კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკი და ახალი თეატრი წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროექტის პრემიერას
ბაზისბანკი და ახალი თეატრი წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროექტის პრემიერას

ბა­ზის­ბან­კი და ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი თე­ატ­რი, 1 ნო­ემ­ბერს, იტა­ლი­ე­ლი რე­ჟი­სო­რის ლე­ო­ნარ­დო მან­ძა­ნის სპექ­ტაკ­ლის „სი­რა­ნო უნდა მოკ­ვდეს” პრე­მი­ე­რას შეს­თა­ვა­ზებს თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს.

ედ­მონ როს­ტა­ნის „სი­რა­ნო დე ბერ­ჟე­რა­კის“ მი­ხედ­ვით თა­ვი­სუ­ფა­ლი ადაპ­ტა­ცი­აა და მარ­თლაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლის, მე­გობ­რო­ბის, სი­მა­მა­ცის ამ­ბა­ვია: მშვე­ნი­ე­რი ლექ­სე­ბი­თა და გულ­გა­საგ­ლე­ჯი ტრა­გე­დი­ე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც რა ხა­ნია აღელ­ვებს და ცხა­რე ცრემ­ლით ატი­რებს მა­ყუ­რე­ბელს. ასე­ვე დიდი ღა­ლა­ტის და ტყუ­ი­ლი­საც, რო­მელ­საც ხში­რად ჯი­უ­ტად არ ვიმ­ჩნევთ.

„სი­რა­ნო უნდა მოკ­ვდეს“ კლა­სი­კუ­რი პი­ე­სის გა­და­წე­რი­ლი ვერ­სი­აა, სპექ­ტაკ­ლი­კონ­ცერ­ტი, რო­მელ­შიც მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის პო­ე­ტუ­რი სტრი­ქო­ნე­ბის ნაც­ვლად, პერ­სო­ნა­ჟე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ჰიპ-ჰო­პის ენით მე­ტყვე­ლე­ბენ და სა­დაც ამ უც­ნა­ურ და უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბავს ამ­ჯე­რად ქა­ლის - რო­ქ­სა­ნის მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით გა­ვეც­ნო­ბით, - ერ­თა­დერ­თი მთა­ვა­რი გმი­რის, რო­მე­ლიც პი­ე­სა­ში არ მომ­კვდა­რა და ჯე­რაც ცო­ცხა­ლია.

ბა­ზის­ბან­კი, ახა­ლი თე­ატ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის წარმდგე­ნია.

ბა­ზის­ბან­კი, რო­გორც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მხარ­დამ­ჭე­რი, კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის და სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის თე­ატ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია, თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და ახა­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი სივ­რცის - „თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია, მხარს უჭერს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­ერთ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ბაზისბანკი და ახალი თეატრი წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროექტის პრემიერას

ბაზისბანკი და ახალი თეატრი წარმოგიდგენთ საერთაშორისო პროექტის პრემიერას

ბაზისბანკი და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, 1 ნოემბერს, იტალიელი რეჟისორის ლეონარდო მანძანის სპექტაკლის „სირანო უნდა მოკვდეს” პრემიერას შესთავაზებს თეატრის მოყვარულებს.

ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ მიხედვით თავისუფალი ადაპტაციაა და მართლაც დიდი სიყვარულის, მეგობრობის, სიმამაცის ამბავია: მშვენიერი ლექსებითა და გულგასაგლეჯი ტრაგედიებით გაჯერებული, რომელიც რა ხანია აღელვებს და ცხარე ცრემლით ატირებს მაყურებელს. ასევე დიდი ღალატის და ტყუილისაც, რომელსაც ხშირად ჯიუტად არ ვიმჩნევთ.

„სირანო უნდა მოკვდეს“ კლასიკური პიესის გადაწერილი ვერსიაა, სპექტაკლიკონცერტი, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის პოეტური სტრიქონების ნაცვლად, პერსონაჟები თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ენით მეტყველებენ და სადაც ამ უცნაურ და უჩვეულო ამბავს ამჯერად ქალის - როქსანის მონათხრობის მიხედვით გავეცნობით, - ერთადერთი მთავარი გმირის, რომელიც პიესაში არ მომკვდარა და ჯერაც ცოცხალია.

ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია.

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის და სანდრო მრევლიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია, თოჯინების თეატრების გაერთიანების და ახალი თეატრალური სივრცის - „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორია, მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ არაერთ კულტურულ ღონისძიებას.

R