კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კრემლის პროპაგანდისტი, რომელიც არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდა - აშშ - ის მიერ ძებნილი ალექსანდრ მალკევიჩის კავშირი "ვაგნერთან" და დეზინფორმაციული საქმიანობა
ვინ არის კრემლის პროპაგანდისტი, რომელიც არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდა - აშშ - ის მიერ ძებნილი ალექსანდრ მალკევიჩის კავშირი "ვაგნერთან" და დეზინფორმაციული საქმიანობა

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - “რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე” (RSF) ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის მიერ ძებ­ნი­ლი რუსი პრო­პა­გან­დის­ტი, ალექ­სან­დრ მალ­კე­ვი­ჩი, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ქსე­ლი შექ­მნა, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

“ალექ­სან­დრ მალ­კე­ვი­ჩი, უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. RSF აღელ­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში კრემ­ლის ამ ტრანსლა­ტო­რის რო­ლით”, - წერს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე აქ­ვეყ­ნებს

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ მალ­კე­ვიჩ­მა TV-3-ის ეთერ­შიც ისა­უბ­რა თქვა, რომ ქარ­თვე­ლებს რუ­სეთ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნად თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სურთ. გარ­და ამი­სა, რო­გორც მი­სი­ვე ნა­ამ­ბო­ბი­დან ირ­კვე­ვა, ის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­საც ეს­წრე­ბო­და.

"ქარ­თვე­ლებს სურთ რუ­სეთ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნად და თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ცხოვ­რე­ბა, რად­გან ასე­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­შია", - ამ­ბობს მალ­კე­ვი­ჩი.

  • მისი თქმით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პრო­რუ­სუ­ლია, თუმ­ცა ასე არ არის და ოც­ნე­ბა "ეროვ­ნუ­ლი პარ­ტი­აა".

"რაც შე­ე­ხე­ბა ხალ­ხის გან­წყო­ბას. მო­სახ­ლე­ო­ბა კონ­სტრუქ­ცი­უ­ლია, სურთ ცხოვ­რე­ბა რუ­სეთ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნად და თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, რად­გან ხვდე­ბი­ან, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის და არ არის სწო­რი ტერ­მი­ნი "პრო­რუ­სულ­მა პარ­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა". არის ეროვ­ნუ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის პარ­ტია, მათ მი­ტინგზე ვი­ყა­ვი, 200 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და", - ამ­ბობს მალ­კე­ვი­ჩი.

რა ვი­ცით ალექ­სან­დრ მალ­კე­ვი­ჩის შე­სა­ხებ?

  • "რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე" წერს, რომ ადრე მალ­კე­ვი­ჩი “ვაგ­ნე­რის” დაჯ­გუ­ფე­ბას­თან მუ­შა­ობ­და, 2021 წელს დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დერს, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინს, ჩა­მო­შორ­და. უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, მალ­კე­ვიჩ­მა უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია გა­მო­ცე­მე­ბი და­ა­ფუძნა - Mariupol 24 (მა­რი­უ­პოლ­ში), Tavria TV (ხერ­სონ­ში) და ZaMedia ჯგუ­ფი (მე­ლი­ტო­პოლ­ში), რომ­ლე­ბიც კრემ­ლის ნა­რა­ტი­ვებს ავ­რცე­ლე­ბენ.

RSF ასე­ვე, აღ­ნიშ­ნავს, რომ აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის­თვის მას­ზე ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და 10 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯილ­დოა და­წე­სე­ბუ­ლი მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ.

  • ცნო­ბის­თვის, 2018 წლის ზა­ფხულ­ში მალ­კე­ვი­ჩი ვა­შინგტონ­ში ჩა­ვი­და რათა იქ და­ე­არ­სე­ბი­ნა სა­ინ­ფორ­მა­ციო ვებგ­ვერ­დი სა­ხე­ლად USA Really, მის­თვის შტა­ტებ­ში თბი­ლი დახ­ვედ­რა არ მო­უ­წყვი­ათ. ოფი­სი­დან გა­მო­ა­ძე­ვეს, ასე­ვე შე­უ­ზღუ­დეს წვდო­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" და იმჟ­მინ­დელ "ტვი­ტერ­ზე".

2018 წლის ნო­ემ­ბერ­ში მალ­კე­ვი­ჩი კვლავ ეწ­ვია ვა­შინგტონს, სა­დაც აშშ-ის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მა­შინ აე­რო­პორ­ტში­ვე და­ა­კა­ვეს და და­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა გა­მო­უშ­ვეს. მომ­დევ­ნო თვე­ში მოხ­ვდა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის გამო.

