საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძე ევროპის ოლიგარქთან და ყველას მიერ გარიყულ ფიცოსთან გადასვეს" - გვარამია ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრებზე
"კობახიძე ევროპის ოლიგარქთან და ყველას მიერ გარიყულ ფიცოსთან გადასვეს" - გვარამია ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრებზე

სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვე­რას­დროს იპო­ვის ად­გილს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რებს შო­რის იმი­ტომ, რომ ეს არის რუ­სე­თის ნა­წი­ლი, რო­გორც პუ­ტი­ნი ვერ იპო­ვის, ისე ვერ იპო­ვი­ან, მისი გაგ­რძე­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში. ზე­ლენ­სკი ვე­რას­დროს იპო­ვის სა­ერ­თო ენას კო­ბა­ხი­ძეს­თან, რომ­ლის პარ­ტი­ა­მაც უკ­რა­ი­ნის ტრავ­მა­სა და ტრა­გე­დი­ა­ზე ააგო თა­ვი­სი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და აგერ ბა­ნე­რებ­ზე გა­მო­ფი­ნა. ეს ხალ­ხი არი­ან ისი­ნი, ვი­საც ხელს აღარ არ­თმე­ვენ და არ შე­იძ­ლე­ბა, ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ არა­ვინ ესალ­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ბუ­და­პეშ­ტში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც გვა­რა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, კო­ბა­ხი­ძის ად­გი­ლი ფრან­გი და გერ­მა­ნე­ლი ლი­დე­რე­ბის გვერ­დით არ მო­ი­ძებ­ნა და გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე­ვე ის ევ­რო­პე­ლი ოლი­გარ­ქი­სა და ყვე­ლას მიერ გა­რი­ყულ ლი­დერ­თან - ფი­ცოს­თან, „გა­დას­ვეს“.

„შარლ მი­შელ­თან სა­უ­ბა­რი იყო სულ რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი - როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ის ქმე­დე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კობს უკვე მის უმ­წი­ფა­რო­ბას ნიშ­ნავს, მაგ­რამ ჩვენ ვნა­ხეთ გუ­შინ ჩვე­ნი პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრი (სა­მარ­ცხვი­ნოა, რომ ასე მი­წევს მისი მოხ­სე­ნი­ე­ბა), საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის უმაღ­ლეს პი­რებს შო­რის რომ უნდა მჯდა­რი­ყო ის კაცი, რო­გორ გა­დას­ვეს ევ­რო­პის ოლი­გარ­ქთან და ყვე­ლას მიერ გა­რი­ყულ ფი­ცოს­თან, მოწ­ვე­ვაც იყო, ასე­ვე, ევ­რო­პა­ში ყვე­ლას მიერ აღი­ა­რე­ბულ ავ­ტო­რი­ტა­რის, ორ­ბა­ნის, მიერ. სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვე­რას­დროს იპო­ვის ად­გილს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რებს შო­რის, იმი­ტომ, რომ ეს არის რუ­სე­თის ნა­წი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბის ევ­რო­კავ­ში­რის ელჩთან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა.

„შეხ­ვედ­რა იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩემ­თვის, კო­ლე­გე­ბის­თვის, მე თინა ბო­კუ­ჩა­ვა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე ვი­ყა­ვით. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გად არის ელჩი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ჩვენ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მა­ინც მი­ვა­წო­დეთ, ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ ეხე­ბო­და მხო­ლოდ დარ­ღვე­ვებს, იმი­ტომ, რომ უკვე ძა­ლი­ან კარ­გად არის ცნო­ბი­ლი ყვე­ლას­თვის, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის­თვის, რა ხდე­ბო­და და რო­გორ. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ან შე­ფა­სე­ბის მი­სი­ა­ზე ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა ვუ­თხა­რით, არა­ვის არ უნდა და­ა­ვი­წყდეს, რომ ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მე­ო­თხე პუნ­ქტი არის თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, ასე რომ, ევ­რო­კავ­შირს აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი წი­ნა­პი­რო­ბაც, რომ შე­ის­წავ­ლოს ეს რე­კო­მენ­და­ცია რამ­დე­ნად შეს­რულ­და ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, ყვე­ლას­თვის ცხა­დია რომ არ შეს­რულ­და, მაგ­რამ შეს­წავ­ლა და კონ­კრე­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტის და­დე­ბა იქ­ნე­ბო­და სა­სარ­გებ­ლო სრუ­ლი სუ­რა­თის გა­მო­სავ­ლე­ნად.

