მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ" - ნათია მეზვრიშვილი
"არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ" - ნათია მეზვრიშვილი

არ მგო­ნია, რომ ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი კა­რავ­ში შე­ვი­დეს, მაგ­რამ თუ ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი გა­და­წყვეტს, რომ ჩვენ აქ­ცი­ებ­ზე უნდა ვი­ყოთ, რა თქმა უნდა, შე­ვას­რუ­ლებთ ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის დაკ­ვე­თას.ასე იყო წინა აქ­ცი­ა­ზეც, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან 4 ნო­ემ­ბერს, 3 ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცი­ის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, მათ რო­გორც შე­უძ­ლი­ათ, და­ნარ­ჩენ ოპო­ზი­ცი­ურ სუ­ბი­ექ­ტებს ეხ­მა­რე­ბი­ან, ეს იქ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა თუ სხვა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბი.

"სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ჩვენ რო­გორც შეგ­ვიძ­ლია, ოპო­ზი­ცი­ას ვეხ­მა­რე­ბით, მათ შო­რის ვეხ­მა­რე­ბით იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენ­მა სა­არ­ჩევ­ნო გუნ­დმა მო­ი­პო­ვა. ჩვენ ვიქ­ნე­ბით ყველ­გან, სა­დაც ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი იქ­ნე­ბა, სა­დაც ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი ჩათ­ვლის, რომ სა­ჭი­როა ყოფ­ნა ხმე­ბის დაც­ვის­თვის და იმის­თვის, რომ მო­პა­რუ­ლი ხმე­ბი უკან და­ვაბ­რუ­ნოთ. ეს არის ახლა ჩვე­ნი N1 ამო­ცა­ნა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მგო­ნია, რომ ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი კა­რავ­ში შე­ვი­დეს, მაგ­რამ თუ ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი გა­და­წყვეტს, რომ ჩვენ აქ­ცი­ებ­ზე უნდა ვი­ყოთ, რა თქმა უნდა, შე­ვას­რუ­ლებთ ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის დაკ­ვე­თას. ასე იყო წინა აქ­ცი­ა­ზეც.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რა­ღაც დე­ტა­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს, ჩვენ ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხაზი გვაქვს, რო­მელ­საც არ ვა­პი­რებთ გა­და­ვუხ­ვი­ოთ. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ას - ეს იქ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა თუ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

  • მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შეხ­ვედ­რებ­ში, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს, მო­ნა­წი­ლე­ობს.

"სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­წო­დე­ბით, მათ შო­რის გუ­შინ შეხ­ვედ­რა იყო, სა­დაც ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და - სა­ღა­მოს შეხ­ვედ­რა­ზეც და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შეხ­ვედ­რა­ზეც. აქ­ცი­ებ­შიც მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის დაკ­ვე­თა არის ეს. რაც შე­ე­ხე­ბა კარ­ვებს, არ მგო­ნია, რომ ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი კა­რავ­ში შე­ვი­დეს.

ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი ხაზი, მაგ­რამ ერთი მე­ო­რეს არ გა­მო­რი­ცხავს. პი­რი­ქით, ვფიქ­რობ, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ, სა­ერ­თო მი­ზან­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ერ­თო მი­ზა­ნი კი ხმე­ბის დაც­ვა და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ხმე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა გახ­ლავთ“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ოპო­ზი­ცი­ამ 4 ნო­ემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცია და­ა­ა­ნონ­სა. აქ­ცი­ა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ" - ნათია მეზვრიშვილი

"არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ" - ნათია მეზვრიშვილი

არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას.ასე იყო წინა აქციაზეც, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან 4 ნოემბერს, 3 ოპოზიციური კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

  • მისი თქმით, მათ როგორც შეუძლიათ, დანარჩენ ოპოზიციურ სუბიექტებს ეხმარებიან, ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თუ სხვა საორგანიზაციო საკითხები.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა ხმების დაცვისთვის და იმისთვის, რომ მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი N1 ამოცანა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას. ასე იყო წინა აქციაზეც.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დეტალებში შეიძლება რაღაც განსხვავებული იყოს, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გვაქვს, რომელსაც არ ვაპირებთ გადავუხვიოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას - ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თუ საორგანიზაციო საკითხები“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

  • მეზვრიშვილის განცხადებით, პარტია "გახარია საქართველოს“ წარმომადგენელი შეხვედრებში, რომელიც ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მონაწილეობს.

"სხვა ოპოზიციურ პარტიებს მაქსიმალურად ვეხმარებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მიწოდებით, მათ შორის გუშინ შეხვედრა იყო, სადაც ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა - საღამოს შეხვედრაზეც და მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზეც. აქციებშიც მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არის ეს. რაც შეეხება კარვებს, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი, მაგრამ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პირიქით, ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საერთო მიზანსაც ემსახურება. საერთო მიზანი კი ხმების დაცვა და ჩვენი მოქალაქეებისთვის ხმების დაბრუნება გახლავთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციამ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა. აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.