას­ზე მეტი ტყვე და­ხო­ცეს) არ­ქივს. იმ ბა­ნაკ­ში და­ი­ღუ­პა ია­კო­ბი. არ­ქივ­ში 50-60-იანი წლე­ბის გერ­მა­ნუ­ლი პრე­სი­დან ამო­ნა­რი­დე­ბი და ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ტყვის მო­გო­ნე­ბე­ბი და­მახ­ვედ­რეს.

შემ­დეგ დრეზ­დე­ნის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს და­ვუ­კავ­შირ­დი და რჩე­ვა ვკი­თხე, სად შე­იძ­ლე­ბო­და ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. მან კი მოკ­ლედ მი­პა­სუ­ხა, არ­სა­დო.

რო­დე­საც ია­კო­ბი და­ი­ღუ­პა, ცხე­დარს მყის­ვე კრე­მა­ცია გა­უ­კეთ­და, შემ­დეგ მისი ფერ­ფლი ბერ­ლი­ნის სამ­ხედ­რო პუნ­ქტში გა­და­იგ­ზავ­ნა, ხოლო იქი­დან სად წა­ი­ღეს, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. ერ­თა­დერთ მთა­ვარ წყა­როდ მრჩე­ბო­და ზაქ­სე­ნ­ჰა­უ­ზე­ნის არ­ქი­ვი­დან ამო­ნა­რი­დე­ბი და ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ტყვის, გერ­მა­ნე­ლი კო­მუ­ნის­ტის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­საც იმ იმე­დით ჩავ­კირ­კი­ტებ­დი, რომ იქ­ნებ სად­მე ყო­ფი­ლი­ყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლი. ერ­თა­დერ­თგან, პა­ტა­რა აბ­ზაც­ში, შემ­ხვდა ია­კო­ბის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ინი­ცი­ა­ლე­ბი ასე­თი ტექ­სტით: "მგო­ნი, დროა ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნოს ამ ბი­ჭის ის­ტო­რი­ას, რომ ის არ იყო მა­ტყუ­ა­რა. ვი­საც ის თვლი­და აგენ­ტად, მარ­თლაც აგენ­ტი იყო". ია­კო­ბის ნა­ხე­ვარ­და, სვეტ­ლა­ნა, წერ­და, რომ მისი ძმა ტყვე­ო­ბა­ში არ და­ღუ­პუ­ლა და ია­კო­ბი მას ომის შემ­დგომ ამა­ნა­თებს უგ­ზავ­ნი­და, რომ რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­რე­კა, თუმ­ცა ხმა არ გას­ცა... არა­და, არ­სე­ბობს ფო­ტო­მა­სა­ლა, სა­დაც მკა­ფი­ოდ ჩანს, რომ ია­კო­ბი არ გა­დარ­ჩე­ნი­ლა.

- რო­გორ და­ი­ღუ­პა ია­კო­ბი?

- მავ­თულხლარ­თებ­ზე და­ვარ­და, რო­მელ­შიც დენი გა­დი­ო­და. უნებ­ლი­ეთ თუ გან­ზრახ, არაა დად­გე­ნი­ლი. ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, თავი მო­იკ­ლა, მაგ­რამ ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია, თუ რა­ტომ გა­ფორმ­და სხვა­ნა­ი­რად პრო­ტო­კოლ­ში ია­კო­ბის საქ­მე. ყვე­ლა ტყვე, ვინც ია­კო­ბის სიკ­ვდილს შე­ეს­წრო, მკაც­რად გა­აფრ­თხი­ლეს, რომ კრინ­ტი არ და­ეძ­რათ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დახ­ვრეტ­დნენ. არც ერთ ტყვეს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად ემოძ­რა­ვა ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მი­ახ­ლო­ე­ბო­და მავ­თულხლარ­თებს, მაგ­რამ ია­კო­ბი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლობ­და. ერთი ტყვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­კო­ბი ბად­რაგს უძახ­და, მეს­რო­ლე, მეს­რო­ლეო, მაგ­რამ ბად­რაგ­მა არ ეს­რო­ლა (იმ მო­მენ­ტში ნამ­დვი­ლად არა­ვის აწყობ­და მისი სიკ­ვდი­ლი, იმი­ტომ, რომ სხვა ტყვე­ებ­ში გაც­ვლის იმე­დი ჰქონ­დათ). ტყვის ჩვე­ნე­ბით, რად­გან ბად­რაგ­მა არ ეს­რო­ლა, ია­კო­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად გა­დაწ­ვა მავ­თულხლარ­თებ­ზე, რომ­ლებ­შიც იცო­და, რომ დენი გა­დი­ო­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ ეს­რო­ლა ბად­რაგ­მა, რათა პრო­ტო­კოლ­ში აღე­წე­რათ, რომ ია­კობ­მა ბა­ნა­კი­დან გაქ­ცე­ვა სცა­და და ამი­ტო­მაც ეს­რო­ლეს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
8

ჰიტლერს არ უნდა მოეკლა სტალინის შვილი. სტალინი გერმანელ ტყვეებს არ ხოცავდა. მითუმეტეს პირველი პირის შვილს არ მოკლავდა. გერმანელ ტყვეებს მათივე დანგრეულ ქალაქები ააშენებინა და როცა მშენებლობა დასრულდა, ყველა ტყვე დააბრუნეს სახლებში, მიუხედავად იმ საშინელებისა რაც მათ ჩაიდინეს. სტალინი ძალიან ჰუმანური და ღირსეული პიროვნება იყო.

