სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“წინა არჩევნებზეც დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუმცა ბოლოს ყველა შევიდა, გვეხვეწნენ, მათთვის დაკარგული ხელფასი აღგვედგინა“ - შალვა პაპუაშვილი
“წინა არჩევნებზეც დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუმცა ბოლოს ყველა შევიდა, გვეხვეწნენ, მათთვის დაკარგული ხელფასი აღგვედგინა“ - შალვა პაპუაშვილი

“ის­ტო­რია ამ­ჯე­რად უკვე ფარ­სად მე­ორ­დე­ბა - წინა არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ჯა­როდ და­დეს პი­რო­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვი­დოდ­ნენ, ბო­ლოს ყვე­ლა შე­ვი­და, გვეხ­ვეწ­ნენ, ახა­ლი წლის წინ შე­იკ­რი­ბა ხა­ზი­ნა­დარ­თა საბ­ჭო, ბი­უ­რო, რათა მათ­თვის და­კარ­გუ­ლი ხელ­ფა­სი აღგ­ვედ­გი­ნა - ყვე­ლამ მსუ­ყე-მსუ­ყე თან­ხე­ბი ჩა­ი­რი­ცხა სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე, ზოგი და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და, ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა დიდი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა გა­შა­ლა“,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე დას­მულ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი­თხვე­ბი მათ­თან კი აღარ გვაქვს, ვინც გაჰ­ყვი­რის, “კარ­ვე­ბი ჩქა­რაო“, არა­მედ მათ­თან, ვინც ოპო­ზი­ცი­ას ქვეყ­ნის გა­რე­დან მარ­თავს.

