კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო" - რა განცხადებები გაკეთდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულ არჩევნებზე?
"კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო" - რა განცხადებები გაკეთდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულ არჩევნებზე?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, რომ აქვს ინ­ფორ­მა­ცია დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, იმე­დი მაქვს, ის გა­ა­ზი­ა­რებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ის რე­ლე­ვან­ტუ­რი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­ლე­რის თქმით, პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს გა­მო­ძი­ე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

გარ­და ამი­სა, მი­ლე­რის თქმით, აშშ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­დის ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან სხვა რა გა­მო­ძი­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­თა­ნა­დო.

"ჩვენ, ასე­ვე, ცხა­დი გავ­ხა­დეთ, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გავ­დი­ვართ ჩვენს კო­ლე­გებ­თან ევ­რო­კავ­შირ­ში იმა­ზე, თუ სხვა რა გა­მო­ძი­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­თა­ნა­დო.

პრე­ზი­დენ­ტი [სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი] თა­ვად ისა­უბ­რებს თა­ვის თავ­ზე, მაგ­რამ, რო­გორც მეს­მის, მან თქვა, რომ აქვს ინ­ფორ­მა­ცია [სა­არ­ჩევ­ნო] დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, ასე რომ, იმე­დი მაქვს, რომ ის გა­ა­ზი­ა­რებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ის რე­ლე­ვან­ტუ­რი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მას სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ატა­რე­ბენ თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა”, - აღ­ნიშ­ნა მი­ლერ­მა.

მე­თიუ მი­ლერ­მა კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და დას­ძი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა "გა­და­ხედ­ვის პი­რო­ბებ­ში" გრძელ­დე­ბა.

"ჩვენ ცხა­დად ვთქვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­და­ხედ­ვის პი­რო­ბებ­ში გრძელ­დე­ბა. უკვე შე­ვა­ჩე­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის 95 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და სხვა დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც ვაწ­ვდით, გა­და­ხედ­ვის ქვეშ რჩე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა მი­ლერ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერს ჰკი­თხეს "ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს“ მკვლევ­რე­ბის, სოფო გე­ლა­ვას და ეთო ბუ­ზი­აშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რა­ზეც მი­ლერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კო­მენ­ტარს კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ზე არ აკე­თებს.

"ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ზე [ეთო ბუ­ზი­აშ­ვი­ლი და სოფო გე­ლა­ვა] კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, გვსურს და­ვი­ნა­ხოთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლია, გვსურს და­ვი­ნა­ხოთ, რომ და­ცუ­ლია მათი პრო­ტეს­ტის უფ­ლე­ბა, რომ მათი გა­მო­ხატ­ვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა რა­მე­ნა­ი­რად არ ირ­ღვე­ვა”, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო" - რა განცხადებები გაკეთდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულ არჩევნებზე?

"კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო" - რა განცხადებები გაკეთდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულ არჩევნებზე?

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ, იმედი მაქვს, ის გააზიარებს ამ ინფორმაციას, ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს ოფიციალურ პირებს გამოძიებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, მილერის თქმით, აშშ კონსულტაციებს გადის ევროპელ კოლეგებთან სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.

"ჩვენ, ასევე, ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.

პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ, როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, - აღნიშნა მილერმა.

მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა "გადახედვის პირობებში" გრძელდება.

"ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობა გადახედვის პირობებში გრძელდება. უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მილიონი დოლარი და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება”, - აღნიშნა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჰკითხეს "ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრების, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილთან დაკავშირებითაც, რაზეც მილერმა აღნიშნა, რომ კომენტარს კონკრეტულ შემთხვევაზე არ აკეთებს.

"ამ კონკრეტულ შემთხვევებზე [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, გვსურს დავინახოთ, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია, გვსურს დავინახოთ, რომ დაცულია მათი პროტესტის უფლება, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება რამენაირად არ ირღვევა”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.