სამხედრო
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის ვალენსიის წყალდიდობა ასეთი კატასტროფული - მეცნიერების საგანგაშო პროგნოზი: "ამ ტიპის მოვლენები უფრო გაიზრდება"
რატომ არის ვალენსიის წყალდიდობა ასეთი კატასტროფული - მეცნიერების საგანგაშო პროგნოზი: "ამ ტიპის მოვლენები უფრო გაიზრდება"

ეს­პა­ნეთ­ში, წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 62-მდე გა­ი­ზარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ეს­პა­ნე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, პედ­რო სან­ჩეს­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა ვა­ლენ­სი­ის რე­გი­ონ­ში წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

"იცო­დეთ, ვინც ამ წუ­თებ­ში საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ეძებთ, მთე­ლი ეს­პა­ნე­თი თქვენ­თან ერ­თად ტი­რის“, - გა­ნა­ცხა­და პედ­რო სან­ჩეს­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ეს­პა­ნეთ­ში, მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა, რო­მელ­საც რიგ ად­გი­ლებ­ში სე­ტყვა მოჰ­ყვა, წყალ­დი­დო­ბა გა­მო­იწ­ვია. სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. დან­გრე­უ­ლია სახ­ლე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ასო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

"ეს მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი წყალ­დი­დო­ბა კი­დევ ერთი შეხ­სე­ნე­ბაა იმი­სა, თუ რამ­დე­ნად სა­ში­ში გახ­და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ 1.3°C დათ­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში" - ამ­ბობს ფრი­დე­რიკ ოტო, ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი კო­ლე­ჯის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ხმელ­თა­შუა ზღვის რე­გი­ო­ნი - სა­დაც 510 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს - სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 20%-ით სწრა­ფად თბე­ბა. ეს სა­ნა­პი­რო ზო­ნებს წყალ­დი­დო­ბი­სა და ერო­ზი­ის რის­კის ქვეშ ტო­ვებს.

”კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის კონ­ტექ­სტში, ამ ტი­პის ინ­ტენ­სი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი უფრო გა­იზ­რდე­ბა. გახ­დე­ბა ხში­რი, უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი და, შე­სა­ბა­მი­სად, დესტრუქ­ცი­უ­ლი."

გა­ე­როს გა­რე­მოს დაც­ვის პროგ­რა­მა ხმელ­თა­შუა ზღვას "კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ცხელ წერ­ტილს“ უწო­დებს, სა­დაც და­უც­ვე­ლო­ბა მწვავ­დე­ბა.

  • "წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა 2100 წლის­თვის 1,8-დან 3,5 °C-მდე მო­ი­მა­ტებს ეს­პა­ნეთ­ში და აღ­მო­სავ­ლეთ ხმელ­თა­შუა ზღვის ცხელ წერ­ტი­ლებ­ში“, - გან­მარ­ტავს გა­ე­რო. მა­თი­ვე პროგ­ნო­ზით, ხმელ­თა­შუა ზღვა­ში 2080 წლის­თვის 20 პრო­ცენ­ტით მეტი ნა­ლე­ქი იქ­ნე­ბა.

ექ­სპერ­ტის თქმით, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­სა და ამ ბოლო წყალ­დი­დო­ბებს შო­რის კავ­ში­რის სრუ­ლი მას­შტა­ბი გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

და საიდან კლიმატის ცვლილება? ურტყით უკრაინელ ხალხს რაკეტები და ბომბები,არ მოასვენოთ და სად ჯანდაბაში წავა აბა ეს ცხელი ჰაერი?! ადის დ ისევ გვიბრუნდება უკან:((. არა ომს და უბედურებას,რასაც იმები იწვევს!

!
6

ესაა ღვთის რისხვა რაც მანდ ხდება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რატომ არის ვალენსიის წყალდიდობა ასეთი კატასტროფული - მეცნიერების საგანგაშო პროგნოზი: "ამ ტიპის მოვლენები უფრო გაიზრდება"

რატომ არის ვალენსიის წყალდიდობა ასეთი კატასტროფული - მეცნიერების საგანგაშო პროგნოზი: "ამ ტიპის მოვლენები უფრო გაიზრდება"

ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ესპანეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

"იცოდეთ, ვინც ამ წუთებში საყვარელ ადამიანებს ეძებთ, მთელი ესპანეთი თქვენთან ერთად ტირის“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, მოსულმა უხვმა ნალექმა, რომელსაც რიგ ადგილებში სეტყვა მოჰყვა, წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა. დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ასობით ავტომობილი.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კატასტროფული მოვლენა კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია.

"ეს მომაკვდინებელი წყალდიდობა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად საშიში გახდა კლიმატის ცვლილება მხოლოდ 1.3°C დათბობის პირობებში" - ამბობს ფრიდერიკ ოტო, ლონდონის იმპერიული კოლეჯის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი.

კვლევებმა აჩვენა, რომ ხმელთაშუა ზღვის რეგიონი - სადაც 510 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს - საშუალო მაჩვენებელზე 20%-ით სწრაფად თბება. ეს სანაპირო ზონებს წყალდიდობისა და ეროზიის რისკის ქვეშ ტოვებს.

”კლიმატის ცვლილების კონტექსტში, ამ ტიპის ინტენსიური მოვლენები უფრო გაიზრდება. გახდება ხშირი, უფრო ინტენსიური და, შესაბამისად, დესტრუქციული."

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა ხმელთაშუა ზღვას "კლიმატის ცვლილების ცხელ წერტილს“ უწოდებს, სადაც დაუცველობა მწვავდება.

  • "წყლის ტემპერატურა 2100 წლისთვის 1,8-დან 3,5 °C-მდე მოიმატებს ესპანეთში და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ცხელ წერტილებში“, - განმარტავს გაერო. მათივე პროგნოზით, ხმელთაშუა ზღვაში 2080 წლისთვის 20 პროცენტით მეტი ნალექი იქნება.

ექსპერტის თქმით, კლიმატის ცვლილებასა და ამ ბოლო წყალდიდობებს შორის კავშირის სრული მასშტაბი გაურკვეველი რჩება.

წყარო

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"