ლარისა
0

ზედა ფოტოზე ევგენი ჯუღაშვილია, იაკობის შვილი, როცა სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

იაკობ ჯუღაშვილის ტყვეობისა და სიკვდილის დღემდე ბურუსით მოცული საქმე - რა ხდება ცნობილი?

იაკობ ჯუღაშვილის ტყვეობისა და სიკვდილის დღემდე ბურუსით მოცული საქმე - რა ხდება ცნობილი?

თბილისელი მეგი სტემპენი უკვე 17 წელია გერმანიაში ცხოვრობს და მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიება მისთვის მნიშვნელოვან საქმიანობად იქცა. მეგი დადის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკებში, ეცნობა საარქივო დოკუმენტაციას და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია, სად განისვენებენ, როგორი იყო მათი უკანასკნელი დღეები... მეგიმ მათ "მზის ბიჭები" უწოდა. აი, ასე, თითქმის 7-8 ათეული წლის შემდეგ ასობით მზის ბიჭს ჭირისუფალი აპოვნინა... ამჟამად მეგი რამდენიმე პროექტზე მუშაობს. კონკრეტულად, რაზე, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ამ პროექტს დაახლოებით 2021 წელს მოვკიდე ხელი. ეს არის სტალინის ვაჟის, იაკობ ჯუღაშვილის ისტორია, რომელიც მისი ტყვეობისა და დაღუპვის პერიოდს მოიცავს. ხელმისაწვდომი წყაროები - ინფორმაცია მწირი, ერთფეროვანია, რადგან ეს თემა დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო არა მარტო რკინის ფარდის ერთ მხარეს, არამედ გერმანიაშიც. ძალიან ვეცადე, რაც შეიძლება ბევრი მასალა მომეპოვებინა, მაგალითად, დავუკავშირდი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის (ქალაქ პოტსდამის ახლოს. შეიქმნა 1936 წელს. იქ 100 ათასზე მეტი ტყვე დახოცეს) არქივს. იმ ბანაკში დაიღუპა იაკობი. არქივში 50-60-იანი წლების გერმანული პრესიდან ამონარიდები და ყოფილი სამხედრო ტყვის მოგონებები დამახვედრეს.

შემდეგ დრეზდენის მუზეუმის დირექტორს დავუკავშირდი და რჩევა ვკითხე, სად შეიძლებოდა იაკობ ჯუღაშვილის შესახებ მასალის მოძიება გამეგრძელებინა. მან კი მოკლედ მიპასუხა, არსადო.

როდესაც იაკობი დაიღუპა, ცხედარს მყისვე კრემაცია გაუკეთდა, შემდეგ მისი ფერფლი ბერლინის სამხედრო პუნქტში გადაიგზავნა, ხოლო იქიდან სად წაიღეს, გასაიდუმლოებულია. ერთადერთ მთავარ წყაროდ მრჩებოდა ზაქსენჰაუზენის არქივიდან ამონარიდები და ყოფილი სამხედრო ტყვის, გერმანელი კომუნისტის ჩანაწერები, რომელსაც იმ იმედით ჩავკირკიტებდი, რომ იქნებ სადმე ყოფილიყო მოხსენიებული იაკობ ჯუღაშვილი. ერთადერთგან, პატარა აბზაცში, შემხვდა იაკობის სახელისა და გვარის ინიციალები ასეთი ტექსტით: "მგონი, დროა ნათელი მოეფინოს ამ ბიჭის ისტორიას, რომ ის არ იყო მატყუარა. ვისაც ის თვლიდა აგენტად, მართლაც აგენტი იყო". იაკობის ნახევარდა, სვეტლანა, წერდა, რომ მისი ძმა ტყვეობაში არ დაღუპულა და იაკობი მას ომის შემდგომ ამანათებს უგზავნიდა, რომ რამდენჯერმე დაურეკა, თუმცა ხმა არ გასცა... არადა, არსებობს ფოტომასალა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ იაკობი არ გადარჩენილა.

- როგორ დაიღუპა იაკობი?

- მავთულხლართებზე დავარდა, რომელშიც დენი გადიოდა. უნებლიეთ თუ განზრახ, არაა დადგენილი. ჩვენებების მიხედვით, თავი მოიკლა, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, თუ რატომ გაფორმდა სხვანაირად პროტოკოლში იაკობის საქმე. ყველა ტყვე, ვინც იაკობის სიკვდილს შეესწრო, მკაცრად გააფრთხილეს, რომ კრინტი არ დაეძრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახვრეტდნენ. არც ერთ ტყვეს არ ჰქონდა უფლება თავისუფლად ემოძრავა ბანაკის ტერიტორიაზე, მიახლოებოდა მავთულხლართებს, მაგრამ იაკობი პრივილეგიებით სარგებლობდა. ერთი ტყვის ინფორმაციით, იაკობი ბადრაგს უძახდა, მესროლე, მესროლეო, მაგრამ ბადრაგმა არ ესროლა (იმ მომენტში ნამდვილად არავის აწყობდა მისი სიკვდილი, იმიტომ, რომ სხვა ტყვეებში გაცვლის იმედი ჰქონდათ). ტყვის ჩვენებით, რადგან ბადრაგმა არ ესროლა, იაკობი შეგნებულად გადაწვა მავთულხლართებზე, რომლებშიც იცოდა, რომ დენი გადიოდა. სწორედ ამის შემდეგ ესროლა ბადრაგმა, რათა პროტოკოლში აღეწერათ, რომ იაკობმა ბანაკიდან გაქცევა სცადა და ამიტომაც ესროლეს. გააგრძელეთ კითხვა