ჩვე­ნი გეგ­მე­ბიც ვუ­თხა­რით, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეთ, ლე­გი­ტი­მა­ცია ამ მხრივ პარ­ლა­მენტს ვერ ექ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა პრო­ტეს­ტე­ბი, ბევ­რად უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და ბევ­რად უფრო მე­ტად შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, დღეს რაც ხდე­ბა, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. ჩვენ გვინ­დო­და, რომ ეს სცოდ­ნო­და ელჩს და ჩვენ ასე­ვე ვუ­თხა­რით, რომ ჩვენ არ ვართ გან­წყო­ბი­ლი სა­ი­მი­სოდ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ჩვე­ნი პო­ზი­ცია ან ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პო­ზი­ცია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ამ მთავ­რო­ბას­თან რა­ღაც­ნა­ი­რად და­სა­ახ­ლო­ებ­ლად, რა­ღაც სტა­ბი­ლუ­რო­ბის მი­საღ­წე­ვად და ა.შ. სტა­ბი­ლუ­რო­ბა არის ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში, ეს მთავ­რო­ბა არის რუ­სუ­ლი, ამი­ტომ ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით სა­ნამ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა არ შეს­რულ­დე­ბა. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა არის მკა­ფიო- ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ბა­რე­ბა.

ჩვენ მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ ამი­სი [სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა] ალ­ბა­თო­ბა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვენ­ზე რო­გო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი გვექ­ნე­ბა. ელჩი მო­გეხ­სე­ნე­ბათ არის ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ტა­რი ცენ­ტრსა და ად­გილს შო­რის სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა და ჩვენ ნამ­დვი­ლად ვა­პი­რებთ რომ ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი წარ­ვად­გი­ნოთ არა მხო­ლოდ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არა­მედ და­სა­ბუ­თე­ბა რა­ტომ სა­ჭი­რო­ებს შეს­წავ­ლას და რამ­დე­ნად ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი.

კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა დიპ­ლო­მა­ტებ­თან, მაგ­რამ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ გაგ­რძელ­დე­ბა ბრი­უ­სელ­შიც და ვა­შინგტონ­შიც.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­თხოვ­ნას ან­გა­რიშს გა­უ­წევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ის იქ­ნე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ ეს გა­ა­კე­თოს, რას და­ე­თან­ხმე­ბი­ან და რას არა, ეს სა­კი­თხი არ არის და ვერ იქ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი. მათ მო­უ­წევთ და­ე­თან­ხმონ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას.“- გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კობახიძე ევროპის ოლიგარქთან და ყველას მიერ გარიყულ ფიცოსთან გადასვეს" - გვარამია ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრებზე

"კობახიძე ევროპის ოლიგარქთან და ყველას მიერ გარიყულ ფიცოსთან გადასვეს" - გვარამია ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრებზე

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის ნაწილი, როგორც პუტინი ვერ იპოვის, ისე ვერ იპოვიან, მისი გაგრძელებები, მათ შორის, საქართველოში. ზელენსკი ვერასდროს იპოვის საერთო ენას კობახიძესთან, რომლის პარტიამაც უკრაინის ტრავმასა და ტრაგედიაზე ააგო თავისი წინასაარჩევნო კამპანია და აგერ ბანერებზე გამოფინა. ეს ხალხი არიან ისინი, ვისაც ხელს აღარ ართმევენ და არ შეიძლება, ევროპულ საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც უბრალოდ არავინ ესალმება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბუდაპეშტში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

  • როგორც გვარამიამ აღნიშნა, კობახიძის ადგილი ფრანგი და გერმანელი ლიდერების გვერდით არ მოიძებნა და გუშინდელ შეხვედრაზევე ის ევროპელი ოლიგარქისა და ყველას მიერ გარიყულ ლიდერთან - ფიცოსთან, „გადასვეს“.

