მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელში თავდაცვის მინისტრის გადაყენებას აპროტესტებენ - ცნობილი ხდება ამ გადაწყვეტილების მიზეზი: სავარაუდოდ, გალანტი მძევლების გასათავისუფლებლად დათმობაზე წასვლის მომხრე იყო
ისრაელში თავდაცვის მინისტრის გადაყენებას აპროტესტებენ - ცნობილი ხდება ამ გადაწყვეტილების მიზეზი: სავარაუდოდ, გალანტი მძევლების გასათავისუფლებლად დათმობაზე წასვლის მომხრე იყო

მას შემ­დეგ რაც ნე­თა­ნი­აჰუმ ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იოავ გა­ლან­ტი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, ის­რა­ელ­ში მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი. რო­გორც პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ცვლი­ლე­ბა ორ ლი­დერს შო­რის "ნდო­ბის კრი­ზის­მა" გა­მო­იწ­ვია.

“სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ომის პირ­ველ თვე­ებ­ში არ­სე­ბობ­და ნდო­ბა და იყო ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბა, ბოლო თვე­ებ­ში ჩემ­სა და თავ­დაც­ვის მი­ნისტრს შო­რის ეს ნდო­ბა გა­იბ­ზა­რა”, - გა­ნა­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ მი­მარ­თვა­ში.

  • გა­ლანტს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ის­რა­ელ კაცი შეც­ვლის.

რო­გორც გა­ლან­ტმა თქვა, ის სამ სა­კი­თხზე არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო გა­და­ა­ყე­ნეს. ერთ-ერთი იყო გა­ლან­ტის პო­ზი­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ “თუ ის­რა­ე­ლი მტკივ­ნე­ულ დათ­მო­ბებ­ზე წა­ვი­დო­და", შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ღა­ზა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ის­რა­ე­ლე­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ნე­თა­ნი­აჰუ და იოავ გა­ლან­ტი

BBC -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბას ის­რა­ელ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ნე­თა­ნი­აჰუს გა­დად­გო­მას და თავ­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრის­გან მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თე­მი­სად­მი პრი­ო­რი­ტე­ტის მი­ნი­ჭე­ბას ითხო­ვენ.

Timesofisrael-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­მონ­სტრან­ტე­ბი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ და ნე­თა­ნი­აჰუს წი­ნა­აღ­მდეგ სკან­დი­რებ­დნენ.

"ის მო­ღა­ლა­ტეა! კი­დევ რამ­დე­ნი სის­ხლი და­იღ­ვრე­ბა, ვიდ­რე წავა?“ - ყვი­როდ­ნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე მო­მი­ტინ­გე და­ა­კა­ვეს.

ამას­თა­ნა­ვე, მე­დია წერს, რომ ნე­თა­ნი­აჰუ­სა და გა­ლანტს დიდი ხა­ნია და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. გა­სულ წელს გავ­რცელ­და და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი, რომ ერთ-ერთ და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რა­ზე მათ ერ­თმა­ნეთს უყ­ვი­რეს.

შე­გახ­სე­ნებთ, 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ჰა­მა­სის მიერ აყ­ვა­ნი­ლი 251 მძევ­ლი­დან 100-მდე მძე­ვა­ლი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

კახა
0

ისრაელში ვცხოვრობ და კაცი არ არის აქ,მძევლების გათავისუფლება არ უნდოდეს.სანამ რამეს დაწერთ ცოტა ღრმად შეისწავლეთ ნებისმიერი საკითხი.რაც აქ წერია,სიმართლის ნატამალიც არ არის,სულ სხვა მიზეზებია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ისრაელში თავდაცვის მინისტრის გადაყენებას აპროტესტებენ - ცნობილი ხდება ამ გადაწყვეტილების მიზეზი: სავარაუდოდ, გალანტი მძევლების გასათავისუფლებლად დათმობაზე წასვლის მომხრე იყო

ისრაელში თავდაცვის მინისტრის გადაყენებას აპროტესტებენ - ცნობილი ხდება ამ გადაწყვეტილების მიზეზი: სავარაუდოდ, გალანტი მძევლების გასათავისუფლებლად დათმობაზე წასვლის მომხრე იყო

მას შემდეგ რაც ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი გაათავისუფლა, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი. როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ცვლილება ორ ლიდერს შორის "ნდობის კრიზისმა" გამოიწვია.

“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და იყო ნაყოფიერი მუშაობა, ბოლო თვეებში ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის ეს ნდობა გაიბზარა”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ მიმართვაში.

  • გალანტს თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი შეცვლის.

როგორც გალანტმა თქვა, ის სამ საკითხზე არსებული უთანხმოების გამო გადააყენეს. ერთ-ერთი იყო გალანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ “თუ ისრაელი მტკივნეულ დათმობებზე წავიდოდა", შესაძლებელი იქნებოდა ღაზაში დარჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლება.

ნეთანიაჰუ და იოავ გალანტი

BBC -ის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებას ისრაელში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ქუჩაში გამოსული მომიტინგეები ნეთანიაჰუს გადადგომას და თავდაცვის ახალი მინისტრისგან მძევლების გათავისუფლების თემისადმი პრიორიტეტის მინიჭებას ითხოვენ.

Timesofisrael -ის ინფორმაციით, დემონსტრანტები მძევლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ და ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სკანდირებდნენ.

"ის მოღალატეა! კიდევ რამდენი სისხლი დაიღვრება, ვიდრე წავა?“ - ყვიროდნენ აქციის მონაწილეები.

სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.

ამასთანავე, მედია წერს, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტს დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. გასულ წელს გავრცელდა დაუდასტურებელი ფაქტები, რომ ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე მათ ერთმანეთს უყვირეს.

შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ აყვანილი 251 მძევლიდან 100-მდე მძევალი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

იხილეთ ასევე: