სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სალომე ზურაბიშვილი სულით და გულით არის “ენჯეოშნიკი“, თუ “ენჯეოშნიცა“ - პრემიერი
“სალომე ზურაბიშვილი სულით და გულით არის “ენჯეოშნიკი“, თუ “ენჯეოშნიცა“ - პრემიერი

“სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მარ­თა­ლია, სუ­ლით და გუ­ლით არის “ენ­ჯე­ოშ­ნი­კი“, თუ “ენ­ჯე­ოშ­ნი­ცა“, არ ვიცი რო­გორც ჰქვია, მაგ­რამ თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბით არის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. მას აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არ აქვს უფ­ლე­ბა ზე­პი­რად ისა­უბ­როს“, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ვერ გა­ბე­დავს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლას და უწყე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას არ­ჩევ­ნებ­ზე შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ასეთ ბრალ­დე­ბებს ფაქ­ტე­ბის გა­რე­შე, “ზე­პი­რად აჟ­ღე­რებს“.

“რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას, თუ ვინ­მეს რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს, უნდა წა­რუდ­გი­ნოს შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს. ხე­დავთ, რომ სა­ჯა­როდ ვე­რა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ წა­რად­გი­ნეს, ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა მო­უ­წევთ. თუ არ მივ­ლენ, ეს იქ­ნე­ბა იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ისი­ნი არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყალბ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ. ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლია ასე­ვე, რაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა, მის და­ბა­რე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. ეუთო/ოდი­რის დას­კვნის თა­ნახ­მად, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უხე­შად არ­ღვევ­და სა­არ­ჩევ­ნო პრინ­ცი­პებს. იცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა მოქ­მე­დებს. კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენტს არ შე­უძ­ლია ეკა­ვოს პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და ის უნდა იყოს ზე­პარ­ტი­უ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა ის რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის ან პარ­ტი­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ერ­თვე­ბო­დეს. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უხე­შად არ­ღვევ­და სა­არ­ჩევ­ნო პრინ­ცი­პებს, რაც ეუთო/ოდი­რის დას­კვნა­ში არის ასა­ხუ­ლი. ახლა არ­ჩევ­ნე­ბის დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ას სა­თა­ვე­ში ჩა­უ­ყე­ნეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვად უხე­შად არ­ღვევ­და სა­არ­ჩევ­ნო პრინ­ცი­პებს. ასეთ კამ­პა­ნი­ას ვე­რა­ვი­თა­რი ფასი და დატ­ვირ­თვა ვერ ექ­ნე­ბა.

კე­თი­ლი ინე­ბოს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, თუ რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს, წა­რად­გი­ნოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში. სა­უბ­რო­ბენ ზე­პი­რად ისეთ რა­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ბუ­ნე­ბა­ში არ მომ­ხდა­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მარ­თა­ლია, სუ­ლით და გუ­ლით არის “ენ­ჯე­ოშ­ნი­კი“, თუ “ენ­ჯო­ეშ­ნი­ცა“, არ ვიცი რო­გორც ჰქვია, მაგ­რამ თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბით არის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. მას აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არ აქვს უფ­ლე­ბა ზე­პი­რად ისა­უბ­როს. თუ რა­ი­მე ფაქ­ტი აქვს, ეს ფაქ­ტი უნდა წა­რად­გი­ნოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, შე­სა­ბა­მის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ორ­გა­ნო­ში. თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მას არა­ვი­თა­რი ფაქ­ტი არ აქვს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ვერ გა­ბე­დავს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლას და ვერ მის­ცემს ვე­რა­ვი­თარ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რას იმ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც ზე­პი­რად აჟ­ღე­რებს“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

  • რაც შე­ე­ხე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს, პრე­მი­ე­რის თქმით, “არ­ჩევ­ნე­ბი უპ­რე­ცე­დენ­ტო გარე ჩა­რე­ვის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა“.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ გარე ჩა­რე­ვის მი­ზა­ნი იყო, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის, კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბის” გა­მარ­ჯვე­ბა.

“რაც შე­ე­ხე­ბა და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის პო­ზი­ცი­ას, თქვენ იცით, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი უპ­რე­ცე­დენ­ტო გარე ჩა­რე­ვის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა. ამ გარე ჩა­რე­ვის მი­ზა­ნი იყო, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის, კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბა. ახლა კონ­კრე­ტულ ძა­ლებს სჭირ­დე­ბათ გა­და­წყო­ბა, ამ ახალ რე­ა­ლო­ბა­ზე და ეს გა­და­წყო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა.

ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რაც, ვფიქ­რობ, მოხ­დე­ბა ძა­ლი­ან მალე, მო­მა­ვალ წელს, შე­საძ­ლოა, ეს მოხ­დეს იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში, ან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ. რო­გორც კი დას­რულ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ომი, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მა­შინ­ვე გა­და­იტ­ვირ­თე­ბა და ამის შემ­დეგ უკვე სრუ­ლად აღ­დგე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

“სალომე ზურაბიშვილი სულით და გულით არის “ენჯეოშნიკი“, თუ “ენჯეოშნიცა“ - პრემიერი

“სალომე ზურაბიშვილი სულით და გულით არის “ენჯეოშნიკი“, თუ “ენჯეოშნიცა“ - პრემიერი

“სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის “ენჯეოშნიკი“, თუ “ენჯეოშნიცა“, არ ვიცი როგორც ჰქვია, მაგრამ თავისი თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, არ აქვს უფლება ზეპირად ისაუბროს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და უწყებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ასეთ ბრალდებებს ფაქტების გარეშე, “ზეპირად აჟღერებს“.

“რაც შეეხება პროკურატურას, თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ხედავთ, რომ საჯაროდ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, ახლა პროკურატურაში მისვლა და მტკიცებულებების წარდგენა მოუწევთ. თუ არ მივლენ, ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ ისინი არჩევნებთან დაკავშირებით ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ. ერთი საინტერესო დეტალია ასევე, რაც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება, მის დაბარებაზე იყო საუბარი. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. იცით, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა მოქმედებს. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არ შეუძლია ეკავოს პარტიული თანამდებობა და ის უნდა იყოს ზეპარტიული. არ შეიძლება ის რომელიმე პარტიის ან პარტიების სასარგებლოს საარჩევნო კამპანიაში ერთვებოდეს. სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ასახული. ახლა არჩევნების დელეგიტიმაციის კამპანიას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავად უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. ასეთ კამპანიას ვერავითარი ფასი და დატვირთვა ვერ ექნება.

კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის უწყებებში. საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის “ენჯეოშნიკი“, თუ “ენჯოეშნიცა“, არ ვიცი როგორც ჰქვია, მაგრამ თავისი თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, არ აქვს უფლება ზეპირად ისაუბროს. თუ რაიმე ფაქტი აქვს, ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას არავითარი ფაქტი არ აქვს, დარწმუნებული ვარ, ის ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და ვერ მისცემს ვერავითარ ინფორმაციას პროკურატურას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც ზეპირად აჟღერებს“,- განაცხადა კობახიძემ.

  • რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, პრემიერის თქმით, “არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გარე ჩარევის მიზანი იყო, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გამარჯვება.

“რაც შეეხება დასავლეთის სახელმწიფოების პოზიციას, თქვენ იცით, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა. ამ გარე ჩარევის მიზანი იყო, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ გამარჯვება. ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა, ამ ახალ რეალობაზე და ეს გადაწყობა აუცილებლად მოხდება.

ამ არჩევნების შემდეგ, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რაც, ვფიქრობ, მოხდება ძალიან მალე, მომავალ წელს, შესაძლოა, ეს მოხდეს იანვარ-თებერვალში, ან რამდენიმე თვის შემდეგ. როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მაშინვე გადაიტვირთება და ამის შემდეგ უკვე სრულად აღდგება ურთიერთობებში სამართლიანობა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.