Foreign Policy-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში მალ­კე­ვი­ჩი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია "სა­თა­მა­შო ჯა­რის­კა­ცად", თუმ­ცა ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბოლო წლებ­ში მისი მცდე­ლო­ბე­ბი გა­ი­ზარ­დოს რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და გა­ი­ზარ­დოს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნა, დღი­თი დღე უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხდე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს აქვს გან­ვი­თა­რე­ბა­დი ბუ­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფარ­თოვ­დე­ბა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და აფ­რი­კა­ში და ამ საქ­მე­ში მალ­კე­ვი­ჩის როლი დი­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის კრემლის პროპაგანდისტი, რომელიც არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდა - აშშ - ის მიერ ძებნილი ალექსანდრ მალკევიჩის კავშირი "ვაგნერთან" და დეზინფორმაციული საქმიანობა

ვინ არის კრემლის პროპაგანდისტი, რომელიც არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდა - აშშ - ის მიერ ძებნილი ალექსანდრ მალკევიჩის კავშირი "ვაგნერთან" და დეზინფორმაციული საქმიანობა

საერთაშორისო ორგანიზაციის - “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ძებნილი რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდრ მალკევიჩი, რომელმაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელი შექმნა, არჩევნების დღეს საქართველოში იმყოფებოდა.

“ალექსანდრ მალკევიჩი, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელი, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში იმყოფებოდა. RSF აღელვებულია საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში კრემლის ამ ტრანსლატორის როლით”, - წერს საერთაშორისო ორგანიზაცია.

საქართველოში გადაღებულ ფოტოებს კრემლის პროპაგანდისტი "ტელეგრამის" არხზე აქვეყნებს

  • აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის შესახებ მალკევიჩმა TV-3-ის ეთერშიც ისაუბრა თქვა, რომ ქართველებს რუსეთთან მშვიდობიანად თანაცხოვრება სურთ. გარდა ამისა, როგორც მისივე ნაამბობიდან ირკვევა, ის არჩევნებამდე "ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციასაც ესწრებოდა.

"ქართველებს სურთ რუსეთთან მშვიდობიანად და თანამშრომლობით ცხოვრება, რადგან ასეთი თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია", - ამბობს მალკევიჩი.

  • მისი თქმით, გავრცელებული აზრია, რომ "ქართული ოცნება" პრორუსულია, თუმცა ასე არ არის და ოცნება "ეროვნული პარტიაა".

"რაც შეეხება ხალხის განწყობას. მოსახლეობა კონსტრუქციულია, სურთ ცხოვრება რუსეთთან მშვიდობიანად და თანამშრომლობით, რადგან ხვდებიან, რომ ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის და არ არის სწორი ტერმინი "პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა". არის ეროვნული სუვერენიტეტის პარტია, მათ მიტინგზე ვიყავი, 200 ათასი ადამიანი ესწრებოდა", - ამბობს მალკევიჩი.

რა ვიცით ალექსანდრ მალკევიჩის შესახებ?

  • "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" წერს, რომ ადრე მალკევიჩი “ვაგნერის” დაჯგუფებასთან მუშაობდა, 2021 წელს დაჯგუფების ლიდერს, ევგენი პრიგოჟინს, ჩამოშორდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მალკევიჩმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული მედია გამოცემები დააფუძნა - Mariupol 24 (მარიუპოლში), Tavria TV (ხერსონში) და ZaMedia ჯგუფი (მელიტოპოლში), რომლებიც კრემლის ნარატივებს ავრცელებენ.

RSF ასევე, აღნიშნავს, რომ აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის მასზე ძებნაა გამოცხადებული და 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდოა დაწესებული მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.

  • ცნობისთვის, 2018 წლის ზაფხულში მალკევიჩი ვაშინგტონში ჩავიდა რათა იქ დაეარსებინა საინფორმაციო ვებგვერდი სახელად USA Really, მისთვის შტატებში თბილი დახვედრა არ მოუწყვიათ. ოფისიდან გამოაძევეს, ასევე შეუზღუდეს წვდომა "ფეისბუქზე" და იმჟმინდელ "ტვიტერზე".

2018 წლის ნოემბერში მალკევიჩი კვლავ ეწვია ვაშინგტონს, სადაც აშშ-ის შუალედური არჩევნები მიმდინარეობდა. მაშინ აეროპორტშივე დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა გამოუშვეს. მომდევნო თვეში მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაში არჩევნებში ჩარევის გამო.

Foreign Policy-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მალკევიჩი მოხსენიებულია "სათამაშო ჯარისკაცად", თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში მისი მცდელობები გაიზარდოს რუსული საინფორმაციო პროპაგანდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გაიზარდოს რუსული გავლენა, დღითი დღე უფრო წარმატებული ხდება და ამ ყველაფერს აქვს განვითარებადი ბუნება. განსაკუთრებით კი ფართოვდება რუსული პროპაგანდა აფრიკაში და ამ საქმეში მალკევიჩის როლი დიდია.