“ეს კი­დევ ერთი ფარ­სია. ის­ტო­რია ამ­ჯე­რად უკვე ფარ­სად მე­ორ­დე­ბა. ზუს­ტად ერთი წლის წინ, იგი­ვე ხალ­ხი შეკ­რე­ბი­ლი იყო ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის“ სტუ­დი­ა­ში და და­ფა­ზე სა­ჯა­როდ და­დეს პი­რო­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვი­დოდ­ნენ, ბო­ლოს ყვე­ლა შე­ვი­და, აღი­ა­რეს. მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი ბო­ი­კო­ტის შემ­დეგ შე­მო­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში, ხელ­ფა­სე­ბი ჰქონ­დათ დაქ­ვი­თუ­ლი. გვეხ­ვეწ­ნენ და ახა­ლი წლის წინ შე­იკ­რი­ბა ხა­ზი­ნა­დარ­თა საბ­ჭო და ბი­უ­რო, რათა მათ­თვის ის და­კარ­გუ­ლი ხელ­ფა­სი აღგ­ვედ­გი­ნა, რო­მე­ლიც პატ­რი­ო­ტუ­ლი გრძნო­ბე­ბით რომ იყ­ვნენ ბო­ი­კოტ­ში და 2020 წლის “გა­ყალ­ბე­ბულ“ არ­ჩევ­ნებს არ აღი­ა­რებ­დნენ, ჩა­მოჭ­რი­ლი ჰქონ­დათ. ყვე­ლამ მსუ­ყე-მსუ­ყე თან­ხე­ბი ჩა­ი­რი­ცხა სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე. ზოგი და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და, ზოგი - სად; ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა დიდი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა გა­შა­ლა. ასეთ ხალ­ხთან გვაქვს საქ­მე, რო­მელ­თაც სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ, ამი­ტომ, პრობ­ლე­მა მათ­ში კი არაა და კი­თხვე­ბი მათ­თან კი აღარ გვაქვს, ვინც გაჰ­ყვი­რის - კარ­ვე­ბი ჩქა­რაო, არა­მედ კი­თხვე­ბი გვაქვს მათ­თან, ვინც მათ მარ­თავს ქვეყ­ნის გა­რეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ვი­ნა­ხოთ, რა გეგ­მე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ქვეყ­ნის გა­რეთ მყოფ ამ ხალ­ხს. ვნა­ხეთ ლი­ე­ტუ­ვის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნეს გან­ცხა­დე­ბა. მი­ვე­დით იმ წერ­ტილ­ზე, რაც დიდი ხა­ნია გულ­ში ჰქონ­და ბევ­რს, ქვეყ­ნის გა­რეთ, ვინც “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რია და ამ ადა­მი­ან­მა ბო­ლოს თქვა (რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა გა­ამ­ჟღავ­ნა ბო­ლოს, რას გვთხოვ­დნენ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბით), გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ მათი პრობ­ლე­მაა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უჭერს მხარს. არ ვიცი, ქარ­თველ ხალ­ხს რას გვი­პი­რე­ბენ, გა­და­სახ­ლე­ბას, გა­და­ჯი­შე­ბას თუ რას, მაგ­რამ თვი­თონ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხომ გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დგა­ნან ისი­ნი, ვინც გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ევ­რო­პა არი­ან? ეს ხომ ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­კარ­გუ­ლი ხალ­ხია, რო­მე­ლიც სხვა ქვე­ყა­ნა­ში ხალ­ხს იწუ­ნებს, რად­გან მის გე­მოვ­ნე­ბა­ში არ ჯდე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლი მათი გე­მოვ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კო­სია და სხვა და­ნარ­ჩე­ნი, მთლი­ა­ნად ხალ­ხი, და­ი­წუ­ნეს. ლი­ე­ტუ­ვის სამ­თავ­რო­ბო პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად გვი­თხრა, რომ არ ვვარ­გი­ვართ და რა­ღაც უნდა მოგ­ვი­ხერ­ხონ - გა­დაგ­ვა­შე­ნონ, გა­დაგ­ვა­ჯი­შონ, გა­დაგ­ვა­ცხოვ­რონ, ჩაგ­ვა­ნაც­ვლონ სხვა ხალ­ხით, ამი­ტომ კი­თხვე­ბი ოპო­ზი­ცი­ას­თან და იმ “ენ­ჯე­ო­ებ­თან“ აღარ გვაქვს, ვინც თავი და­ი­სა­მა­რეს - “ის­ფედ­მა“, “გამჭვირ­ვა­ლო­ბამ“, სა­ი­ამ - რო­გორც თაღ­ლით­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა. კი­თხვე­ბი გვაქვს მათ პატ­რო­ნებ­თან, რა გეგ­მე­ბი აქვთ ქარ­თველ ხალ­ხთან და­კავ­ში­რე­ბით. აღგ­ვიქ­ვა­მენ ერად, ხალ­ხად, ვი­საც რა­ღაც უფ­ლე­ბე­ბი გვაქვს თუ მხო­ლოდ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის თვა­ლით გვი­ყუ­რე­ბენ? ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია, რათა დავ­რწმუნ­დეთ, რა გან­ზრახ­ვე­ბი აქვთ არა ოპო­ზი­ცი­ას და “ენ­ჯე­ო­ებს“, არა­მედ მათ, ვინც მათ უკან დგა­ნან“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

“წინა არჩევნებზეც დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუმცა ბოლოს ყველა შევიდა, გვეხვეწნენ, მათთვის დაკარგული ხელფასი აღგვედგინა“ - შალვა პაპუაშვილი

“წინა არჩევნებზეც დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუმცა ბოლოს ყველა შევიდა, გვეხვეწნენ, მათთვის დაკარგული ხელფასი აღგვედგინა“ - შალვა პაპუაშვილი

“ისტორია ამჯერად უკვე ფარსად მეორდება - წინა არჩევნებზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, ბოლოს ყველა შევიდა, გვეხვეწნენ, ახალი წლის წინ შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო, ბიურო, რათა მათთვის დაკარგული ხელფასი აღგვედგინა - ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე, ზოგი დასასვენებლად წავიდა, ზოგმა შეიძლება დიდი საახალწლო სუფრა გაშალა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ოპოზიციის გეგმების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ხელისუფლებას კითხვები მათთან კი აღარ გვაქვს, ვინც გაჰყვირის, “კარვები ჩქარაო“, არამედ მათთან, ვინც ოპოზიციას ქვეყნის გარედან მართავს.