„შარლ მიშელთან საუბარი იყო სულ რამდენიმეწუთიანი - როცა ხელისუფლება ოპოზიციის ქმედებებზე ლაპარაკობს უკვე მის უმწიფარობას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ გუშინ ჩვენი პრემიერ- მინისტრი (სამარცხვინოა, რომ ასე მიწევს მისი მოხსენიება), საფრანგეთისა და გერმანიის უმაღლეს პირებს შორის რომ უნდა მჯდარიყო ის კაცი, როგორ გადასვეს ევროპის ოლიგარქთან და ყველას მიერ გარიყულ ფიცოსთან, მოწვევაც იყო, ასევე, ევროპაში ყველას მიერ აღიარებულ ავტორიტარის, ორბანის, მიერ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს იპოვის ადგილს ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს შორის, იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის ნაწილი“, - განაცხადა გვარამიამ.

მან ჟურნალისტებთან ოპოზიციონერი ლიდერების ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა.

„შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, კოლეგებისთვის, მე თინა ბოკუჩავა და ბადრი ჯაფარიძე ვიყავით. ვფიქრობ, ძალიან კარგად არის ელჩი ინფორმირებული, თუმცა ჩვენ ინფორმაციები მაინც მივაწოდეთ, ეს ინფორმაციები არ ეხებოდა მხოლოდ დარღვევებს, იმიტომ, რომ უკვე ძალიან კარგად არის ცნობილი ყველასთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის, რა ხდებოდა და როგორ. საერთაშორისო გამოძიებაზე ან შეფასების მისიაზე ჩვენი წინადადება ვუთხარით, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი რეკომენდაციების მეოთხე პუნქტი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასე რომ, ევროკავშირს აქვს სრული უფლება, სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობაც, რომ შეისწავლოს ეს რეკომენდაცია რამდენად შესრულდა ამ არჩევნებზე, ყველასთვის ცხადია რომ არ შესრულდა, მაგრამ შესწავლა და კონკრეტული დოკუმენტის დადება იქნებოდა სასარგებლო სრული სურათის გამოსავლენად.

ჩვენი გეგმებიც ვუთხარით, რომ გამორიცხულია პარლამენტში შევიდეთ, ლეგიტიმაცია ამ მხრივ პარლამენტს ვერ ექნება, იქნება პროტესტები, ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი და ბევრად უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული, დღეს რაც ხდება, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სცოდნოდა ელჩს და ჩვენ ასევე ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვართ განწყობილი საიმისოდ, რომ ნებისმიერი ფორმით ჩვენი პოზიცია ან ქართველი ხალხის პოზიცია გამოყენებულ იქნას ამ მთავრობასთან რაღაცნაირად დასაახლოებლად, რაღაც სტაბილურობის მისაღწევად და ა.შ. სტაბილურობა არის ევროპულ ქვეყნებში, ეს მთავრობა არის რუსული, ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება. ჩვენი მოთხოვნა არის მკაფიო- ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.

ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ამისი [საერთაშორისო გამოძიება] ალბათობა ნამდვილად არსებობს, დამოკიდებულია ჩვენზე როგორი კომუნიკაციები გვექნება. ელჩი მოგეხსენებათ არის ინფორმაციის გამტარი ცენტრსა და ადგილს შორის სადაც იმყოფება და ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ რომ ეს ინფორმაციები წარვადგინოთ არა მხოლოდ მტკიცებულებები არამედ დასაბუთება რატომ საჭიროებს შესწავლას და რამდენად ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები და შესაბამისად ახალი პარლამენტი.

კონსულტაციები გაგრძელდება დიპლომატებთან, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გაგრძელდება ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც.

ქართველი ხალხის მოთხოვნას ანგარიშს გაუწევს ხელისუფლება, ის იქნება იძულებული, რომ ეს გააკეთოს, რას დაეთანხმებიან და რას არა, ეს საკითხი არ არის და ვერ იქნება გადამწყვეტი. მათ მოუწევთ დაეთანხმონ ქართველი ხალხის ნებას.“- განაცხადა გვარამიამ.