საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა - რა დეტალები ხდება ცნობილი?
გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

54 წლის ასაკ­ში, წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი მერი გია ხარ­ჩი­ლა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. ის დღეს დი­ლით სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხარ­ჩი­ლა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თრომ­ბი გახ­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი ბერ­დია კა­ლან­დია ავ­რცე­ლებს და წერს:

"გია გარ­და­ეც­ვა­ლა, ხარ­ჩი­ლა­ვა წა­ლენ­ჯი­ხას. მეც გარ­და­მეც­ვა­ლა, მაგ­რამ წა­ლენ­ჯი­ხას რომ და­აკ­ლდე­ბა ისე ვე­რა­ვის და არა­ვის.ბო­ლოს წა­ლენ­ჯი­ხის მე­რად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მისი მთა­ვა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა ამ ქა­ლა­ქის სიყ­ვა­რუ­ლი იყო.

-იცი, სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და სპორტზე მო­სი­ა­რუ­ლე და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, - ამა­ყად და სი­ხა­რუ­ლით ამას რომ მე­ტყო­და, მერე უცებ ის ბავ­შვე­ბი ახ­სენ­დე­ბო­და, მე­ო­რეკ­ლა­სე­ლე­ბი, ვისი კვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბაც ასე უნ­დო­და და სი­ხა­რულ­საც ვერ ირ­გებ­და, ხმა უწყდე­ბო­და.ბოლო სა­უბ­რი­სას მი­თხრა, რომ აწი შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის აღარ ეში­ნია. არ ვიცი რა იგუ­ლის­ხმა, ვი­ფიქ­რე მერე ვკი­თხავ­დი. ვე­ღარ ვკი­თხავ.

სულ მპირ­დე­ბო­და, რომ ერთ დღე­საც დავ­სხდე­ბით და ყვე­ლა­ფერს მან­დობს, რაც სტკი­ვა და რაც უხა­რია, რა გზა გა­ი­ა­რა და რო­გორ - ვერც ეგ მო­ვას­წა­რით.ვინ იფიქ­რებ­და, რომ მისი ის­ტო­რი­ის ნაც­ვლად, ერთ დი­ლით დავ­წერ­დი: - გია გარ­და­იც­ვა­ლა, ხარ­ჩი­ლა­ვა.დღეს ერ­თით ნაკ­ლე­ბი მე­გო­ბა­რი დამ­რჩა.წა­ლენ­ჯი­ხას გარ­და­ეც­ვა­ლა კაცი, რომ­ლის მთა­ვა­რი პრო­ფე­სია და თა­ნამ­დე­ბო­ბა წა­ლენ­ჯი­ხის სიყ­ვა­რუ­ლი იყო" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ბერ­დია კა­ლან­დია.

ცნო­ბის­თვის, გია ხარ­ჩი­ლა­ვა 1970 წელს და­ი­ბა­და. მან 1991 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კა-მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ფა­კულ­ტე­ტი. 2006–2010 წლებ­ში იყო წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე. 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ხარ­ჩი­ლა­ვა ერ­თა­დერ­თია ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს შო­რის, ვინც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა და წა­ლენ­ჯი­ხის მერი გახ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

54 წლის ასაკში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. ის დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადგილობრივი ჟურნალისტი ბერდია კალანდია ავრცელებს და წერს:

"გია გარდაეცვალა, ხარჩილავა წალენჯიხას. მეც გარდამეცვალა, მაგრამ წალენჯიხას რომ დააკლდება ისე ვერავის და არავის.ბოლოს წალენჯიხის მერად მუშაობდა, მაგრამ მისი მთავარი თანამდებობა ამ ქალაქის სიყვარული იყო.

-იცი, სამჯერ გაიზარდა სპორტზე მოსიარულე და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა, - ამაყად და სიხარულით ამას რომ მეტყოდა, მერე უცებ ის ბავშვები ახსენდებოდა, მეორეკლასელები, ვისი კვების დაფინანსებაც ასე უნდოდა და სიხარულსაც ვერ ირგებდა, ხმა უწყდებოდა.ბოლო საუბრისას მითხრა, რომ აწი შეცდომების დაშვების აღარ ეშინია. არ ვიცი რა იგულისხმა, ვიფიქრე მერე ვკითხავდი. ვეღარ ვკითხავ.

სულ მპირდებოდა, რომ ერთ დღესაც დავსხდებით და ყველაფერს მანდობს, რაც სტკივა და რაც უხარია, რა გზა გაიარა და როგორ - ვერც ეგ მოვასწარით.ვინ იფიქრებდა, რომ მისი ისტორიის ნაცვლად, ერთ დილით დავწერდი: - გია გარდაიცვალა, ხარჩილავა.დღეს ერთით ნაკლები მეგობარი დამრჩა.წალენჯიხას გარდაეცვალა კაცი, რომლის მთავარი პროფესია და თანამდებობა წალენჯიხის სიყვარული იყო" - წერს ჟურნალისტი ბერდია კალანდია.

ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა