მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს­თან, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რად ცნო­ბის მიზ­ნით ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

პა­რა­ლე­ლუ­რად სა­სა­მარ­თლო­ში სხდო­მა არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი, რი­თაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი რიგ უბ­ნებ­ში ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ხე­ლახ­ლა გა­დათ­ვლას ითხო­ვენ.

კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერთი ლი­დე­რი ანა დო­ლი­ძე სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლას ითხოვ­და, თუმ­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა, რად­გა­ნაც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლი, ეზო­ში შე­სას­ვლე­ლი მთა­ვა­რი კარი კი ჩა­კე­ტი­ლია.

  • ანა დო­ლი­ძემ პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლებ­მაც ის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში არ შე­უშ­ვეს, ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა მოს­თხო­ვა და გა­ნუ­მარ­ტა, რომ პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, რომ სა­ხე­ლი და გვა­რი და­ა­სა­ხე­ლონ.

“რუ­სეთ­ში ხომ არ ხართ? და რომ გე­ლა­პა­რა­კე­ბით პა­სუ­ხი გა­მე­ცით. ჩვენ თავი ამოვ­ყა­ვით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით სა­სა­მარ­თლო სხდო­მა არის სა­ჯა­რო და ნა­ხეთ, რა ხდე­ბა? ეს პრო­ცე­სე­ბი ადრე ნა­ნა­ხი მაქვს, რაც წარ­სულს უნდა ჩა­ბა­რე­ბუ­ლი­ყო. გირ­გვლი­ა­ნის დროს აქ დავ­დი­ო­დი და ასე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო”, - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ.

ვიდ­რე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შეს­ვლას და­ა­პი­რებ­და, მან კო­მენ­ტა­რი მე­დი­ას­თან გა­ა­კე­თა.

“არ­ჩევ­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ტეს­ტი გრძელ­დე­ბა. ჩვენ შე­ვაგ­რო­ვეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ძა­ლი­ან ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. მივ­მარ­თავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ და­ი­წყოს ევ­რო­კავ­ში­რის გა­მო­ძი­ე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ოდეს­მე ხომ უნდა ჩა­ვა­ტა­როთ ნორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი?! პრო­ტეს­ტიც გაგ­რძელ­დე­ბა. პრო­ტეს­ტი დღეს არის სა­სა­მარ­თლოს­თან იმი­ტომ, რომ ბრძო­ლის კერა არის სა­სა­მარ­თლო. პირ­და­პირ დარ­ღვე­უ­ლია კონ­სტი­ტუ­ცია, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი გა­ა­ჩუ­მეს”, - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობის მიზნით ოპოზიციური კოალიციების ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან.

პარალელურად სასამართლოში სხდომა არის ჩანიშნული, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციები რიგ უბნებში ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე სასამართლოს შენობაში შესვლას ითხოვდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს ეზოში სამართალდამცველები არიან განლაგებული, ეზოში შესასვლელი მთავარი კარი კი ჩაკეტილია.

  • ანა დოლიძემ პოლიციელებს, რომლებმაც ის სააპელაციო სასამართლოში არ შეუშვეს, ვინაობის დასახელება მოსთხოვა და განუმარტა, რომ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით ვალდებულნი არიან, რომ სახელი და გვარი დაასახელონ.

“რუსეთში ხომ არ ხართ? და რომ გელაპარაკებით პასუხი გამეცით. ჩვენ თავი ამოვყავით რუსეთის ფედერაციაში. საქართველოს კონსტიტუციით სასამართლო სხდომა არის საჯარო და ნახეთ, რა ხდება? ეს პროცესები ადრე ნანახი მაქვს, რაც წარსულს უნდა ჩაბარებულიყო. გირგვლიანის დროს აქ დავდიოდი და ასეთი სიტუაცია იყო”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვიდრე სააპელაციო სასამართლოში შესვლას დააპირებდა, მან კომენტარი მედიასთან გააკეთა.

“არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება. ჩვენ შევაგროვეთ მტკიცებულებები, ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაიწყოს ევროკავშირის გამოძიება სამართლებრივი მიმართულებით, ოდესმე ხომ უნდა ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები?! პროტესტიც გაგრძელდება. პროტესტი დღეს არის სასამართლოსთან იმიტომ, რომ ბრძოლის კერა არის სასამართლო. პირდაპირ დარღვეულია კონსტიტუცია, მოსამართლეები გააჩუმეს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.