მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლოში ექსპერიმენტის დროს ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე" - რას წერს საია-ს თავმჯდომარე
"სასამართლოში ექსპერიმენტის დროს ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე" - რას წერს საია-ს თავმჯდომარე

ერთ-ერ­თმა მო­სა­მარ­თლემ შე­ა­ცუ­რა ბი­უ­ლე­ტე­ნი და ყვე­ლამ, მათ შო­რის, დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვილ­მაც და­ი­ნა­ხა, რომ მას­ზე ჩან­და გა­ფე­რა­დე­ბუ­ლი წრე. თუმ­ცა, ის ამას არ აღი­ა­რებს, - ამის შე­სა­ხებ „ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე, ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძე FACEBOOK-ზე წერს, რი­თაც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე სხდო­მას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ქურ­დო­ვა­ნი­ძე წერს, სა­ა­პე­ლა­ციო სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვი­სას ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბი­სას "ცეს­კოს და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა", ბი­უ­ლე­ტე­ნი მო­ა­თავ­სა ყუთ­ში იმგვა­რად, რაც აც­დე­ნი­ლი იყო იმ სწავ­ლე­ბას­თან, რა­საც ცეს­კო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იყე­ნებ­და.

"სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა ფა­რუ­ლო­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე გრძელ­დე­ბა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გუ­შინ გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს საქ­მის გან­ხილ­ვა, თუმ­ცა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ აცხა­დებს. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 18:00 სა­ათ­ზე უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, თუმ­ცა, არ აცხა­დებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ელო­დე­ბი­ან რას გა­და­წყვეტს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე სხდო­მას. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ოლქი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ცეს­კოს იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ.

სხდო­მის და­სა­წყის­ში, ცეს­კოს იუ­რის­ტებ­მა თეთ­რი­წყა­რო­ში სა­ი­ას მიერ მო­გე­ბუ­ლი საქ­მის გა­ბა­თი­ლე­ბის მიზ­ნით პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვით და­ა­ყე­ნეს სა­კი­თხი, რომ თეთ­რი­წყა­როს მო­სა­მარ­თლე არ იყო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი გა­ნე­ხი­ლა ეს საქ­მე, რად­გან მისი ცოლი facebook-ზე კრი­ტი­კულ პოს­ტებს წერს. ცო­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლის აცი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყოს. გარ­და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და­უ­სა­ბუ­თებ­ლო­ბი­სა, პრო­ცე­დუ­რუ­ლა­დაც არას­წო­რია ამ სა­კი­თხის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და­ყე­ნე­ბა, რად­გან მათ მო­სა­მარ­თლის აცი­ლე­ბა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში არ და­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

ეს კარ­გად იცის ცეს­კოს იუ­რი­დი­ულ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა, თუმ­ცა, ამ სი­სუ­ლე­ლის და­ყე­ნე­ბა მათ დას­ჭირ­დათ იმის­თვის, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ე­ცათ სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი, ეთ­ქვა, რომ რად­გან მხა­რე მო­სა­მარ­თლის ობი­ექ­ტუ­რო­ბას კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს, მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტიც ხე­ლახ­ლა უნდა ჩა­ტარ­დეს.

სა­სა­მარ­თლო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბით ეცა­და, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტი ხე­ლოვ­ნუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბით ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნა ცეს­კოს და­ხე­ლოვ­ნე­ბულ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, ანუ იმ ხალ­ხს, ვინც სხვას ას­წავ­ლის ბი­უ­ლე­ტე­ნის აპა­რატ­ში მო­თავ­სე­ბას. გარ­და ამი­სა, მან ბი­უ­ლე­ტე­ნი მო­ა­თავ­სა ყუთ­ში იმგვა­რად, რაც აც­დე­ნი­ლი იყო იმ სწავ­ლე­ბას­თან, რა­საც ცეს­კო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე იყე­ნებ­და.

ამის შემ­დგომ, ერთ-ერ­თმა მო­სა­მარ­თლემ შე­ა­ცუ­რა ბი­უ­ლე­ტე­ნი და ყვე­ლამ, მათ შო­რის, დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვილ­მაც და­ი­ნა­ხა, რომ მას­ზე ჩან­და გა­ფე­რა­დე­ბუ­ლი წრე. თუმ­ცა, ის ამას არ აღი­ა­რებს. სხდო­მა გრძელ­დე­ბა“, - წერს ქურ­დო­ვა­ნი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სასამართლოში ექსპერიმენტის დროს ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე" - რას წერს საია-ს თავმჯდომარე

"სასამართლოში ექსპერიმენტის დროს ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე" - რას წერს საია-ს თავმჯდომარე

ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე FACEBOOK-ზე წერს, რითაც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ეხმაურება.

როგორც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქურდოვანიძე წერს, სააპელაციო სარჩელის განხილვისას ექსპერიმენტის ჩატარებისას "ცესკოს დახელოვნებულმა სპეციალისტმა", ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.

"სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ფარულობის უფლების დარღვევაზე გრძელდება. საყურადღებოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინ გამართულ სხდომაზე უკვე დასრულებული აქვს საქმის განხილვა, თუმცა, გადაწყვეტილებას არ აცხადებს. ბოლო მონაცემებით, 18:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, არ აცხადებს. სავარაუდოდ, ელოდებიან რას გადაწყვეტს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

რაც შეეხება თბილისში მიმდინარე სხდომას. აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ოლქი წარმოდგენილია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ.

სხდომის დასაწყისში, ცესკოს იურისტებმა თეთრიწყაროში საიას მიერ მოგებული საქმის გაბათილების მიზნით პროცედურების დარღვევით დააყენეს საკითხი, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი განეხილა ეს საქმე, რადგან მისი ცოლი facebook-ზე კრიტიკულ პოსტებს წერს. ცოლის მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება მოსამართლის აცილების საფუძველი იყოს. გარდა შინაარსობრივი დაუსაბუთებლობისა, პროცედურულადაც არასწორია ამ საკითხის სააპელაციო სასამართლოში დაყენება, რადგან მათ მოსამართლის აცილება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებიათ.

ეს კარგად იცის ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა, თუმცა, ამ სისულელის დაყენება მათ დასჭირდათ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიეცათ სამართლებრივი ბერკეტი, ეთქვა, რომ რადგან მხარე მოსამართლის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც ხელახლა უნდა ჩატარდეს.

სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ცესკოს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტენის აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.

ამის შემდგომ, ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს. სხდომა გრძელდება“, - წერს ქურდოვანიძე.