საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟიულ მასნეს ოპერა "ვერთერის" ულამაზესი დადგმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
ჟიულ მასნეს ოპერა "ვერთერის" ულამაზესი დადგმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

9, 10, 16, 17 ნო­ემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში ჟიულ მას­ნეს ოპე­რა „ვერ­თე­რის“ წარ­მოდ­გე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა. თბი­ლი­სის სცე­ნა­ზე კვლავ აჟ­ღერ­დე­ბა გო­ე­თეს რო­მა­ნის „ახალ­გაზ­რდა ვერ­თე­რის ვნე­ბა­ნი“ მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი ფრან­გუ­ლი ოპე­რა.

ეს დად­გმა 2002 წელს ტო­კი­ოს ახალ ნა­ცი­ო­ნა­ლურ თე­ატ­რში დიდი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. „ვერ­თე­რის“ ეს ვერ­სია დღე­საც ერ­თერთ ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ პრო­დუქ­ცი­ად არის მიჩ­ნე­უ­ლი. სპექ­ტაკ­ლი ტრა­დი­ცი­ულ, კლა­სი­კურ სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი და ზუს­ტად ასა­ხავს ნა­წარ­მო­ე­ბის ეპო­ქას.

„ვერ­თე­რის“დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რია ჯო­ზეფ ფრან­კო­ნი ლი, დამ­დგმე­ლი დი­რი­ჟო­რე­ბი ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი, სცე­ნოგ­რა­ფი ემა­ნუ­ე­ლე ფავ­რე, კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი ეს­ტერ მარ­ტი­ნი, მხატ­ვრუ­ლი გა­ნა­თე­ბა სტე­ფა­ნო გო­რე­რი.

ფრან­გი კომ­პო­ზი­ტო­რის ჟიულ მას­ნეს ლი­რი­კუ­ლი დრა­მის „ვერ­თე­რი“ პრე­მი­ე­რა ვე­ნის Hofoper-ში 1892 წლის 16 თე­ბერ­ვალს შედ­გა. პრე­მი­ე­რის დღეს იგი გერ­მა­ნულ ენა­ზე შე­ას­რუ­ლეს. ამის შემ­დეგ ოპე­რა და­უბ­რუნ­და თა­ვის ორი­გი­ნა­ლურ ფრან­გულ ვერ­სი­ას. „ვერ­თე­რის“ პრე­მი­ე­რა ფრან­გულ ენა­ზე 1892 წლის 27 დე­კემ­ბერს ჟე­ნე­ვა­ში, ხოლო 1893 წლის 16 იან­ვარს პა­რი­ზის Opéra-Comique-ში შედ­გა. მას­ნეს „ვერ­თე­რი“ მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი წამ­ყვა­ნი სა­ო­პე­რო თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­შია.

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე „ვერ­თე­რის“ პრე­მი­ე­რა 1904 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს შედ­გა და გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის ჩათ­ვლით თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში იყო. 1942 წელს „ვერ­თე­რი“ თბი­ლი­სის ოპე­რის სცე­ნა­ზე ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვამ დად­გა, მთა­ვარ პარ­ტი­ებს და­ვით ან­დღუ­ლა­ძე, ვერა და­ვი­დო­ვა და და­ვით ბად­რი­ძე ას­რუ­ლებ­დნენ. 2018 წლის 22 დე­კემ­ბერს, 76 წლის შემ­დეგ, მას­ნეს „ვერ­თე­რი“ კვლავ და­უბ­რუნ­და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრს და და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი სა­რე­პერ­ტუ­ა­რო სპექ­ტაკ­ლებს შო­რის.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჟიულ მასნეს ოპერა "ვერთერის" ულამაზესი დადგმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

ჟიულ მასნეს ოპერა "ვერთერის" ულამაზესი დადგმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

9, 10, 16, 17 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟიულ მასნეს ოპერა „ვერთერის“ წარმოდგენა გაიმართება. თბილისის სცენაზე კვლავ აჟღერდება გოეთეს რომანის „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ მიხედვით შექმნილი ფრანგული ოპერა.

ეს დადგმა 2002 წელს ტოკიოს ახალ ნაციონალურ თეატრში დიდი წარმატებით განხორციელდა. „ვერთერის“ ეს ვერსია დღესაც ერთერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პროდუქციად არის მიჩნეული. სპექტაკლი ტრადიციულ, კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი და ზუსტად ასახავს ნაწარმოების ეპოქას.

„ვერთერის“დამდგმელი რეჟისორია ჯოზეფ ფრანკონი ლი, დამდგმელი დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფი ემანუელე ფავრე, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, მხატვრული განათება სტეფანო გორერი.

ფრანგი კომპოზიტორის ჟიულ მასნეს ლირიკული დრამის „ვერთერი“ პრემიერა ვენის Hofoper-ში 1892 წლის 16 თებერვალს შედგა. პრემიერის დღეს იგი გერმანულ ენაზე შეასრულეს. ამის შემდეგ ოპერა დაუბრუნდა თავის ორიგინალურ ფრანგულ ვერსიას. „ვერთერის“ პრემიერა ფრანგულ ენაზე 1892 წლის 27 დეკემბერს ჟენევაში, ხოლო 1893 წლის 16 იანვარს პარიზის Opéra-Comique-ში შედგა. მასნეს „ვერთერი“ მსოფლიოს მრავალი წამყვანი საოპერო თეატრის რეპერტუარშია.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ვერთერის“ პრემიერა 1904 წლის 16 ოქტომბერს შედგა და გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით თეატრის რეპერტუარში იყო. 1942 წელს „ვერთერი“ თბილისის ოპერის სცენაზე ალექსანდრე წუწუნავამ დადგა, მთავარ პარტიებს დავით ანდღულაძე, ვერა დავიდოვა და დავით ბადრიძე ასრულებდნენ. 2018 წლის 22 დეკემბერს, 76 წლის შემდეგ, მასნეს „ვერთერი“ კვლავ დაუბრუნდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს და დაიმკვიდრა ადგილი სარეპერტუარო სპექტაკლებს შორის.

R