სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში III საერთაშორისო კონფერენცია "კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა" გაიმართება
თბილისში III საერთაშორისო კონფერენცია "კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა" გაიმართება

20-22 ნო­ემ­ბერს, 5 მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბის - კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს, სე­მე­კის, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის, და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის ერ­თობ­ლი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბით, კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის აღ­სრუ­ლე­ბის და მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ III სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ხუთი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სია გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც სექ­ტო­რულ ჭრილ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ღე­ბულ შე­დე­გებ­ზე, მიღ­წე­ვებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ეკო­ნო­მი­კის რე­გუ­ლი­რე­ბად სექ­ტო­რებ­ში კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის ეფექ­ტი­ან მიდ­გო­მებს. სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით იმ­სჯე­ლე­ბენ კარ­ტე­ლებ­თან ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ში ანტი-დემ­პინ­გუ­რი პო­ლი­ტი­კის მარ­თვის სა­კი­თხებ­ზე.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კონ­კუ­რენ­ცი­ის და მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის - გა­ე­როს ვაჭ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის (UNCTAD), ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (OECD), ევ­რო­კო­მი­სი­ის კონ­კუ­რენ­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის (DG-COMP), ევ­რო­კო­მი­სი­ის იუს­ტი­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის (DG-JUSTICE), კონ­კუ­რენ­ცი­ის კვლე­ვის პო­ლი­ტი­კის ქსე­ლის (CEPR) და გერ­მა­ნი­ის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ასე­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი, სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბის, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის, აკა­დე­მი­უ­რი წრის და ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

თბილისში III საერთაშორისო კონფერენცია "კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა" გაიმართება

თბილისში III საერთაშორისო კონფერენცია "კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა" გაიმართება

20-22 ნოემბერს, 5 მარეგულირებელი უწყების - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება.

კონფერენციის ფარგლებში, ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება, სადაც სექტორულ ჭრილში, საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებისა და აღსრულების პოლიტიკის, მომხმარებლის დაცვის ეფექტიან მიდგომებს. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით იმსჯელებენ კარტელებთან ბრძოლის მეთოდებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ანტი-დემპინგური პოლიტიკის მართვის საკითხებზე.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის (DG-COMP), ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის (DG-JUSTICE), კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის (CEPR) და გერმანიის მომხმარებელთა ორგანიზაციების ფედერაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

NS