“ეს კიდევ ერთი ფარსია. ისტორია ამჯერად უკვე ფარსად მეორდება. ზუსტად ერთი წლის წინ, იგივე ხალხი შეკრებილი იყო ტელეკომპანია “მთავარის“ სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, ბოლოს ყველა შევიდა, აღიარეს. მას შემდეგ, რაც ისინი ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, ხელფასები ჰქონდათ დაქვითული. გვეხვეწნენ და ახალი წლის წინ შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო და ბიურო, რათა მათთვის ის დაკარგული ხელფასი აღგვედგინა, რომელიც პატრიოტული გრძნობებით რომ იყვნენ ბოიკოტში და 2020 წლის “გაყალბებულ“ არჩევნებს არ აღიარებდნენ, ჩამოჭრილი ჰქონდათ. ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე. ზოგი დასასვენებლად წავიდა, ზოგი - სად; ზოგმა შეიძლება დიდი საახალწლო სუფრა გაშალა. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელთაც სინამდვილეში არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ, ამიტომ, პრობლემა მათში კი არაა და კითხვები მათთან კი აღარ გვაქვს, ვინც გაჰყვირის - კარვები ჩქარაო, არამედ კითხვები გვაქვს მათთან, ვინც მათ მართავს ქვეყნის გარეთ. მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა გეგმები, დამოკიდებულება აქვს ქვეყნის გარეთ მყოფ ამ ხალხს. ვნახეთ ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადება. მივედით იმ წერტილზე, რაც დიდი ხანია გულში ჰქონდა ბევრს, ქვეყნის გარეთ, ვინც “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერია და ამ ადამიანმა ბოლოს თქვა (როგორც ევროპარლამენტმა გაამჟღავნა ბოლოს, რას გვთხოვდნენ სანქციების დაწესებით), გაამჟღავნა, რომ მათი პრობლემაა ქართველი ხალხი, რომელიც “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. არ ვიცი, ქართველ ხალხს რას გვიპირებენ, გადასახლებას, გადაჯიშებას თუ რას, მაგრამ თვითონ ეს დამოკიდებულება ხომ გვაფიქრებინებს, რა ღირებულებებზე დგანან ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ ევროპა არიან? ეს ხომ ღირებულება დაკარგული ხალხია, რომელიც სხვა ქვეყანაში ხალხს იწუნებს, რადგან მის გემოვნებაში არ ჯდება. სააკაშვილი მათი გემოვნების პოლიტიკოსია და სხვა დანარჩენი, მთლიანად ხალხი, დაიწუნეს. ლიეტუვის სამთავრობო პარტიის წარმომადგენელმა ფაქტობრივად გვითხრა, რომ არ ვვარგივართ და რაღაც უნდა მოგვიხერხონ - გადაგვაშენონ, გადაგვაჯიშონ, გადაგვაცხოვრონ, ჩაგვანაცვლონ სხვა ხალხით, ამიტომ კითხვები ოპოზიციასთან და იმ “ენჯეოებთან“ აღარ გვაქვს, ვინც თავი დაისამარეს - “ისფედმა“, “გამჭვირვალობამ“, საიამ - როგორც თაღლითმა ორგანიზაციებმა. კითხვები გვაქვს მათ პატრონებთან, რა გეგმები აქვთ ქართველ ხალხთან დაკავშირებით. აღგვიქვამენ ერად, ხალხად, ვისაც რაღაც უფლებები გვაქვს თუ მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესების ტერიტორიის თვალით გვიყურებენ? ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რათა დავრწმუნდეთ, რა განზრახვები აქვთ არა ოპოზიციას და “ენჯეოებს“, არამედ მათ, ვინც მათ უკან დგანან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.