საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება

გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის მიზ­ნით, თი­ბი­სიმ, ბრენდ „ადა­მი­ა­ნის” ინი­ცი­ა­ტი­ვით, მას­თან და არ­ტისტ მი­ში­კო სუ­ლა­კა­ურ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ჩა­მოხ­სნილ სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რებს, ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა და ურ­ბა­ნულ თე­მა­ტი­კა­ზე მათ­გან მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ჩან­თე­ბი შექ­მნა.

ქუ­ჩა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი ქუ­ჩის ეს­თე­ტი­კის და ვიბ­რა­ცი­ის ნა­წი­ლია, ამი­ტომ გრა­ფიტ არ­ტის­ტმა მი­ში­კო სუ­ლა­კა­ურ­მა a.k.a. LAMB თი­თო­ე­უ­ლი ჩან­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­ხა­ტა, რა­მაც ჩან­თებს უნი­კა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­სი­ა­მოვ­ნოდ ქა­ო­ტუ­რი გა­მო­ძა­ხი­ლი და სტრი­ტარ­ტის ხა­სი­ა­თი შეს­ძი­ნა.

თი­ბი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, ჩა­მოხ­სნი­ლი ქუ­ჩის სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი ახალ, ფუნ­ქცი­ურ ნივ­თე­ბად გარ­დაქ­მნა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, პირ­ვე­ლი ასე­თი პრო­ექ­ტი თი­ბი­სიმ რაგ­ბის კამ­პა­ნი­ას - „ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ“-ს მი­უ­ძღვნა, ახლა კი „თი­ბი­სი - შენი ერ­თგუ­ლის“ ფარ­გლებ­ში ჩა­მოხ­სნი­ლი ბა­ნე­რე­ბი გა­და­მუ­შავ­და. პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რია კომ­პა­ნია „ალმა“.

„სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბის ახა­ლი სი­ცო­ცხლე - ეს ის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც თი­ბი­სის რამ­დე­ნი­მე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებს. თი­ბი­სი­ში ვნერ­გავთ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღალ სტან­დარ­ტებს. ასე­ვე, ბევ­რი წე­ლია ახალ თა­ო­ბას, მათ შო­რის სთრით-არ­ტის­ტე­ბის კო­მუ­ნას სხვა­დას­ხვა ფორ­მით ვუ­ჭერთ მხარს. ამ მიდ­გო­მებს არა­ერ­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით ვაძ­ლი­ე­რებთ, სწო­რედ ასე­თია ბა­ნე­რე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა და მათ­გან ახა­ლი, ფუნ­ქცი­უ­რი ნივ­თე­ბის შექ­მნის კამ­პა­ნი­აც“ - მა­რი­ამ მი­ქე­ლაშ­ვი­ლი, თი­ბი­სის ბრენ­დის მარ­კე­ტინ­გის ლი­დე­რი.

თი­ბი­სი, რო­გორც ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ცია, აც­ნო­ბი­ე­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, თუ რამ­დე­ნად პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა იქო­ნი­ოს გა­რე­მოს მდგრა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. თი­ბი­სი გეგ­მავს, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბით, ახა­ლი პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნა ტრა­დი­ცი­ად აქ­ცი­ოს და მათ­გან ფუნ­ქცი­უ­რი ნივ­თე­ბი შექ­მნას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება

თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება

გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თემატიკაზე მათგან მრავალფუნქციური ჩანთები შექმნა.

ქუჩაში განთავსებული სარეკლამო ბანერები ქუჩის ესთეტიკის და ვიბრაციის ნაწილია, ამიტომ გრაფიტ არტისტმა მიშიკო სულაკაურმა a.k.a. LAMB თითოეული ჩანთა ინდივიდუალურად მოხატა, რამაც ჩანთებს უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი, სასიამოვნოდ ქაოტური გამოძახილი და სტრიტარტის ხასიათი შესძინა.

თიბისი საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც, პარტნიორებთან ერთად, ჩამოხსნილი ქუჩის სარეკლამო ბანერები ახალ, ფუნქციურ ნივთებად გარდაქმნა. რამდენიმე თვის წინ, პირველი ასეთი პროექტი თიბისიმ რაგბის კამპანიას - „ერთად გავიმარჯვებთ“-ს მიუძღვნა, ახლა კი „თიბისი - შენი ერთგულის“ ფარგლებში ჩამოხსნილი ბანერები გადამუშავდა. პროექტის პარტნიორია კომპანია „ალმა“.

„სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე - ეს ის პროექტია, რომელიც თიბისის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აერთიანებს. თიბისიში ვნერგავთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადი განვითარების მაღალ სტანდარტებს. ასევე, ბევრი წელია ახალ თაობას, მათ შორის სთრით-არტისტების კომუნას სხვადასხვა ფორმით ვუჭერთ მხარს. ამ მიდგომებს არაერთი პროექტის განხორციელებით ვაძლიერებთ, სწორედ ასეთია ბანერების გადამუშავების ინიციატივა და მათგან ახალი, ფუნქციური ნივთების შექმნის კამპანიაც“ - მარიამ მიქელაშვილი, თიბისის ბრენდის მარკეტინგის ლიდერი.

თიბისი, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაზე. თიბისი გეგმავს, რომ გამოყენებული სარეკლამო ბანერებით, ახალი პროდუქციის შექმნა ტრადიციად აქციოს და მათგან ფუნქციური ნივთები შექმნას.

R